Category Archives: search terms

ეძიებდე და ჰპოვებდე (როცა სხვა გზა არ გაქვს)

ესეც საძიებო სიტყვების მორიგი სერია. როცა ბლოგზე პოსტია დასადები და თავში არანაირი იდეა არ მოგეპოვება, რას იშოვი უკეთეს გამოსავალს? არადა, ზოგჯერ ცუდ საქციელად მეჩვენება გუგლის მომხმარებელთა გულუბრყვილო სისულელეების სახალხოდ გამოჭენება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. 😀 Read the rest of this entry

Advertisements

Search Engine Terms 6

დიდი ხანია, საძიებო სიტყვები აღარ ამომიქექავს ბლოგის სტატისტიკებიდან. ჰოდა, რადგან დასაწერიც არაფერი ამქვს, ისეც ამით გავალ იოლად. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ 😀 😀 Read the rest of this entry

Search Engine Terms 5

მხიარული პოსტები შემომაკლდა ბოლო დროს. სამაგიეროდ, აღმოვაჩინე, რომ საინტერესო თერმები დაგროვილა ჩემი ბლოგის სტატისტიკებში.  თანაც ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არარ დამიპოსტავს.

ჭიანჭველები სიზმარში – ფული იცის :mrgreen: დაე გჯეროდეს.

როდის არის სასურველი თმის შეჭრა – უზმოზე.

კომპიუტერით ვარცხნილობა – სავარცხელი აღარ იკადროთ.

ადამიანის გარეგნობის აღწერა – უყურე შენ, მარსიდან სერჩავდნენ ამას მგონი.

თმა როგორ გავიზარდო? – წყალი დაუსხი ხოლმე.

დაბრუნდ– აქა ვარ, შემოგევლე 😀

მე რომ მილიონი მქონდეს – ამ თემას ისევ აწერინებენ სკოლაში?

რა მაკავშირებს ჩემი ქვეყნის წარსულთან – ოოხ, ეს მასწავლებლები, რა წვეტიან სათაურებს იგონებენ. დადგება ბავშვი და დასერჩავს, აბა რას იზამს?

თმის ქიმიურად გასწორება – დახვევა დაამუღამე უკვე?

ყავა მწვანე – რომ იპოვნი, მეც შემატყობინე.

მოიშორე სევდა – სევდა და ტროიანი ვირუსები ჩვენკენ არ ვიცით.

სტომატოლოგიური ბურღი – ტვინის ბურღებიღა დაგვრჩა.

შერბურული ქოლგები – ეგენი ჯობიაო ამბობენ. 😀

 

მიშველეთ ვინცხამ :mrgreen:

 

 

ისევ სერჩ თერმები

დიდი ხანია სერჩ თერმები არ დამიპოსტავს. ბოლო დროს უფრო იშვიათად ვაწყდები უაზრო და სასაცილო თერმებს. ალბათ ხალხმა ცოტა დაკვირვებულად სერჩვა ისწავლა 😀 რაც შევაგროვე, აქ არის.

სადაც მაღლივია ეხლა – შენც მფრინავი თეფშების ამბავზე გაქვს ეჭვი? 😀

და რომ გამიფუჭდეს საუნდტრეკი – ეჰ, რას გაიგებ თუ უცხო ენა არ იცი (c) მარიამ მწვანე

გოგოების გაცნობა – ეგენი  ადნაკლასნიკებში გენაცვალე.

შაკირა რამდენი წლის არის – რამდენიც ეტყობა. 😛

წიგნი თვალით არ მინახია – გეტყობა რომ არ გინახია

საიდუმლო გვირაბები – მოგზავნილი ხარ ვიღაცა ხარ.

მოწყენილი ბავშვების სურატები – სადისტო 😛

ჩემი სიმაღლე – ხალხი სიმაღლესაც ინტერნეტში იგებს lol

viyidi tmebs – 3 ღერი ლარად კი არადა, მისამართი შეგეშალა გენაცვალე.

მთვრალი სინონიმი – გალეწილი, გათხლეშილი, ჯანდაბა და სიკვდილი.

რას მიუთითებს ხელმოწერა – რას გაუგებ ამ ხელმოწერებს და საგზაო ნიშნებს. 😀

odnoshi naxatebi –  მანდ ხატავენ კიდევაც?

დაქალების ჩორაობა – ეგ ჩორიკნები ეგენი

ვაკის ქანდაკება – ვაკეს უკვე ქანდაკებაც დაუდგეს?  😀

ამის დამსერჩავის კი გულწრფელად მესმის

სილამაზე მე-20 საუკუნეში და კლავიატურის განათების ხერხები

ესეც სერჩ თერმების  მესამე სერია.

sevdiani suratebi – სევდიანები გვერდით ბლოგზე გენაცვალე.

სილამაზე მე-20 საუკუნეში ქალი – შენ ქართველი არის?

სულ წრეებს ვხატავ – მე მაინც კვადრატებს გირჩევდი. შენა და, გინდა ორცენტრიანი წრეწირის დახატვა გასწავლო? 😀

გაზქურები beko – ბეკოს გაზქურებს არ აქებენ რომ იცოდე.

სიგარეტის საღეჭი აბები – ოჰო, ეს რაღაც ახალი მოუგონიათ. კარიესისგანაც ხომ არ იცავს ეგ თუ იცით?

ნაადრევი თმის ცვენა – დროული როდისაა თმის ცვენა ნეტავ?

მაღლივის – … აი ეგრე! 😀

mezoblis gabrazeba – თუ ქვევით ცხოვრობს, წყალი ჩაუშვი. ისე ყველაზე ეფექტური მაინც სახლში რემონტის წამოწყებაა.

მაღლივის პროექტი – ჩორნი ხოდს ეძებ შენც? 😀

ბავშვთა ეზოს საქანელები ფოტოები – ბავშვთა ეზო მთაწმინდაზე იკითხე გენაცვალე.

კლავიატურაზე შუქის ანთება – ფანტაზიაც ამას ჰქვია. ფოსფორის კლავიშები იყიდე და დენიც დაიზოგება 😀 ესეც ძველი სერჩები 1, 2

ვინც ეძებს, ის პოულობს (ანუ Search Engine Terms)2

term-ების ახალი კოლექცია შევაგროვე 😀 აი ასეთი ფრაზებით ხვდებოდნენ გასული ორი კვირის მანძილზე ჩემს ბლოგზე.

ქურდი კოლა პროფესორის – ჰაჰა 😀 ამით როგორ მოხვდით ნეტავ. არ მახსოვს დუმბაძე მეხსენებინოს სადმე.

garou belle targmani – ჩემნაირია ვიღაცაა 🙂

კიტრი რევოლუცია – ვაიმე, მგონი ოპოზიცია რაღაცას აპირებს. კიტრების რევოლუციას ელოდეთ ხალხო.

ოდნოში ლაპარაკი –  იდეები არ გაქვთ რა ილაპარაკოთ ოდნოში და გუგლში ეძებთ? =)))) და სტატუსებს სად ეძებთ ხოლმე?

ციყვის მოვლა – ციყვის მოშინაურებაც თუ შეიძლებოდა არ ვიცოდი. ალბათ თხილი უნდა აჭამო და ხე უნდა დაუდგა რომ იძრომიალოს ზედ.

უცნაური სიატები – უცნაურ საიტს ეძებდა და აქ მოხვდა 😀 😀 კი, უცნაურია ეს საიტიც. 6-ის მერე არ პოსტავს.

minusi minda – კაი ერთი, ნატახტარის ლიმონათი არ გინდა?

ქულერი ხმაურობს – კუთხეში დააყენე.

transvormatori –  შემთხვევით კლავიატურა ხომ არ გაქვს ტრანსორმირებული?

სიმაღლეში მომატება – ეგ კუზანოვის საიტზე გენაცვალე.

გოგონა გარეუბნიდან უშნო – არ შეგვჭამეს ამ უშნო გარეუბნელებმა? =))))))

ესეც პოსტი ძველ სერჩებზე.

ვინც ეძებს, ის პოულობს (ანუ Search Engine Terms)

დღეს ძალიან საყვარელი პოსტის დაწერა მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ერთი პატარა შაშვის ბარტყის გარდაცვალებამ ჩემი ხასიათიც და გეგმებიც 180 გრადუსით შემოაბრუნა.

რაღა მექნა? ისევ  Search Engine Terms-ებს მივადექი. ყოველთვის ვათვალიერებ ხოლმე და ბევრ სასაცილო რამეს ვპოულობ. მართალია ჩემს ბლოგზე იმ სტანდარტული და Top საძიებელი ფრაზებით არ შემოდიან, რომლებსაც ბლოგერების უმრავლესობა ხშირად პოულობთ თქვენს Search Engine Terms-ებში, მაგრამ ჩემთანაც მოიპოვება რამდენიმე საინტერესო მარგალიტი. მაგალითად

ფრჩხილების კვნეტის გადაჩვევა – ამით როგორ მომაგნეს არ ვიცი, მაგრამ წიწაკა შველისო ამბობენ 🙂

ჰილარი დაფის სიმაღლე – ნახტომში თუ ისე?

თმის ვარცხნილობის კომპიუტერით შერჩევა – კომპიუტერი გმართავს მეთქი ხომ ვიძახი. ეგ უნდა გვირჩევდეს ვარცხნილობას?

ფეთის გამოცდა 2010 – რაიოო?

ვაკის პარკის ქალი – ვაკის პარკის და ცირკის ქალები სხვა ბლოგზე დასერჩეთ გენაცვალე.

კაფელი – კაფელი და მეტლახი ელიავას ბაზრობაზე იკითხეთ.

კომპიუტერი მავნეა ჯანმრთელობისთვის –  ოოო აქაც ეს ფრაზა, ვითომ დედაჩემის ნათქვამი არ მყოფნიდეს.

თმის შეჭრის ვარიანტები – საერთოდ მაკრატლით ხდება, მაგრამ მე მაინც სამართებლით მირჩევნია.

mgoni miyvars – მე კი მგონაი რომ გეჩვენება.

ქულერი არ მუშაობს – ლუმინალი მიეცი ორი აბი ვინდოუსის გადაყენებამდე და 3 აბი ვიდეო პლატის დრაივერის დაინსტალირების მერე.

pes society ფული – ფეთის ჩითები და სკაიპ ხაკები პირდაპირ და მარცხნივ იკითხეთ.

გოზინაყის დანადგარი – ყველაფრის გაიოლებას ნუ ცდილობთ რა.. კომპიუტერით გოზინაყის გაკეთებაც ხომ არ გინდათ?

ანდაზები სიზარმაცეზე – ზარმაცის ბლოგზე პოსტი არ დაიწერაო.

tsu მაღლივის ლექტორები სურათები – რომლის გინდა მითხარი და ხვალვე დავდებ.

რა მიზეზით 1936 1937 წლების რეპრესიები – თუ გაიგებ, მეც მითხარი.

ბეკოს გაზქურები – ეგენი და მშრალი ყინვის მაცივრები მეგალაინში გენაცვალე.

ფეხი ჩავარტყი – ნუ რა ექნა ამასაც, აბა ხელი დაკავებული ჰქონდა და..

%d bloggers like this: