My Wishlist

“ძალიან ადვილია გაიგო, “რა სურთ ქალებს”. უბრალოდ, მათი ვიშლისტი უნდა დაათვალიერო amazon.com-ზე”

wishlist1თუ გინდა, ადამიანს იცნობდე, ჯერ მის სურვილებში უნდა გაერკვე კარგად. ოღონდ, ეს სურვილები ოცნებებში არ უნდა აგერიოს. მართალია კოსმოსში გაფრენაც ძალიან მრავლისმეტყველი ოცნებაა, მაგრამ მხოლოდ ზოგად წარმოდგენას თუ ჩამოგიყალიბებს ვინმეზე. უფრო კონკრეტულ სურვილებს უნდა მიაქციო ყურადღება. აი, მაგალითად, ჩემი ერთი Facebook მეგობარი, უკვვე სამი წელია, კელვინ კლაინის ფეხსაცმელების სურათებს პოსტავს თავისი ვიშლისტის ალბომში. კიდევ, დიორისა და პრადას რამდენიმე ჩანთაც აქვს ჩამონათვალში. ზოგი იყიდა კიდევაც. ზოგს ჯერ კიდევ ელოდება, როდის დააკლდება ფასი, რომ მაშინვე გამოიწეროს. ასეთები არიან მოდის მიმდევრები😀

დღეს, მეც შევიხედე ამაზონზე, ჩემი  ვიშლისტის გადასახედად, რომელიმე ნივთი ხომ არ დასეილდა მეთქი და ცოტათი გამიკვირდა, ისეთი რამეები აღმოვაჩინე:

51ehGahjzZL._SL1500_

 

 

ტელეფონის გარე ელემენტი, თუ ენერგიის ბანკი, როგორც ჰქვია. ამის მსგავსი უკვე ვიყიდი და ძალიან პრაქტიკული რამეა. მიყვარს ჭვიანური შენაძენები.

41W0RstTWzL

საქსოვი ჩხრების ნაკრები. ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ეს სხვანაირებია. ვინც მცნობს, იცის, რომ ქსოვა ყველა გასართობს მირჩევნია.

51MdX++8fOL

ქინდლის ქეისი. ამის დასეილებას იმდენ ხანს ველოდე, რომ ბოლოს სულ გაიყიდა და აღარ დარჩა:/

41LU6olNoHL

ტელეფონის ქეისი. ერთი უკვე მაქვს. ეს რომ მომბეზრდება, მერე ამის ჯერია.❤

51p6FOsw2WL._BO2,204,203,200_PIsitb-sticker-v3-big,TopRight,0,-55_SX278_SY278_PIkin4,BottomRight,1,22_AA300_SH20_OU01_

ანდრეა ბოჩელის წიგნი “სიჩუმის მუსიკა”. ვიცი, ქართულად არავინ გადათარგმნის. როცა ინგლისურად კითხვის ხასიათზე ვინნები, აუცილებლად გადმოვწერ ქინდლში.

5156jGx1j5L._SX425_თევზების საკვები. ამას წლის ბოლოს გამოვწერ. მანამდე საკმარისი მარაგი მაქვს.

71UgfleJuEL._SL1500_თუთიყუშების გასართობი მოედანი. ვყოყმანობ, ვიყიდო თუ არა. ისეთი მშიშრები მყვანან, შეიძება ზედაც არ შეხედონ.

31cWtVh8tCL._SL500_SS110_

სათვალე არასოდესაა ზედმეტი. განსაკუთრებით, მწვანეჩარჩოიანი სათვალე🙂

download (1)

აი, ეს თოჯინა რად მინდოდა, არ ვიცი, მაგრამ ერთხელ ძალიან მომინდა, რომ ასეთი მყოლოდა და მას შემდეგ, ჩემს ვიშლისტში ცხოვრობს😀

download (2)

ბრელოკი მანქანის გასაღებისათვის. 2-3 თვეში დამჭირდება ამის ყიდვა. ჯერ არა.

 

download      512jVVnoOqL   41jC3P2O8VL

 

 

რაც ველოსიპედი მყავს, სულ მის აქსესუარებზე ვფიქრობ. ახლა ესენი მჭირდება.

81PrxwmMo-L._SL1500_

 

ბოქლომიანი დღიური.ასეთები სულ მქონდა ბავშვობაში. ახლაც მომინდა რომ მქონოდა, მაგრამ თბილისში ნორმალური ვერაფერი ვიშოვე.

61hcQA+JSdL._SL1500_

“ოქროს სნიჩი” – ჯერ კიდევ ვერ გამოვედი ჰარი პოტერის ასაკიდან. ამასაც თუ ვიყიდი, ალბათ 1-2-ჯერ გავიკეთებ და მერე ვინმეს ვაჩუქებ.

 

 

Posted on 17/07/2014, in სხვადასხვა, me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. მე მაჩუქე )))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: