Unfriend

მეგობრების შერჩევისას ძალიან ცოტა კრიტერიუმს ვიყენებ:

  • არ მაინტერსებს, როგორი   არის ის ზოგადად
  • მაინტერესებს, როგორი არის იგი ჩემთან მიმართებაში

unfriend

რადგან პოტენციური მეგობრების სიმაღლე-სიგანით, წარმომავლობით, მავნე ჩვევებითა და სხვა ზოგადი საკითხებით არ ვინტერესდები, მხოლოდ ისიც მყოფნის, ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები არ გააჩნდეთ, სიტყვა “მეგობრის” სათანადოდ გააზრება შეეძლოთ და თავისებურად მაინც ვუყვარდე. აი, ასე მარტივად არის საქმე.  აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც ჩემთვის არასოდეს სცალია, ჩემს საქციელს ვერასოდეს აღიქვამს სერიოზულად, არაფრად აგდებს იმ ღირებულებებს, რომელსაც ყველაზე მეტად ვაფასებ და თვეში ერთხელ, მხოლოდ ჩემი ჯანმრთელების მდგომარეობის გასაგებად მირეკავს, აღარასოდეს მომინდება გვერდით მყავდეს.

აი, ასე! 2014 წელი დაიწყო, ერთით ნაკლები მეგობრით.

Posted on 06/01/2014, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. რამის თქმა მინდა და ვერ მოვიფიქრე.
    ალბათ, ის, რომ ბუნებრივი პროცესია ეს. ამას მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ნელ-ნელა ყველას თავისი ადგილი მიუჩნდებაო შენს ცხოვრებაში. პრინციპში, ასეც მოხდა…

  2. ფეისბუქზე ცოტა უფრო უცნაურადაა ეგ ყველაფერი. ვინც მყავს მეგობრებში, მათგან ძირითადად საინტერესო ფიდი იქმნება არც მეტი, არც ნაკლები. რეალურ ცხოვრებაში გაცილებით ნაკლები მეგობარია და ყველას თავისი ადგილი აქვს, ზოგს ზედა თაროზე მარჯვენა კუთხეში, ზოგს შუაში, ზოგს კი თაროზე არც შემოდებ, ხშირხშირად რომ გიწევს გადმოღება, გირჩევნია გვერდით გყავდეს😀
    მე ის მიკვირს ხოლმე, ზოგჯერ რომ აღმოვაჩენ როგორ წამშალეს სრულიად უმიზეზოდ ფეისბუქიდან და ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, არა გული კი არ მწყდება, უბრალოდ ეს ის “რატომ” არის, რომელზეც პასუხი არ მაქვს, მე კი უპასუხოდ დატოვებული კითხვები ძალიან არ მიყვარს

  3. მე ვარ ხოლმე ზუსტად შენ რომ არ გინდა ისეთი მეგობარი. სიმარტოვისთვის ვარ განწირული🙂

  4. ყველა როცა საუბრობს მეგობრის შერჩევის კრიტერიუმებზე, რატომღაც იმაზე აქცენტირებს რომ მარტივი კრიტერიუმები აქვთ… რა სისულელეა, მე ძალიან რთული კრიტერიუმები მაქვს და ვერ ვიტან გამოთქმას ” ყველა უნაკლო არ არის”, თუ ადამიანებს 100 მაგ ფილტრშ არ გაატარებ მაშინ შეიძლება ბევრის მეგობარი იყო და რეალურად “ხარისხიან” მეგობრებს კარგავდე :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: