ჩემ შესახებ

გამარჯობა, მე მარი ვარ, ამ ბლოგის ავტორი და კანონიერი მეპატრონე. ვარ 23 წლის (ასაკის ჩასწორება ყოველ წელს მავიწყდება. ახლა შეიძლება მეტისაც ვიყო). პროფესიით ვარ ეკონომისტი, გატაცებით – იქთიოლოგი, ორნითოლოგი, მოწოდებით – უცხოპლანეტელი.

მიყვარს სიმწვანე, ცხოველები (განსაკუთრებით თევზები), მუსიკა, ყავა, ძილი, ფოტოების გადაღება, ქსოვა,  მეგობრების გამხიარულება, ფაზლების აწყობა, ხაზვა, სეირნობა და ბევრი უცნაური რამ, რაც სხვებს არ აინტერესებთ.

არ მიყვარს ხმაური, სიცივე, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ტელეფონზე ლაპარაკი, ალკოჰოლი, ეგზოტიკური კერძები, სხვისი თეფშიდან ჭამა.

ვიცი  ბევრი რამ, მაგრამ კარგად – არაფერი.

არ ვიცი  ველოსიპედფის ტარება, (არც ავტომანქანის), ციგურებით სრიალი, ცურვა, ხატვა და კიდევ ბევრი ელემენტარული რამ.

მინდა – ქვეყნად არსებობდეს რამე, რის გამოც არაფრის გაკეთება არ დამეზარება.

არ მინდა არაფრი, ზედმეტი.

ვოცნებობ არ ვიყო მშიშარა, ვიმუშავო საკუთარი პროფესიით, დამემსგავსოს საკუთარი შვილი.

მეშინია ქვეწარმავლების, წყლის (ცოფიანი ძაღლივით), სიბნელეში მარტო ყოფნის, მატარებლის ბაქანთან ახლოს მისვლის, ქირურგიული ინსტრუმენტების, გონების დაკარგვის.

მაინტერესებს გეოგრაფია, გეომეტრია,  ასტრონომია, ასტროლოგია, ბოტანიკა, იქთიოლოგია, კიბერნეტიკა, ხვალინდელი ამინდის პროგნოზი, რას ვაპირებ 2 წლის შემდეგ და როდის გამოვა “ნიკიტას” ახალი სერია.

არ მაინტერესებს სხვების პირადი ცხოვრება, პოლიტიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბავშვობის შეყვარებულის ასავალ-დასავალი,   ვინ მოჰკლა ძერა.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. თუ რამე მომაფიქრდა კიდევ დავამატებ.🙂

  1. :*:*:*:* მომეწონა შენი ბლოგიი….

    ვუიი ეხლა დავიწყე მე.. აქამდე არასოდეს მიცდია და ცოტათი ავირიესავით.. დამხედე :*:*:*

    thankss :*

    • მადლობა გენაცვალე. გნახავ აუცილებლად🙂

  2. ყოჩაღ შენ. ქართული ვორდპრესის ბლოგი და ესეთ ვიდზე დიდად არ შემხვედრია.

  3. გაგიმარჯოს!🙂

  4. ვიზუალურად მეც მომეწონა , მეილით დამიკავშირდი🙂

  5. ცუნცუუუუუულ ხო იცი შეყვარებული ვარ შენს ბლოგზე

  6. ჩემი ფავორიტი ქართულ ბლოგოსფეროში ♥ ♥ ♥

  7. momewona blogi..❤

  8. blogi dzalian momewona da dzalian gtxovt blogs vaketeb da tu shegidzliat damexmarot skype an emaili momweret.

  9. მომეწონა შენი ბლოგი ♥ალბათ ხშირად გესტუმრები ხოლმე ^^

  10. მომენატრეეეეეეე!

  11. სულ ადრე, სანამ შენს ბლოგზე მოვხვდებოდი,ვნახე დახასიათება და მგონი ასე ეწერა : გოგოს იდეალიაო. ენივეი, თუ არ ეწერა, მე ვთვლი ასე: )
    ზუსტად შენი ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად დავფიქრდი, რომ მაქსიმალურად უნდა შევძლო პოზიტივის დანახვა, და არაფერი სჯობს დადებითი განწყობა სხვასაც გადასდო: )
    და კიდევ… რაც მთავარია ზედაპირული არ ხარ, პირიქით…

    მოკლედ, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი გოგო ხარ: ))))

    • ვაიმეეეე, რატომ ხარ ასეთი საყვარელი? რომ იცოდე როგორ ვიღრიჭები შენს კომენტარებს რომ ვკითხულობ. დიდი მადლობა :*

  12. მართლაც მშვენიერი ბლოგიაა : )) დიზაინიც მომეწონა და პოსტებიც მშვენიერიაა.. მოკლედ გამარჯობა! მე შენი ახალი, ხშირი სტუმარი ვარ😀

  13. momewona sheni blogi.martalia srulad ar damitvalierebia magram rac vnaxe kargia🙂

  14. კარგი ბლოგი გაქვს🙂 პირველად ვნახე დღეს😉

  15. ძალიან კარგი ბლოგი გაქვს, კარგი პოსტები და ლამაზი დიზაინი🙂 წარმატებები

  16. ძალიან კარგი ბლოგი გაქვს,მე მომწონს🙂 აბა,შენ იცი

  17. ladokhasaia

    კარგი ბლოგია>>>>>>>;) ☺

  18. ახალი დიზაინი და ჰედერი ძალიან მომწონს❤

  19. hey❤ მომეწონა აქაურობა მე შენი ახალი მკითხველი ვარ როგორც ვატყობ ჩემ თავს <33

  20. რა სასაცილო about me არის. აბა მე მთელი მოხსენება დავწერე თავის დროზე😀

    • არც მახსოვდა, რა მეწერა.😀

      • ეგ არაფერი😀

      • შენს about-ს კი რაღაც სჭრს. რომ შევდივარ, ისევ home page ჩანს😀

      • უი. მართლა??? გავასწორებ დღეს. არადა იმხელა ვეფხიატყაოსანი მიწერია😀 მენანება მაგის წაშლა-მოშლა.

  21. ებაუთს რომ ვკითხულობდი, ასე მეგონა მე მახასიათებდი ^_^ (ბოლოსკენ კი რაღაც-რაღაცეები არ დაემთხვა, მაგრამ საერთო ჯამში ვგავართ ერთმანეთს)
    პ.ს. ლამაზი ვიზუალია ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: