რატომ ვიწერთ გამოცდებს

downloadსტუდენტობის უკვე მეხუთე წელს ვითვლი და მიუხედავად ჩემი დიდი სიზარმაცისა, წუწუნისა და მოთქმა-გოდებისა, მგონია, რომ ძალიან კარგი და წესიერი სტუდენტების რიცხვს მივეკუთვნები. დიახ, მე ვარ პატიოსანი სტუდენტი, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. არასოდეს მიმიტანია ლექტორისთვის სხვისი გაკეთებული რეფერატი და პრეზენტაცია (მცდელობა მქონია, მაგრამ არსად მინახავს ისეთი პრეზენტაცია, რომელზე უკეთესსაც მე ვერ გავაკეთებდი. ამიტომ ყოველთვის დამოუკიდებლად ვირჯები).

2. არასოდეს მითხოვია ლექტორისთვის ქულის მომატება. ყოველთვის იმ ქულას ვჯერდებოდი, რასაც დამიწერდნენ (თუნდაც საერთოდ არ დაეწერათ) თანაც, ქულების დაწერის დღეს, სემინარებს ყოველთვის ვაცდენდი, უხერხული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.

3. არასოდეს მითხოვია გაცდენების საპატიოდ ჩათვლა, სამსახურის მიზეზით და არასოდეს დამიძრავს კრინტი სამუშაო ადგილის შესახებ (ჩემს ადგილას, ბევრი ამით ბოროტად ისარგებლებდა).

4. მიუხედავად რამდენიმე დარჩენილი საგნისა, ბაკალავრიატი მაინც დროულად დავამთავრე, თანაც 240-ის ნაცვლად 245 კრედიტით.

ეთიკის ნორმებზე და ა.შ. არაფერს ვამბობ.

რამე ხომ არ გამომრჩა? ჰო, გამოცდები არ მიხსენებია. დიახ, ბევრი ჩემი კურსელი დიდხანს ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ცხოვრებაში არასოდეს გამოუყენებიათ “შპარგალკა”. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ამას ვერასოდეს გააკეთებს, იმიტომ რომ სახეზე შეეტყობათ (ნურას უკაცრავად. ახლა ისე იწერენ, ყველაზე გამოცდილი დამკვირვებელიც ვერასოდეს გამოიჭერს). მოკლედ, ასეა. ავად თუ კარგად, მაინც ყველა რაღაცას იწერს. პირადად ჩემთვის, გადაწერა ყოველთვის დიდ ტანჯვასთან ასოცირდება: უნდა დაწერო ფურცელზე, მერე მოიფიქრო, სად დამალო, მერე დამკვირვებელს უყურო, ხომ არ მოდის და ამასობაში გამოცდა წერო.. საშინელებაა! ერთ საათზე მეტ ხანს ვერც ერთ გამოცდაზე ვერ გავჩერჩები. გამორიცხულია გადაწერო საკითხი, რომელიც საერთოდ არ იცი. მაგრამ ხომ არის რაღაც მომენტები, რომლის დამახსოვრებაც გიჭირს. მაგალითად, გიჭირს წლების დამახსოვრება, ან ვერ იმახსოვრებ მრავალმოქმედებიან ფორმულებს. შეიძლება ისწავლო კიდევაც, მაგრამ ერთმა არასწორად დასმულმა მოქმედების ნიშანმა შეიძება მთელი ამოცანა დაღუპოს. არასოდეს მესმოდა რატომ იყო სავალდებულო ფორმულების დაზეპირება. დავიჯერო, ვინმეს ჰგონია, რომ გამოცდისთვის ნასწავლი ფორმულა 1 წლის შემდეგ შეიძლება კიდევ გახსოვდეს?

14576590-Cartoon-Illustration-of-Pupils-writing-Difficult-Test-or-Exam-Stock-Vector

და მაინც, რატომ/როდის ვიწერთ სტუდენტები გამოცდებს:

1. როცა სასწავლო მასალა იმდენად დიდია, რომ გამოცდებს შორის მოკლე  ინტერვალში ერთხელ გადაკითხვასაც ვერ მოასწრებ, თუნდაც გადამეორების მიზნით.

2. როცა გამოცდაში იმაზე მეტი საზეპირო თეორიული საკითხი შედის, ვიდრე პრაქტიკული. (ტექნიკურ სპეციალობებს ეხება)

3. როცა საგამოცდო საკითხები რაოდენობაზეა ორიენტირებული ხარისხის ნაცვლად. დიახ, როცა 60 საკითხი შეგაქვს, უნდა ელოდო, რომ სწავლის ხარისხი 90 პროცენტში მხოლოდ მინიმალურ ბარიერამდე თუ მიაღწევს.

4. როცა გადაწერის საშუალება გვაქვს.

როდის აღარ გადავწერთ სტუდენტები გამოცდებს:

1. როცა საკითხების რაოდენობა უპტიმალურ ზღვარს მიაღწევს და კათედრები ერთმანეთს აღარ შეეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტის აკითხი დადო.

2. როცა საზეპირო ნაწილი შემცირდება მეტი ყურადღება ანალიზურს დაეთმობა.

3. როცა გამოცდებს შორის დროის შუალედი სამეცადინოდ თუ არა, ამოსასუნთქად მაინც იქნება საქმარისი.🙂

Posted on 30/04/2015, in სხვადასხვა and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ჩემი სიზარმაცე ისეთი უკიდეგანოა, რომ გადაწერაც კი მეზარებოდა😀 მაგრამ გამოცდისთვის ნასწავლი არც ერთი საკითხი აღარ მახოვს (ფორმულებზე რომ არაფერი ვთქვათ), რაც ადასტურებს ზემოთხსენებულ სამ პუნქტს :))

  2. კიდევ: “როცა ყველა იწერს”… ბოლო-ბოლო, თავმოყვარეობაზე მოქმედებს მერე🙂

    • ეგ მეოთხეში გავატარე😀 როცა საშუალებაა, ყველა იწერს მაინც😀 ხომ ხედავ, გამონაკლისებიც აღარ არსებობთ უკვე😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: