რასა ვიქმნ (01.2016)

რადგან არც გასული წლის შეჯამება დამიწერია, არც მომავლ გეგმებზე მითქვამს რამე, ისევ  “რასა ვიქმნ” პოსტებით დავიწყებ წელს.

shtativi2015 წელი როგორც მოვიდა, ისე წავიდა. ახალი არც არაფერი მოუტანია, არც წაუღია. 2014-საგან განსხვავებითი, სრულიად ცარიელი და არაფრისმთქმელი გამოდგა. ერთადერთი, რაც მისგან მემახსოვრება, სექტემბრის თვეში გადატანილი ოპერაციაა, რომლის მეშვეობითაც, ჩემს ცხვირს ფილტვებისათვის ჟანგბადის დაუბრკოლებლად მიწოდების საშუალება მიეცა.

2016 წელი კი თავიდანვე განსხვავებულად დაიწყო – საახალწლო სუფრაზე “ოლივიე” სალათი არ გვქონია! ფაქტობრივად, ტრადიციას ვუღალატეთ. ან შეიძლება გვქოდა კიდევაც, მაგრამ არ მახსოვს, რადგან ახალ წელს  მძინარე შევხვდი – ესეც მეორე საახალწლო ტრადიციის დარღვევა. და კიდევ, სამსახურში კიდევ ცოტა ხანს რომ დამჭირვებოდა ყურყუტი,  ახალი წლის სახლში შეხვედრის ტრადიციის დარღვევაც მომიწევდა.

გასულ კვირას, მაგისტრატურის ბოლო ლექცია მქონდა. რადგან ლექციების გარეშე  ჩემი ცხოვრება სამსახურში “გადაცხოვრების” და თანატოლი ადამიანების გარემოცვის გარეშე ყოფნის წინაპირობაა, სემესტრის დასაწყისშივე წინასწარ ვგლოვობდი ამ ამბავს და გამოსავლის ძებნაც დავიწყე. რამდენიმე საქმეა, რომელიც წელს უნდა მოვასწრო:

  • მესამე სემესტრის ფინალური გამოცდები
  • ინგლისურის სერტიფიკატი
  • სადიპლომოს დაცვა
  • სამაგისტრო გამოცდა (ამაზე მერე ვიტყვი)
  • ცურვის სწავლა (ამას ყოველ წელს ვამბობ)
  • ვიოლინოს გაკვეთილები

სულ ეს არის ჩემი წლევანდელი To Do სია, რომელსაც, როგორც წესი იანვრის დასაწყისში ვადგენ ხოლმე. დეკემბერში კი გადავამოწმებ, რამდენად ზედმიწევნით შევძლებ  შესრულებას.

 

Posted on 19/01/2016, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: