Category Archives: ეს საინტერესოა

მე და წიგნები

vectorgirl213წიგნის ჭია არასოდეს ვყოფილვარ. არა, განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც ძალიან მეზარება წიგნი ხელში ავიღო და ინტერესით ვიკითხო:

1. ყურადღების გამახვილების პრობლემა მაქვს. თუ წიგნი ძალიან საინტერესოდ არ დაიწყო, საერთოდ ვერ ვუდებ გულს.

2. არ შემიძლია კითხვა, როცა ირგვლივ სიწყნარე არ არის.

3. სულ მეძინება, ამიტომ ერთ საათზე მეტს ჩემი თვალები ვერ უძლებენ და თვითნებურად იხუჭებან.

4. სხვა გასართობებს უფრო მეტი დრო მიაქვს.

გაგკვირდებათ და არასოდეს დამიმალავს და არც  არასოდეს დავიჩემებ, რომ დოსტოევსკის, ჯოისის, თომას მანის და კიდევ ზოგიერთი “სავალდებულო” მწერლის შემოქმედება სულ ზეპირად ვიცი.

ამიტომ, ბოლო 10 წლის განმალობაში, ჩემს “სამკითხველო დარბაზს” საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. ჩანთით დავატარებ ნებისმიერ წიგნს, ზოგჯერ ერთზე მეტს, ხასიათის მიხედვით. მოხერხებულად მოვკალათდები და შესაბამისი მუსიკის ფონზე ვკითხულობ. მუსიკა აუცილებელი პირობაა. კონცენტრაციაში მეხმარება, რომ ჩემი ძვირფასი ყურადღება ქუჩის ხმაურმა არ მიიპყროს.

ჰოდა, 1 თვის წინ, ჩემს საყვარელ sms.tsu.ge-ზე შეტყობინება მომივიდა, სტუდენტური კონკურსის შესახებ. წესები მარტივია. უნდა წაიკითხო წიგნი, რომელსაც დაგავალებენ და შემდეგ წერო ტესტი ამ წიგნის  შესახებ. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჰუმანიტარებს შევეჯიბრებოდი მხატვრული ლიტერატურის კითხვაში. პირველკურსელი ჰუმანიტარები VS. მაგისრანტი მაღლიველი. რაც არის – არის. სანამ საკურსოს წერას დავიწყებდე, მშვენიერი გასართობი ვიშოვე. მთლად ბოლო ადგილზეც არ გავალ. Wish me luck 😉

Advertisements

ახალი გასართობი – ქინდლი

არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ბოლო დროს საკუთარი თავის განებივრების გარდა არაფერს ვაკეთებ. ხანდახან მგონია, რომ ახალ ნივთებზე დახამებული იდიოტივით ვიქცევი, მაგრამ ეს ერთგვარი კომპენსაციაა იმ ყველაფრისთვის, რასაც აქამდე ვიყავი მიჩვეული და ახლა უარის თქმა მიწევს. დიახ,  გატეხილი ძილისა და დაწყვეტილი ნერბევისათვის სათანადო ანაზღაურებაა საჭირო. ჰოდა, მე ისეთი კეთილი ვარ, საკუთარი თავისთვის არაფერს დავინანებ 🙂

ქინდლის შესახებ პირველად 3 წლის წინ გავიგე. ინგლისურში მქონდა დავალებად რამე საინტერესო ნივთის შესახებ პრეზენტაციის გაკეთება, ჰოდა, მე და ჩემმა მეგობარმა ქინდლი შევარჩიეთ. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად ვარგისიანი პრეზენტაცია ვერ გამოგვივიდა. ნახევარმა ჯგუფმა მაინც ვერ გაიგო, რა საჭირო იყო ქინდლი, როცა ისედაც უამრავი წიგნი არსებობობს. მეც კარგა ხანს არ ვღალატობდი ნაბეჭდ ფურცლებს, მაგრამ ვატყობ, რომ თვეში 30-40 ლარი ძალიან ბევრია 2-3 კინკილა წიგნისათვის. ბოლოს და ბოლოს, ეკონომისტი ვარ თუ ვინ? ჰოდა, “მასშტაბის ეკონომია” ვარჩიე და ქინდლი გამოვიწერე!

913695_567969993248046_1546299043_oაი, ასე გამოიყურება, როგორც ყველა სტანდარტული  Paperwhite, (რომლის ფოტოც შემთხვევით ათასჯერ ავტვირთე Facebook-ზე და ფრენდების  ნახევარმა სამუდამოდ დამბლოკა) თან ეს მშვენიერი ყდაც მოვაყოლე. მწვანე მინდოდა, მაგრამ რაც ვნახე, ყველა ძალიან უხარისხო ჩანდა. უკვე იმდენად მიყვარს, დაძინებაც აღარ მინდა, რომ  კითხვას არ მოვცდე. რაც მთავარია:

  •   აღარ მომიწევს 200 კილოიანი ჩანთის თრევა;
  •   აღარ მომიწევს ყველა უაზრი კონსპექტის ამობებეჭდვა;
  •   წიგნის ფესტივალისთვის გადანახული ფულით ახალ კაბას ვიყიდი;   ინლისურს გავიხსენებ/გავიუმჯობესებ;
  •    სამსახურში, თავისუფალ დროს აღარ მომიწევს ჩანთიდან ქსეროქსების ამოლაგება და ყველას დასანახად კითხვა;
  •   მშვენიერი გასართობიცაა.

ახლა კი, საქმეში ჩახედულებმა შეგიძლიათ რჩევები მომცეთ, საიდან გადმოვწერო ელექტრონული ბიბლიოთეკა უფასოდ. 🙂

ახალი გასართობი – Puzzle

ვერ ვიტან ჩემს თავს, როცა არაფერი  მაქვს ამოჩემებული. ჰაერივით მჭირდება, რომ თავში რამე ახირება მიფუთფუთებდეს და ტვინს მიჭამდეს. ეს ერთადერთია, რაც ყოველდღიურ რუტინას  მაშირებს და ცოტა ხნით რეალობისათვის თვალის არიდების საშუალებას მაძლევს. მოკლედ, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს ერთმანეთისაგან განსხვავებული ორი ჰობი მაინც არ გააჩნია, ურჩევნია წავიდეს და თავი მოიკლას!

ახლა კი პირდაპირ სათქმელზე გადავალ.

როგორც წინა პოსტში ვთქვი, ბოლო დროს, ფაზლის აწყბას მივყავი ხელი. იდეას ჩემს ახალ ლექტორს, ქალბატონ თეას უნდა ვუმადლოდე. თვრამეტიოდე დღეში კი  დეგას ბალერინა სრულიად  დამოუკიდებლად ავაწყვე. თუ ვინმე ჩემსავით ზარმაცი ხართ და თავისუფალ დროს სახლიდან ფეხის გადგმა გეზარებათ, გირჩევთ მომბაძოთ.

563604_557999010911811_1403339249_n

ესეც შედეგი. რომ მოვიცლი, ჩარჩოს ვუყიდი და კედელზე დავკიდებ. მანამდე კი amazon.com-ზე შერჩეულ თომას კინკეიდის “Gone with the Wind”-ს გამოვიწერ 🙂

 

51mYimpbHuL._SX342_

 

ახალი პოსტი!

საპირველაპრილო ხუმრობა არ გეგონოთ. ეს მართლა მე ვარ და პოსტს ვწერ. 🙂

“მერი პოპინსი” დავამთავრე. პირველი შემთხვევაა, როცა ვფიქრობ, რომ ფილმი წიგნს სჯობს! ეს ისე, გაფრთხილებასავით. თუ მაინცდამაინც 10 წლის არ ხართ, წაკითხვას არ გირჩევთ. არადა, საბავშვო წიგნების სექციიდან ცოცხალი თავით ვერავინ გამომათრევს. ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველმა მირჩია, 3D ზღაპრებიც გვაქვს პატარებისთვისო. რა ვიცი რა ეგონა. არადა,  არანაირად არ ვარ მზად, საინტერესო წიგნი ვიყიდო და სხვას ვაჩუქო 😀 ჩემს “მერი პოპინსსაც” საგულდაგულოდ შევინახავ თაროზე, სადაც წაკითხულ წიგნებს ვდებ. წაუკითხავები ჯერ უჯრაში  მილაგია. კარგს ვიზამ, თუ დროდადრო ნაფტალინს ჩავუყრი. რა ვიცი კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ იქ ყოფნა, ჭია არ დაესიოს.

541242_553713971340315_241833970_nსამაგიეროდ, ხელფასის დღეს “ლატერნაში” გამოვიარე და ფაზლი წამოვიღე. ცოტა ხნის წინ, მაკროეკონომიკული პოლიტიკის ლექტორს დავუნახე, კათედრაზე იჯდა და ფაზლს აწყობდა, ჰოდა მაშინვე ქარვასლაში გავვარდი და დეგას ბალერინა შევარჩიე. გამყიდველმა კი გამაფრთხილა, ძალიან რთულიაო, მაგრამ ვერც წარმომეგდინა ამდენი თუ იქნებოდა 1000 ნაწილი 😀 მოკლედ, ის დღე იყო და უკვე ერთი კვირაა ხერხემლის ტკივილს ვერ ვიშორებ. რა შედარებაა, წელისა და კისრის მოძრაობა უკვე შემიძლია, მაგრამ შალმოხვეული სიარული უკვე მომბეზრდა. იმედია, მშენებლობას მალე დავამთავრებ და შვებით ამოვისუნთქებ.

კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა.. მალე სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია იწყება. სიტუაცია ასეთია: ვრეგისტრირდები ელექტრონულად და მშვიდად ვაგრძელებ ბაკალავრიატში სწავლას, სანამ ფინალური და სამაგისტრო გამოცდები ერთად არ დამატყდება თავს. ანუ, ჯერ არ იცი ბაკალავრი ხარ თუ არა და უკვე მაგისტრატურაში აბარებ… როგორ ყოველთვის, სტატუს ქვოს დათმობა მიჭირს. ამ მაღლივში ისე მაქვს ფესვები გადგმული, არ ვიცი რა ამომძირკვავს იქიდან.. არადა, ამ სემესტრში კი საკუთარი ნებით ამოვეძირკვე და “დაბლივში” გადავბარგდი. გეოგრაფიის საგნები ავირჩიე და ვარ ბედნიერად.

აი, ხომ მეტყობა, რომ აღარ ვიცი რაზე ვწერო? არადა, როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი… ჰოდა, თქვენც მიყვარხართ, ვინც ჯერ კიდევ სტუმრობთ აქაურობას ❤

ლუდი და მომღერალი ბლოგერები

რა შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა სრულიად უღიმღამო, დამღლელი და რუტინული დღის შემდეგ? რა თქმა უნდა, მე მაშინვე სახლში წასვლას და 1-2 საათით გამოძინებას ვარჩევ ხოლმე, თუმცა სისულელეა ასე მოქცევა, როცა ზაფხული მოდის, გარეთ მშვენიერი ამინდია და შეგიძლია მეგობრებთან ერთად, ლუდის დასალევად და გასართობად წახვიდე სადმე.

აი, ასე მხიარული გამოდგა ჩემი ორშაბათი საღამო, როცა Studio 5 – ში, Efes-ის კარაოკე ფართიზე ამოვყავი თავი. დიდი ხანია ბლოგერებთან ერთად არსად ვყოფილვარ, ამიტომ განსაკუთრებით გამიხარდა, რომ საკმაოდ ბევრმა მოვიყარეთ თავი.

Read the rest of this entry

ბლოგერი, როგორც ინტრიგანი

დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ამბობენ. როცა არაფერს ამბობ, არც შეკითხვას სვამ, ავტომატურად ითვლება, რომ საკითხის მიმართ არანაირი ინტერესი არ გაგაჩნია.  თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ პოსტით არაფრის გაპროტესტებაზე არ ვაპირებ ლაპარაკს.

მეხუთე კლასში ვიყავი, როცა, ერთ მშვენიერ დღეს მთელი კლასი მოგვხსნეს გაკვეთილებიდან და სკოლის სააქტო დარბაზში შეგვიყვანესს. გვითხრეს, რომ რაღაც ფილმი უნდა ეჩვენებინათ. რა თქმა უნდა, გაკვეთილების გაცდენის “ხათრით” ყველაფერზე თანახმა ვუყავით, თუმცა ამ ფილმა ნამდვიალდ დიდი დაინტერესება გამოიწვია 10 წლის ბავშვებშიც კი. მას შემდეგ გარემოს დაცვის კუთხით რამდენიმე ღონისძიებაში მივირეთ მონაწილეობა. ხშირად გვიტარებდნენ გაკვეთილებს, რომლებიც შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქუჩაში ნაგვის არდაყრის საკითხით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ მიერ, 10 წლის წინ მიღებული ინფორმაციის ნახევარი რომ თუნდაც ყოველ მეორე მოქალაქეს გააჩნდეს, საქართველოში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის პრობლემა  არანაირად არ იარსებებდა. Read the rest of this entry

ეძიებდე და ჰპოვებდე (როცა სხვა გზა არ გაქვს)

ესეც საძიებო სიტყვების მორიგი სერია. როცა ბლოგზე პოსტია დასადები და თავში არანაირი იდეა არ მოგეპოვება, რას იშოვი უკეთეს გამოსავალს? არადა, ზოგჯერ ცუდ საქციელად მეჩვენება გუგლის მომხმარებელთა გულუბრყვილო სისულელეების სახალხოდ გამოჭენება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. 😀 Read the rest of this entry

My New Love ♥

გამოცდები დასრულდა, მარი თავისუფალია!

როგორც იქნა, ამოვთქვი. 3 კვირის განმავლობაში, კბილების კრაჭუნით ველოდი იმ მომენტს, როცა ყველა გამოცდას მოვიშორებდი დამშვიდებული სინდისით შევძლებდი გარეთ გასვლას, კომპთან ჯდომას ან პოსტის წერას. პოსტი დიდი ვერაფერი. ბოლო დროს, მხოლოდ იმ პრინციპით ვწერ, რომ “მეც აქა ვარ” და არ მოვმკვდარვარ.

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ პოსტსაგამოცდო რეაბილიტაციას გავდივარ და აწი შემიძია მშვიდად ვიძინო, რამდენიც მინდა. სხვათა შორის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნებაყოფლობითი ინსომნია დავიმართე და მივხვდი, რომ ძილის გარეშე არც ისე მიჭირს ცხოვრება, როგორც აქამდე წარმომედგინა. დიდი ამბავი, თუ კითხვის დროს, ფურცლებზე ფერადი ლაქები მელანდება, ან  საჭმლის გემოს ვერ ვგრძნობ. ახლა, ერთი სული მაქვს, მეგობრები მოვინახულო (ვისაც სცალია (!) ), ამასობაში კი სერიალების ყურებითა და მუსიკის მოსმენით ვირთობ თავს. ჰო, სერიალები ვთქვი, არ მოგჩვენებიათ. უკვე მეშვიდე წელია “კლონს” ვუყურებ და ვფიქრობ, მართლა ღირს დაგროვილი სერიების Myvideo-ზე ძებნა და უკვე მეოთხედ ყურება. მართალია, ეს რიმეიქი ორიგინალს ვერ შეედრება, მაგრამ მონატრების გასაქარწყლებლად მაინც გამომადგება.

ჰმ… ვატყობ, ამ დამაინტრიგებელი სათაურის თემიდან გადავუხვიე და ჯობია აღარ გაწვალოთ. ჰოდა, ბოლოდროინდელი მოწყენილობისა და გაუთავებელი კვლევა-ძიების შემდეგ, როგორც იქნა ახალი სიყვარული მეწვია :] რას ვგულისხმობ? Read the rest of this entry

Search Engine Terms 6

დიდი ხანია, საძიებო სიტყვები აღარ ამომიქექავს ბლოგის სტატისტიკებიდან. ჰოდა, რადგან დასაწერიც არაფერი ამქვს, ისეც ამით გავალ იოლად. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ 😀 😀 Read the rest of this entry

ხეზე ამოჩორკნილი ამბავი

რა დამთხვევაა და იმ დღესაც 15 აპრილი იყო. თან თბილოდა, თანაც ცაზე ავდრის ღრუბლები დასუნსულებდნენ. თითქოს სადაცაა იფეთქებდა ჭექა-ქუხილი და განრისხებული ცა მიწაზე შხამიან დორბლებს გადმოაფრქვევდა.

სკოლის ეზოში ცხვრის ფარასავით გაშლილიყვნენ  ბავშვები. მუქი ფერის პულოვერებიდან ყველას თეთრი ფერის საყელო მოუჩანდა. წუთი-წუთზე ზარის დარეკვას ელოდნენ. ამასობაში ზოგი “ორდროშობანას” თამაშს ასწრებდა, ზოგი “გაშეშობანას”, ზოგიც უბრალოდ გაკვეთილს იმეორებდა.

ერთი მეშვიდეკალსელი ბიჭი კი თავისთვის იჯდა, ხის ძირას, ეგზომ ცუღლუტური გამომეტყველებით და დანით ხეზე რაღაცას ჩორკნიდა. ბოლოს შორიდან გახედა თავის “ნაშრომს”, მოეწონა და გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინა “დანაშაულის” ადგილი, სანამ ვინმე ფაქტზე წაასწრებდა და დასცინებდა. რაც მთავარი იყო, თავისი სიყვარულის ამბავი ხეზე ამოტვიფრით უკვდავჰყო და აწი მზად იყო მშვიდად დასწრებოდა ექვსივე გაკვეთილს, თუმცა…

“მანდ რას აკეთებ, მავნებელო?” – მოულოდნელად ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა და ისიც გამოჩნდა, თავისი ირონიულად მოღრეცილი ღიმილით. ეს კი სრულიად საკმარისი იყო მიწის გასკდომისა და თან ჩატანის იმიტაციის შესაქმნელად.

ოღონდ არ დაენახა… ოღონდ არ წაეკითხა… მაგრამ რას გამოაპარებდი უშველებელ, ავად მოციმციმე თვალებს? მორჩა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა… ისევ არ გაუმართლა…

“იცოდე, მასწავლებელს ვეტყვი დანა რომ გაქვს.” – მეტი არაფერი უთქვამს, გაიღიმა და წავიდა.

ვის ადარდებდა დანა და მასწავლებელი? მეშვიდეკლასელი “რომეო” აღაჟღაჟებული ლოყებით, დარცხვენილი იდგა და ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან. უკვე მიჩვეული იყო ასეთ დღეში ყოფნას და ისევ ერთი კითხვა აწუხებდა – რატომ იყო ის ასეთი ბოროტი?

ახალი ცოცხი

ბოლო დროს ანდაზებზე ხშირად მეხსნება პოსტის დაწერის მუზა. ახლა “ახალი ცოცხი” დავიჩემე. არ დამიწყოთ ახლა ამისი რეალური მორალის ახსნა (ისედაც ვიცი).

ახალი წლის წინა დღეებში დედაჩემს ყოველთვის ახალი ცოცხი მოაქვს სახლში. ძველი, რომელმაც მთელი წელი ნაგვის ხვეტვაში გაატარა, ახლა თვითონ ხდება ნაგავი. საწყალი ძველი ცოცხი. ერთ დროს ხომ ისიც ახალი იყო და კარგად გვიდა. თავიდანვე იცოდა, რომ ოდესმე თავისი წინამრბედის ბედს გაიზიარებდა. სულ მეცოდებოდა ძველი ცოხი, დედა გადასაგდებად რომ გაამაზებდა ხოლმე… მაგრამ რას იზამ, ახალი ცოცხი უკეთ გვის და თვალსაც უხარია მისი დანახვა. თუმცა ერთი გამონაკლისი ცოცხიც მახსოვს, რომელიც ახალ  წლამდე 1 თვით ადრე, შემთხვევით გადატყდა და სინანულით მოგვიწია სახლიდან მისი გასტუმება.

მორალი: როცა ახალი ცოცხის გამოჩენას იგრძნობ, ჯობია მიხვდე და შენით გახვიდე, სანამ ძველი ცოცხის სტატუსით მოგისვრიან.

ანტიმწეველური ბუზღუნი

ვზივარ და ახალი პოსტის ფანჯარას შევცქერი. ქვედა ტუჩის ნახევარი კბილებით მიკავია, მეორე ნახევრით – გვერდულად ვიღიმი. როგორც წესი, ასეთ დროს რაღაც “ისეთის” დაწერას ვცდილობ, ზოგჯერ რომ ვიცი ხოლმე. რაღაც მაწუხებს. ჩემი თმა, რომელსაც დილით ჯერ კიდევ შამპუნის სუნი ასდიოდა, ახლა საშინელი გამონაბოლქვით ყარს. გაუხეშებულია და გამჭვარტლილი. თუმცა რა ეგოისტი ვარ, დიდი ამბავი ჩემი თმა, ვითომ ვერ დავიბან თუ რა? ხალხს მასეთი სუნი ფულტვებში ასდით და დღითიდღე ეწამლებათ მთელი სასუნთქი სისტემა.მე კი ჩემს თმაზე ვწუწუნებ, მაგრამ ადამიანები ხომ ეგოისტები ვართ? ასე რომ სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირიო, ბატონო! 🙂 მე მხოლოდ ჩემი თავი და სიგარეტის ნამწვავებით დაბინძურებული გარემო მადარდებს.

ჯერ ქუჩაში დააგდებ, თვიდან გერიდება, არავინ დაგინახოს. მერე ანთებულს პირდაპირ ჩაუძახებ სანაგვეში, მერე აივნიდან მოისვრი და ბოლოს ჩუმად, ისე რომ მეზობლებმა არ დაგინახონ, მთელს საფერფლესაც გარეთ გადაფერთხავ, აბა სანაგვეში თუ ჩაყარე, სახლში ხომ დამწვარი ფერფლის სუნი დადგება? ჰაერის დაბინძურებაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ. ვიცი, დანჯღრეულ მოსკვიჩებსა და ჟიგულებს მაინც ვერ შეედრებით ბოლვაში.

არა, ეს პოსტი ისეთი არ გამომოვიდა, როგორიც მინდოდა. დიდად ნუ გეწყინებათ. უბრალოდ ჩემს თმაზე და დაბინძურებულ გარემოზე ვღელავ, თორემ აბა რაში მაინტერესებს თქვენი ფილტვები 🙂

ქალიშვილი კომპანიები (ანუ ხუმრობა უცხო ენის არცოდნასთან დაკავშირებით)

როცა ამინდის პროგნოზიც კი უსინდისოდ გატყუებს… მაინც და მაინც ახლა გელევა ტუშიანი კალამი (სხვანაირით ვერ წერ)… ორსაათიანი ლექციის ბოლო 20 წუთი 2 საუკუნეს ემსგავსება… წრიალით უკვე დაანჯღრიე სკამი და ახლა ცდილობ მერხს მოუღო ბოლო. აღარც ცდილობ როგორმე ინტერესიანი სახე მიიღო, რათა ლექტორმა არ შეგნიშნოს უყურადღებობა.
ვინმე ნაცნობი მაინც მეჯდეს გვერდით, ეს ვიღაც ნიჭიერა მგონი ხვალამდე ასე აპირებს ჯდომას. ნეტავ მართლა უსმენს თუ აფერისტობს? ცოტაც და გარეთ გავალ, დერეფანს 1 წამში გავირბენ, მერე კიბეს მივვარდები და სირბილით ჩავუყვები, კედელ-კედელ (საშიშია იქ მოაჯირთან ახლოს მისვლა). ამ ოცნებებში გართული,  კონსპექტის ფურცვლას ვიწყებ  და ერთ წამში მთელი ტანჯვა, წამება და მოუსვენრობა სადღაც ქრება. მე ხომ სულ მცირე მიზეზიც მყოფნის განწყობის შესაცვლელად. :mrgreen:


არ გამეცინა? ბრჭყალებში მაინც ჩაესვათ, მაგრამ მაგას ხომ  უნდა მოფიქრება?
მოკლედ, აქაც ის ხუმრობა, რომელიც ახლა გავიფიქრე. გამგებნი გაიგებენ :mrgreen:

კიდევ ერთი ექსკურსია

– მარ, ალუკარდიც მოდის, მაინც არ წამოხვალ?
– ალუკარდი თუ მოდის, მაშინ მეც მანდ ვარ.
ქეთი ერთადერთი ბლოგერია, რომელიც “გამოხატულად” მიყვარს. 😀

ჰოდა წავედი. 7-ის ნაცვლად, 9 საათზე გავიღვიძე, რადგან მაღვიძარამ მიღალატა. ერთ საათში უკვე გზაში ვიყავით.

პირველად რომ წავედი, ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში, ვფიქრობდი, რომ ასე აღარასოდეს მოვიქცეოდი. თუმცა მას შემდეგ კიდევ 3 ექსკურსიაზე ვიყავი.

გზა, წასვლის დასაწყისი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ისევ მუსიკის ფონზე და პეიზაჟების თვალიერებაში გავიარე. ისევ ჩვეულ ადგილას ვიჯექი, ჩვეულ ფლეილისტს ვუსმენდი. მხოლოდ განწყობა იყო ოდნავ უჩვეულო. ალბათ გაჭაღარავებულმა ბუნებამ იმოქმედა თავისებურად. თუმცა ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ გამოერეოდა სიმწვანეები. ასეთია შემოდგომა. ზოგისთვის ლამაზი, ჩემთვის კი სიბერისა და სევდის განსახიერება. დღეს  ასეთ რამეებზე ფიქრის დასაწყებად ზედმეტად მხიარული გარემო იყო. ნამდვილად ვინანებდი სახლში თუ დავრჩებოდი.

Read the rest of this entry

Search Engine Terms 5

მხიარული პოსტები შემომაკლდა ბოლო დროს. სამაგიეროდ, აღმოვაჩინე, რომ საინტერესო თერმები დაგროვილა ჩემი ბლოგის სტატისტიკებში.  თანაც ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არარ დამიპოსტავს.

ჭიანჭველები სიზმარში – ფული იცის :mrgreen: დაე გჯეროდეს.

როდის არის სასურველი თმის შეჭრა – უზმოზე.

კომპიუტერით ვარცხნილობა – სავარცხელი აღარ იკადროთ.

ადამიანის გარეგნობის აღწერა – უყურე შენ, მარსიდან სერჩავდნენ ამას მგონი.

თმა როგორ გავიზარდო? – წყალი დაუსხი ხოლმე.

დაბრუნდ– აქა ვარ, შემოგევლე 😀

მე რომ მილიონი მქონდეს – ამ თემას ისევ აწერინებენ სკოლაში?

რა მაკავშირებს ჩემი ქვეყნის წარსულთან – ოოხ, ეს მასწავლებლები, რა წვეტიან სათაურებს იგონებენ. დადგება ბავშვი და დასერჩავს, აბა რას იზამს?

თმის ქიმიურად გასწორება – დახვევა დაამუღამე უკვე?

ყავა მწვანე – რომ იპოვნი, მეც შემატყობინე.

მოიშორე სევდა – სევდა და ტროიანი ვირუსები ჩვენკენ არ ვიცით.

სტომატოლოგიური ბურღი – ტვინის ბურღებიღა დაგვრჩა.

შერბურული ქოლგები – ეგენი ჯობიაო ამბობენ. 😀

 

მიშველეთ ვინცხამ :mrgreen:

 

 

%d bloggers like this: