ძილისპირული მიმოხილვა

romantic17მოვედი აქ, ჩემს მწვანე ჩრდილში უნდა შევაფარო თავი. ცოტა ხნით ახალი პოსტის ფანჯარასთან წუწუნითა და გულის მოოხებით გავერთობი. მერე ისევ წავალ, ყავის  მორიგ დოზას მივიღებ და დაველოდები, როდის გამომაფხიზლებს. ამასობაში 12 საათიც გახდება და მივხვდები, რომ განა ვფხიზლდები, თანდათან ისე მეძინება, რომ 1 აბზაც “მიკროეკონომიკასაც” ვეღარ ვისწავლი.

ჰო, უკვე მაგისტრანტი ვარ.  წუწუნისა და მოთქმა-გოდების ვადა კიდევ 2 წლით გამიხანგრძლივდა. არადა, ყოველდღე ვპირდები თავს, რომ დღესაც და მორჩა.. ხვალიდან შევეშვები მაზოხიზს, სავარძელში მოვიკალათებ და ერიკ-ემანუელ შმიტის წიგნების კითხვით გავერთობი. მაგრამ უნივერსიტეტში გადახდილი ფულიც მენანება და ეს შმიტის წიგნებიც რავიცი სადამდე მეყოფა. თითქმის ყველა მაქვს (ერთის გარდა) რაც ქართულად გამოვიდა და ცოტაღა დამრჩა წასაკითხი. გამომცემლობას შევეხმიანები, იქნებ სხვებიც თარგმნონ. (რა სარეკლამო პოსტივით ვწერ).

კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ჰო, ის უნდა მეთქვა, რომ ძალიან მომნატრებია აქ წერა. კიდევ ჩემი ნაწერების კითხვა მომენატრა, მაგრამ მაგისი დროც არ მაქვს. ამიტომ დავდგები ხოლმე და საკუთარ ძველ ფოტოებს ვათვალიერებ. ძველს, იმიტომ რომ ახლები არ მაქვს და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს არ მექნება. აი ასე! მეყო შარშანდელი გართობა. სამაგიეროდ, მაგარი გასართობი გამოვნახე. დავაცხრები ონლაინ მაღაზიებს და რაც  მომეწონება, ყველაფერს გამოვზიდავ (განკარგვადი შემოსავლის ფარგლებში). მერე ამ ყველაფერს სახლში მომიტანენ, კარადაში შევალაგებ და დევს ასე, სანამ ვინმეს არ ვაჩუქებ. სულ მიკვირდა, რაში სჭირდებოდათ ადამიანებს ამდენი ძონძები. თურმე მოწყენილობის გასახალისებლად არის მისწრება!

რამდენს ვლაპარაკობ, ნეტავ არავინ წაიკითხავდეს.. აი, უკვე 12 ხდება. წავალ, ყავას დავლევ და დავიძინებ. დილით უფრო ფხიზად ვიქნები🙂

Posted on 28/01/2015, in სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. მე წავიკითხე 3:)

  2. მეც წავიკითხე😛
    ჰოდა, აი მაგისტრატურაზე ხო მეც ისე მოვიქეცი წელს, როგორც შენ შარშან და ხან ვნანობ, ხან არა🙂
    სინანულის მოტივი ისაა, რომ ახლა უკვე მგონია დრო ხომ არ დავკარგე-მეთქი – ადრე თუ გვიან მაინც ჩავაბარებ და რაც მალე, ალბათ უკეთესი იქნებოდა.
    თუმცა მეორე მხრივ, ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია, რისი სწავლა მინდა და რავიცი😀

    • უნდა ისწავლო მაშინ, როცა ხვდები, რომ სწავლა გინდა. ტვინი რომ გთხოვს.

  3. შმიდტი მეც ძალიან მიყვარს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: