რასა ვიქმნ (07.15)

imagesისევ “რასა ვიქმნ” პოსტების სერია უნდა გავაგრძელო, თორემ სხვა საშველი არ არის.

მოკლედ, ივლისია და გამოცდები მაქვს. სხვანაირი ივლისი არც მახსოვს 2008 წლის შემდეგ. ჰოდა, მეც უაღრესაც ტანჯული ადამიანის იერი მაქვს მორგებული და დავდივარ ასე, აღმა-დაღმა. ვინმე თუ რამეს მკითხავს, ისეთს ვუპასუხებ, ცხოვრებაზე ხელს ჩავაქნევინებ. “დამტოვეთ ჩემს პრობლემებთან მარტო”,  “თქვენ რა გესმით”, “სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი” და მსგავსი ტიპის ფრაზები მიტრიალებს თავში.

ცოტა ხნის წინ, სამსახურიდან წამოსვლაზეც დავფიქრდი. ისე, სადმე რომ სამართალი იყოს, ასეც უნდა ვიქცეოდე, მაგრამ რომ წამოვიდე, სად წავიდე, მაგას ვფიქრობ. რამდენიმე კომპანიაში გავაგზავნე CV, მაგრამ ალბათ არ მიუვიდათ (აბა რა, აბა რა…). იმ ქალივით ვარ, ქმართან განქორწინება რომ უნდა,  მაგრამ გასაქცევი არსად აქვს და მედგრად უძლებს! ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვუძლებთ. გამონაკლისის არსებობა კი მხოლოდ წესს ამტკიცებს. ასე რომ, გაძლება ატრიალებს დედამიწას, დომენიკო! ესეც ასე! ფული მექნება, დასვენება – არა.

დასვენებაზე გამახსენდა: წესით და რიგით, 3 დღეში უნივერსიტეტიდან გვითხოვენ, რაც იმას გულისხმობს, რომ აწი სამსახურიდან პირდაპირ სახლში მომიწევს ხოლმე მოსვლა. რა თქმა უნდა, ნერვებიც დაწყვეტაზე მექნება და მთელს ჯავრს მათზე ვიყრი, ვინც წინ გადამეღობება (კიდევ კარგი, რომ არავინ გადამეღობება). ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩემს ახალ აკვარიუმში სიკვდიალიანობის ტენდენციას აქვს ადგილი, მაგრამ ამაზე აღარ ვბრაზობ. ადრე გამაფრთხილეს, შენი თევზები მაინც მოკვდებიან და შენი ბრალი იქნებაო. ჰოდა, მაგის მერე აღარ ვტირი ხოლმე თევზების დაღუპვაზე. ისიც ეყოფათ, რომ ასე გაუმართლათ, ზოომაღაზიის ბინძურ ტაშტში რომ არ ამოხდათ სული.

მეტი არაფერი. არც არაფერი. ახლა მეჩვენება, რომ ასეთი პოსტი სადღაც უკვე მეწერა, მაგრამ არაუშავს. მაინც დავაფაბლიშებ. წლების მერე მეცოდინება, რა სულელი ვიყავი ადრე.

Posted on 06/07/2015, in სხვადასხვა and tagged . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: