DSLR

ტექნიკა ჩემი სისუსტეა. ბავშვობიდან ასე ვარ. შეიძლება არ მომინდეს ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ან რამე აქსესუარი, მაგრამ როცა საქმე ტექნიკას ეხება, ჩემი განკარგვადი შემოსავლის ფარგლებში, არაფერს დავიშურებ.

5 წლის წინ, პირველ კურსზე რომ ვიყავი, გამოცდების წარმატებით დამთავრების შემდეგ დედამ საჩუქრად ციფრული ფოტოაპარატი მიყიდა. მას შემდეგ, ეს ნივთი იყო ჩემი ყველაზე ერთგული თანამგზავრი. სადაც წავიდოდი, ყველგან თან დავატარებდი. რამდენჯერმე რთული სიტუაციებისგანაც მიხსნა (ფინანსური აღრიცხვის გამოცდაზე რთული რა უნდა ყოფილიყო). ჰოდა ასე დავდიოდი და ყველა ხეს, ყვავილს, ცხოველს თუ ფრინველს ფოტოებს ვუღებდი და საგულდაგულოდ ვინახავდი დისკებზე. მეგობრებიც შევაწუხე ამდენი ჩხაკუნით და მეხვეწებოდნენ, თავი დამენებებინა.

ფოტოები არ ვიცი როგორი გამომდიოდა, მაგრამ მე კი მომწონდა. განსაკუთრებით, ყვავილები და პეიზაჟები. (მერე მზის ჩასვლა-ამოსვლის გადაღებაზეც გადავედი, მაგრამ ეგ უფრო რთული აღმოჩნდა).

302843_496578817053831_709684152_n (1)425805_469958979715815_1345515080_n

ჰოდა, ასე გრძელდებოდა ჩემი გართობა, სანამ ახალი DSLR კამერის ყიდვას ავიჩემებდი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ყველაფერი ასე მოხდა: დაახლოებით, ერთი წელი შევალიე ინტერნეტში სხვადასხვა კამერების რევიუებისა და შედარებების კითხვას. საბოლოო არჩევანი NIKON D3200-ზე შევაჩერე. მერე ისე მოხდა, რომ საქართველოში ტექნიკის ბაზრის შესწავლაც დამჭირდა, სანამ იმ მაღაზიას მივაგნებდი,სადაც ეს ფოტოაპარატი საწყობში ექნებოდათ და არა დახლზე გამოფენილი საუკუნოდ. ამ მხრივ სავალალო სიტუაციაა. ზოგიერთ მაღაზიაში შეიძლება აპარატი ობიექტივის გარეშე მოგყიდონ, სრული კომპლექტის ფასად.  ბოლოს ერთ-ერთ მაღაზიაში მივაგენი და ვიყიდე, მაგრამ ჩემი ბედნიერება მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა, რადგან ჩემი ოცნების ფოტოეპარატი, რომლის მოსაპოვებლადაც ამდენი ვიტანჯე, წუნიანი აღმონდა. ჰოდა, გადავწყვიტე, ისეთი კამერა მეყიდა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენელი გააჩნია და ახლა CANON EOS 1200D მაქვს. მართალია იმ ნიკონთან შედარებით პლასტმასის სათამაშო მგონია, მაგრამ, რაც მთავარია გადაღების სასწავლად მაინც გამომადგება. საწყის ეტაპზე ყველაფერი რთულადაა. ძალიან მიჭირს ექსპოზიციის გასწორება. ხან მგონია, რომ ვისწავლე, მაგრამ მაინც არაფერი არ ვიცი. მხოლოდ ბაბუაწვერებისგან გამოდის რაღაც.

IMG_1039

ოდესმე, თუ დრო მექნა, ფოტოგრაფიის კურსებს გავივლი და ყველაფერს უცებ ავითვისებ. მანამდე კი ისევ ავტომატური რეჟიმით განვაგრძობ “ჩხაკუნს”.

Posted on 27/04/2015, in სხვადასხვა and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. მეც შენს დღეში ვარ… “ვაჩხაკუნებ” და ვარ🙂

  2. ხეების სურათი მომეწონა🙂

    • მადლობა🙂 მაგ ხეების გადაღებას ყველა სეზონზე ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს ისე დაამახინჯეს, რომ მხოლოდ შემოდგომა-ზაფხული გადაღება მოვასწარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: