Category Archives: მწვანე პოსტები

ბლოგერი, როგორც ინტრიგანი

დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ამბობენ. როცა არაფერს ამბობ, არც შეკითხვას სვამ, ავტომატურად ითვლება, რომ საკითხის მიმართ არანაირი ინტერესი არ გაგაჩნია.  თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ პოსტით არაფრის გაპროტესტებაზე არ ვაპირებ ლაპარაკს.

მეხუთე კლასში ვიყავი, როცა, ერთ მშვენიერ დღეს მთელი კლასი მოგვხსნეს გაკვეთილებიდან და სკოლის სააქტო დარბაზში შეგვიყვანესს. გვითხრეს, რომ რაღაც ფილმი უნდა ეჩვენებინათ. რა თქმა უნდა, გაკვეთილების გაცდენის “ხათრით” ყველაფერზე თანახმა ვუყავით, თუმცა ამ ფილმა ნამდვიალდ დიდი დაინტერესება გამოიწვია 10 წლის ბავშვებშიც კი. მას შემდეგ გარემოს დაცვის კუთხით რამდენიმე ღონისძიებაში მივირეთ მონაწილეობა. ხშირად გვიტარებდნენ გაკვეთილებს, რომლებიც შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქუჩაში ნაგვის არდაყრის საკითხით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ მიერ, 10 წლის წინ მიღებული ინფორმაციის ნახევარი რომ თუნდაც ყოველ მეორე მოქალაქეს გააჩნდეს, საქართველოში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის პრობლემა  არანაირად არ იარსებებდა. Read the rest of this entry

Advertisements

Still Green!

არ ვიცი ამას უკვე მერამდენედ ვამბობ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბუნებამ შეცდომა დაუშვა, როცა ადამიანად გამაჩინა. არადა, ჩემგან მშვენიერი მწვანე მცენარე დადგებოდა. საკვირველია, რომ ყოველ სეზონზე ზუსტად იმავეს განვიცდი, რასაც ჩემი სახლის წინ მდგარი ალვის ხეები. ჯერ იყო და ფოთოლცვენის პერიოდმა კინაღამ გამამელოტა. ახლა კი, როცა სადაცაა კვირტებიდან მწვანე ფოთლები გამოიჩეკებიან, ვატყობ, რომ ჩემი თავი მიბრუნდება. ეს ყველაზე მაგარია, რაც შეიძლება მე დამემართოს. როგორც იქნა, ყველაფერი ვიცანი გარშემო, თითქოს კომიდან გამოვედი და მეხსიერება დამიბრუნდა. არადა 2 თვის წინ საყვარელ მუსიკასაც კი მექანიკურად ვუსმენდი. საშინელებაა, როცა ყველაფერი გახუნებულია და არაფერს ასდის თავისი სუნი.

მოკლედ, მე ისევ აქ ვარ და ძალიან ძალიან მიყვარხართ 😀  ❤ ❤

ბლოგერობის 2 წელი

აჰა, ისევ მავიწყდებოდა… იმდენად არ მეხერხება დაბადების დღეების მილოცვა, რომ საკუთარი ბლოგის 2 წლის იუბილეც კინაღამ აღუნიშნავი დამრჩა.

რა მაგარია, მე 20 წლის ვარ, ჩემი ბლოგი – 2-ის. მე კირჩხიბი ვარ, ეს – მორიელი. ვგავართ ხომ რაღაცით? 😀

დიახ, 25 ოქტომბერი ის დღეა, როცა გადავწყვიტე, ჩემი ინტერნეტ-ცხოვრებისათვის კიდევ ერთი ფუნქცია – პოსტების წერა შემემატებინა. აგერ, უკვე 2 წელია ვბლოგერობ და საბოლოო ჯამში, 330 პოსტი და 115 დრაფტი ეკუთვნის ჩემს კალამს კი არა და, კლავიატურას 🙂

ამასობაში, ბლოგერულ ცხოვრებასაც მივეჩვიე, ვკითხულობ უამრავ პოსტს, დროდადრო RSS feed-ებს ვანახლებ რიდერში და ვცდილობ არაფერი გამოეპარის ჩემს თვალთახევას (სხვა საკითხია, რამდენად გამომდის). მართალია, ბოლო დროს მომრავლებულ ბლოგების ერთმანეთისაგან გარჩევა მიჭირს, მაგრამ თითქმის უკვე ყველგან მოვასწარი საკუთარი IP-ის დაფიქსირება და ვფიქრობ, რამდენიმე მათგანი ჩემი ამოჩემებული ბლოგების სიაშიც შევა, რომლებსაც ყოველთვის ბეჯითად ვადევნებ თვალ. ისე, ვრცელი პოსტების კითხვას ძალიან მოვუკელი. მაინტერეებს ხოლმე, მაგრამ არც ნერვები მყოფნის მათს ბოლომდე წასაკითხად და არც თვალები მემოჩილება, ამიტომ ერთი კარგი მეთოდი შევიმუშავე: პოსტს სწრაფად ჩამოვსკროლავ ხოლმე და თითოეული ხაზიდან ერთი თვალის შევლებით ვცდილობ აზრის გამოტანას. თუ რამე საინტერესო შემხვდა, ვჩერდები და ყურადღებით ვკითხულობ.

აი, სულ ესაა ჩემი ბლოგერული ცხოვრება, ამ ეტაპზე. ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება წერა და ჩემი ბლოგიც მუდამ იმწვანებს 🙂

ხეზე ამოჩორკნილი ამბავი

რა დამთხვევაა და იმ დღესაც 15 აპრილი იყო. თან თბილოდა, თანაც ცაზე ავდრის ღრუბლები დასუნსულებდნენ. თითქოს სადაცაა იფეთქებდა ჭექა-ქუხილი და განრისხებული ცა მიწაზე შხამიან დორბლებს გადმოაფრქვევდა.

სკოლის ეზოში ცხვრის ფარასავით გაშლილიყვნენ  ბავშვები. მუქი ფერის პულოვერებიდან ყველას თეთრი ფერის საყელო მოუჩანდა. წუთი-წუთზე ზარის დარეკვას ელოდნენ. ამასობაში ზოგი “ორდროშობანას” თამაშს ასწრებდა, ზოგი “გაშეშობანას”, ზოგიც უბრალოდ გაკვეთილს იმეორებდა.

ერთი მეშვიდეკალსელი ბიჭი კი თავისთვის იჯდა, ხის ძირას, ეგზომ ცუღლუტური გამომეტყველებით და დანით ხეზე რაღაცას ჩორკნიდა. ბოლოს შორიდან გახედა თავის “ნაშრომს”, მოეწონა და გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინა “დანაშაულის” ადგილი, სანამ ვინმე ფაქტზე წაასწრებდა და დასცინებდა. რაც მთავარი იყო, თავისი სიყვარულის ამბავი ხეზე ამოტვიფრით უკვდავჰყო და აწი მზად იყო მშვიდად დასწრებოდა ექვსივე გაკვეთილს, თუმცა…

“მანდ რას აკეთებ, მავნებელო?” – მოულოდნელად ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა და ისიც გამოჩნდა, თავისი ირონიულად მოღრეცილი ღიმილით. ეს კი სრულიად საკმარისი იყო მიწის გასკდომისა და თან ჩატანის იმიტაციის შესაქმნელად.

ოღონდ არ დაენახა… ოღონდ არ წაეკითხა… მაგრამ რას გამოაპარებდი უშველებელ, ავად მოციმციმე თვალებს? მორჩა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა… ისევ არ გაუმართლა…

“იცოდე, მასწავლებელს ვეტყვი დანა რომ გაქვს.” – მეტი არაფერი უთქვამს, გაიღიმა და წავიდა.

ვის ადარდებდა დანა და მასწავლებელი? მეშვიდეკლასელი “რომეო” აღაჟღაჟებული ლოყებით, დარცხვენილი იდგა და ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან. უკვე მიჩვეული იყო ასეთ დღეში ყოფნას და ისევ ერთი კითხვა აწუხებდა – რატომ იყო ის ასეთი ბოროტი?

“ფოფხაძეები” და “სიკვდილი Live”

ზედმეტი შესავლების გარეშე ვაცხადებ, რომ მე მიყვარს 11 აპრილი. ასეთი მხიარული დღე ბოლოს როდის მქონდა, არც მახსოვს. ზოგჯერ დილა ისე უჟმურად იწყება, ვერც წარმოიდგენ, რომ შეიძლება რამემ განსაკუთრებულ ხასიათზე დაგაყენოს. თანაც, ბოლო დროს ყოველი ახალი დღის მეშინია, ვითომ 90 წლის ვიყო და სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობდე.

მოკლედ, დილიდანვე შევეგუე აზრს, რომ ლექციების დამთავრების შემდეგ, ჩემთვის არავის ეცლებოდა და 5 საათამდე მარტოს მომიწევდა დროის გაყვანა.  მერე სალომესთან, “კავეენზე” უნდა მივსულიყავი. თავისუფალი დრო კი სად გადის ისე, როგორც ზოოპარკში? მეგობრები უკვე მეხუმრებიან, რომ იქ მალე ჩემი სახელობის გალიას გახსნიან. ნუ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ასე უფრო შინაურად ვიგრძნობდი იქ თავს 😀

მერე ვეკომ მერვე კორპუსში წამიყვანა, “კავეენზე”. დაბრაზში კულისების კიბით ავიპარეთ და ადგილები წინასწარ დავიკავეთ. მალე თავისუფალი სკამი კი არა, ფეხზე დასადგომი ადგილიც არსად დარჩა, თუმცა ნაცნობი მაინც ვერავინ ვიპოვნე. იმ დაბლივი კორპუსების ტერიტორიაზე, თავს ყოველთვის უნებართვოდ მოსუნსულე მაღლიველ მოჩვენებად ვგრძნობ. როგორც ერთ-ერთ ხუმრობაში აღნიშნეს, მაღლიველი მოჩვენებები ნამდვილები ყოფილან, ასე რომ მეც საბოლოოდ შევიშნოვე “ცოცხალი მაღლიველის” სტატუსი. “საშინაო დავალებებზე” მართლა გულით ვიცინე. მგონი, ჩემსავით არავის უხალისია. საბოლოოდ, იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც ვგულშემატკივრობდი. დიდი მადლობა სალომეს, რომ დამპატიჟა და გამამხიარულა.

ჰო, ბოლოს, სახლში მომავალს ერთი კურიოზი შემემთხვა. კორპუსს რომ მოვუახლოვდი, სადარბაზოდან გამომავალი, ჩემი მეზობელი დავლანდე, რომელსაც ზურგზე დახვეული ლეიბი ჰქონდა გადაკიდებული. მე კი მეგონა მკვდარ ადამიანს მიაბენინებდა, დასამარხად. კიდევ კარგი, დროზე მივხვდი რაც იყო, თორემ უკვე ქვეყნის შეყრას ვაპირებდი 😀

უი, ფეხბურთზე და ლეპტოპზე მოყოლა დამავიწყდა, მაგრამ ეგ არაფერი.

ესეც კიდევ ერთი მწვანე დღე ჩემი დღიურისათვის 🙂

 

Spring Green

მწვანე… ოჰ, როგორ მიყვარს ჩემი ჯადოსნური ფერი. მიხარია, რომ ისევ შემიძლია ამის აღქმა. მიხარია, რომ დავბრუნდი, რომ მწვანე ისევ ჩემთანაა.

რაც სწავლა დაიწყო, საკუთარ თავს გამომცდელი ღიმილით ვუყურებ და ვცდილობ გამოვტეხო, ეს რა თამაში წამოიწყო. განა რამე, უბრალოდ არ მინდა ტყუილად მიხაროდეს, რომ გამოვსწორდი და დავჭკვიანდი. წინა სემესტრში განცდილმა კრახმა ისეთი სილა შემომილაწუნა, ალბათ მანამდე ვიქნები შეშინებული, სანამ დაკარგულ კრედიტებს არ ავინაზღაურებ. ჰოდა რაში გამოიხატება ჩემი გამოსწორება.

  • ერთი კვირაა არაფერზე მიწუწუნია.
  • დილით ადრე ვიღვიძებ (9 საათი ჩემთვის ადრეა).
  • საჭმელს ჩემით ვიმზადებ და ყავას დღეში მხოლოდ ერთხელ ვსვამ.
  • უნივერსიტეტს არ ვაცდენ და ყველა ლექციას პატიოსნად ვესწრები.
  • კონცენტრაციის უნარი დამიბრუნდა. ყველაფერი მამახსოვრდება, რასაც ლექტორი ლაპარაკობს და წიგნში ვკითხულობ.
  • აღარ ვბოდიალობ. არ ვიცი ამინდის ბრალია თუ რა ხდება,  მაგრამ მხოლოდ ჩემი “კანონიერი” მარშუტით ვმოძრაობ.
  • ზოგჯერ ვსუნთქავ კიდევაც 😀 ჰო, ანუ ადამიანურ თვისებებს ვამჟღავნდებ, ნერვებს არავის ვუშლი, უჩინმაჩინის მოსასხამი აღარ მინდა და აღარც სადმე გავრბივარ.

მოკლედ, ასე. იმედია ჩემი დეგრადაციის პროცესი მანამდე შეჩერდება, სანამ წვიმაში ქოლგით სიარულს დავიწყებ, წვეტიან აზრებს მოვიშორებ და ფეისბუქის პროფილს დეაქტივაციას გავუკეთებ. 😀

91 დღე

გუშინ ზამთარი ოფიციალუარდ გამოგვემშვიდობა და კარი გაიჯახუნა. ისე უცებ გავარდა, ვერც კი მოვასწარი 1-2 ტკბილი სიტყვა მიმეძახებინა. სრული ბედნიერების ჩასამწარებლად ცოტა ხნით მაინც დაგვიტოვა თავისებური ცივი და ტალახიანი ამინდები, მაგრამ მთავარია წავიდა და აწი კარგა ხანს ვეღარ შემაშინებს მისი მარწუხები.

მოკლედ, დღეიდან გაზაფხულია, ე.ი. მალე ყველაფერი ისევ მწვანე იქნება. აღარ ვიწუწუნებ, რომ მცივა, რომ სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობ, რომ თავი დალტონიკი მგონია, რომ მალე ღამდება, რომ ზაფხული მენატრება… მალე ყველგან აყვავებული მცენარეების სუნი დადგება და დილით ჩიტების ჭიკჭიკი გამაღვიძნებს.. 😀 არც კი მჯერა რომ სულ 91 დღეში ჩემი ზაფხულიც დაბრუნდება და ისევ მომღიმარი სახით ვივლი.

გილოცავთ გაზაფხულს და ბევრ ბევრ სიმწვანეს გისურვებთ 😀

უცნობი მუსიკა

იცით, მე ჩემი მუსიკა მაქვს. არა, მე კი არ დამიწერია, ან განა ვინმეს უჩუქებია ჩემთვის. უბრალოდ ის ისაა, რისი გაგონებაც ყველაზე მეტად მიყვარს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გაზაფხულის ერთ მწვანე დილას, პირდაპირ ჰაერიდან გაჩენილმა ჰანგებმა გამომაფხიზლეს. გამიკვირდა. მანამდე არასოდეს გამეგო მსგავსი რამ, ჰოდა მივყევი. ყოველ მომდევნო ნოტს წინასწარ ვცნობდი, ისიც თანდათან იცვლებოდა და მეც მასთან ერთად გადავდიოდი მინორიდან მაჟორში. იმდენად შორიდან ისმოდა, მხოლოდ ახალგაღვიძებულზე, გამახვილებული სმენით თუ მოახერხებდი აღქმას.

როგორ მიხაროდა, რომ ვიპოვნე. ვცდილობდი ხშირად მომესმინა, რომ უფრო უკეთ დავკვირვებოდი. იმდენად ჩემი იყო, რომ ზოგჯერ თავი მისი ცოცხალი ანარეკლი მეგონა. არადა ის მუსიკა იყო, მე კი მხოლოდ ადამიანი ვარ. ადამიანს შეუძლია მისი მოსმენა, მუსიკა კი… ის ცივი და ხელშეუხებელია, დაუსრულებელი. სხვა ჯიშისაა და სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მისი ხმის გაგონება შეგვიძლია, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევეცდებით.

P.S: პოსტი დაუსრულებელს იმიტომ ჰგავს, რომ ბოლო ორი აბზაცი მოვაშორე 😛

P.P.S: გისურვებთ თქვენი მუსიკაც  ასეთი არ გამოდგეს 😉

ჩემი მეგობრები

მეგობრები ხომ ყველას გყავთ? მეგობრები თუ არა, მეგობარი მაინც. თუ ეგეც არ გყავთ, გულწრფელად მეცოდებით. მე ბევრი მყავს (მეგობარი). მათი სიყვარულის შესახებ არ დავიწყებ ახლა ამბების მოყოლას. მხოლოდ იმას ვაპირებ, ჩემი ორი, ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული მეგობარი გაგაცნოთ. ისინი… ოჰ, ეს ორი, ყველაზე ერთგული და გამორჩეული არსება დედამიწის ზურგზე. ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, როცა რამე მიჭირს, როცა მიხარია, როცა ვერთობი ან როცა უბრალოდ მუსიკის მოსმენა მინდა. ჩემგან არაფერს ითხოვენ. ყოველთვის იციან როგორ უნდა დამელაპარაკონ, ჩემი ხასიათის შესაბამისად. მეც მეტი რა მინდა? ჩავეხუტები ხოლმე და ვუსმენ. ისინი კი უბრალოდ მელაპარაკებიან და ყველაფერი კარგადაა. ზოგჯერ, როცა სადმე შორს მივდივარ, ისე მენატრებიან, ხანდახან წარმოვიდგენ, რომ სადღაც აქვე არიან და მათი ხმა მესმის. ისინი თითქმის იდენტურები არიან. ზოგჯერ ზუსტად ერთნაირად, ზოგჯერ კი შეთანხმებულად ლაპარაკობენ. მოკლედ, პირდაპირ გაგაცნობთ. Read the rest of this entry

მე და ჩემი უსაქმურობა

დილით ისევ მოღრეცილი კისრის ტკივილმა გამაღვიძა. სანამ თვალების გახელას და ბალიშიდან თავის აწევას ვცდილობდი, ამასობაში ჩემი უსაქმურობაც გაიზმორა და რაღაც ამოილუღლუღა. ცოტა ხანს კიდევ დაიძინე, დღეს მაინც არაფერი გაქვს საქმეო. ჰოდა მეც დავუჯერე, სანამ კისერის ტკივილმა თავისი არ გაიტანა. მგონი დროა პირქვე ძილს გადავეჩვიო, თორემ მარხნივ ვეღარასოდეს შევაბრუნებ თავს.

უსაქმურობა მშვიდი და უპრეტენზიოა, თუმცა მაინც სჭირდება გართობა. აბა ისე ხომ მოსაბეზრებელი იქნება? ჯერ მითხრა, წამო, სადმე გავისეირნოთო, მაგრამ სიცივეში გარეთ გასვლა ჩემზე მეტად მაგას ეზარება. ბოლოს ვარჯიშზე და ცხელ შხაპზე დავთანხმდი, თვითონ კი სახლის მილაგებაში მომეხმარა იმ იმედით, რომ დღეს მეტად აღარ შევაწუხებდი. Read the rest of this entry

მე (მაინც) ვხედავ მზეს (memories)

სახლში რომ ვარ, არ ვიცი ხოლმე რა დავწერო. მითუმეტეს ამინდიც არ მიწყობს ხელს მზის დანახვაში. თუმცა ფოტოარქივში ქექვისას უამრავ მზიან მოგონებას გადააწყდები, თუ მოინდომე. ჰოდა, აი ისინიც. Read the rest of this entry

უსაქმური აზრები (ანუ ნუ მომაქცევთ ყურადღებას)

რაც კურდღლის წელი მოვიდა, სულ ის ანდაზა მახსენდება, ორი კურდრლის უიღბლო მადევარის შესახებ. ისე, ბავშვობაში ბევრი ანდაზა ვიცოდი და ახლაც მახსენდება ხოლმე, სიტუაციებიდან გამომდინარე. ბოლო დროს კი რატომღაც ეს ერთი ავიკვიატე.

ნეტავ, ორის მაგივრად სამი ან მეტი კურდღელი რომ იყოს, ანდაზის აზრი მაინც იგივე იქნებოდა? რა ვიცი… ვმსჯელობ. პრინციპში, რატომაც არა? თუ ორი კურდღლის მადევარი ვერ დაიჭერს ვერც ერთს, სამი კურდღლის მადევარს ხომ უარესი მოუვა? ეს იმ თეორემას ჰგავს, “თუ a||b, c||a, მაშინ c||b”. თუმცა, რადგან ორი ლუწი რიცხვია და 3 – კენტი, ინდუქციის მეთოდით მსჯელობა არ გამოგვადგება. ცოტა შორს უნდა წავიდეთ.

 

მომცლია? – ვიცი.

ტვინს რას ვიმტვრევ? – ეგ ჩემი ჰობია.

თქვენ რას გერჩით? – არც არაფერს. უბრალოდ გირჩევთ, ზოგჯერ ანდაზებს დაუკვირდით ხოლმე. 🙂

მწვანე სინათლე

ყოველთვის ვამბობდი, რომ დეპრესიაში ჩავარდნა ლუზერი და უსაქმური ადამიანების საქმეა, რომლებიც ამ მდგომარეობაში ყოფნით ცდილობენ თავის გამართლებას.

რა ადვილია, ზოგჯერ უბრალოდ ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე და თავი “გაკოტრებულად” გამოაცხადო. რაღა მოგეთხოვება შენ, როცა  ცხოვრებამ, ისედაც ბორძიკ-ბორძიკით მოსიარულეს, ფეხი დაგიდო და მერე, წაქცეულს და შეშინებულს წიხლები მანამდე გირტყა, სანამ არ დარწმუნდა, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგებოდი. შენ კი მართლა გიჯობს არ წამოდგე, რადგან მშიშარა ხარ და აღარ გინდა მეორედ დაგემართოს იგივე. თუმცა იცი, უარესი მაინც ვეღარაფერი მოგივა. ახლა ვეღარავინ გაგამტყუნებს, რაც არ უნდა ჩაიდინო. ახლა ყველა ლმობიერი იქნება შენ მიმართ და თავზე ხელს გადაგისვამენ…

მაშინაც კი, როცა გზა აგებნევა და არ იცი საით იარო, არ დაიბნე, უბრალოდ ცას შეხედე და რომელიმე მნათობი მიგასწავლის სწორ ბილიკს.

როცა ფიქრობ, რომ უსარგებლო და ზედმეტი ტვირთი ხარ, გახსოვდეს, შეიძლება ვიღაცამ დღეს შენ გამო გაიღვიძა.

როცა მძიმე ტვირთის თრევით დაღლილს, ფეხქვეშ მიწა გამოგეცლება და ძირს დაენარცხები, ნუ შეგეშინდება, რადგან ირგვლივ ყოველთვის მოიძებნება, თუნდაც ერთი “დადებითი გამვლელი”.

თუ ოდესმე, სრულიად უცხო ქვეყანაში მოხვდი, სადაც არავის ენა არ გესმის, ნუ გაჩუმდები, რადგან ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, რომელიც შენი ლაპარაკის გაგებას შეძლებს.

თუ მაინც არაფერმა გიშველა და რაიმე შემაღლებული ადგილიდან გადაწყვიტე გადმოხტომა, დიდად ნუ იჩქარებ, მაგის გასაკეთებლად  მთელი ცხოვრება გაქვს წინ.

თუ უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობ გადატვირთული გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადახვიდე, იმედს ნუ დაკარგავ. ცოტა კიდევ დაიცადე და მალე შენთვისაც აინთება მწვანე სინათლე.

ისევ ზოოპარკში

უკვე რამდენიმე კვირაა, მთელი გულით ვცდილობ ვინმეს ვაიძულო ზოოპარკში წამომყვეს. პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა – “მარიამ, შენ იქ დაგიტოვებენ”. არა და ყველაფერს ვცდილობ, ოღონდ უნივერსიტეტში რაც შეიძლება ცოტა ხანს ვიყო. ხშირად არ ვაცდენ ლექციებს, მაგრამ დიდხანს ერთსა და იმავე საგანზე ყურადრების გამახვილება  მიჭირს.

ჰოდა დღეს, სულ რომ არ ველოდი, ნათიამ მომწერა, სადმე წავიდეთო. მეც მაშინვე ზოოპარკი გამახსენდა. ამ პოსტის შემდეგ, იქ არც ვყოფილვარ. ვიცი, თქვენც არ დადიხართ, ამიტომ მე მოგიყვებით იქაურ ამბებს. ხუთ თვეში ბევრი რამ შეცვლილა. დათვალიერება ისევ იმ გზით დავიწყეთ, სადაც თეზების აუზი მეგულებოდა. წინა პოსტის შემდეგ, მათი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. ისევ ძლივს ჩანან და სულს ღაფავენ 😦 ფარშევანგსაც ისევ ვერ ვაიძულე კუდის გაფხორვა. ამჯერად მისი გაბრაზება აღარ მიცდია. შემდეგი გალიის დანახვამ ძალიან დამამწუხრა, რადგან იქ ის მძინარა ენოტი აღარ დამხვდა. ბევრი ვეძახე, იქნებ სადმეა შემალული-მეთქი, მაგრამ არსად ჩანდა. ნათიამ აღნიშნა, რომ ზოოპარკში თავისუფალი გალიის გამოჩენის გამო,  იქ დატოვების რეალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდი.

ცარიელი გალია

Read the rest of this entry

“რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერი?”

“რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერი?” – რას იზამდით ოდესმე საკუთარი ბავშვობა რომ გამოგცხადებოდათ და ეს ეკითხა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბავშვობაში ნამდვილად მიყვარდა მსგავსი შეკითხვების დასმა, ალბათ ძალიან მეწყინებოდა თუ გავიგებდი, რომ პასუხი 19 წლის ასაკშიც არ მეცოდინებოდა.

არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ ზოგჯერ რაღაც ფილმების ზეგავლენის ქვეშ ვექცევი. ახლახანს კი ერთ, ძალიან საყვარელ ფილმს ვუყურე. თუ გაინტერესებთ, აგერ ლინკიც “The kid”.

წარმოიდგინეთ, ერთხელაც ბრუნდებით სახლში და ხედავთ სავარძელში მოკალათებულ ბავშვს, რომელიც “Ed, Edd and Eddy-ს უყურებს. მერე კი ხვდებით, რომ ეს ბავშვი თვენ ხართ, ოღონდ რამდენიმე წლის წინ. მაინტერესებს, როგორი რეაქცია გექნებოდათ? ალბათ ყველას სხვადასხვაგვარი.  მე კი ალბათ მაშინვე ვიცნობდი საკუთარ ბავშვობას და გამიხადრებოდა მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა.

გამიხარდებოდა და თან შემეშინდებოდა, იმიტომ, რომ არ ვიცი ისეთი ვარ თუ არა, როგორიც იმ ბავშვს წარმოუდგენია თავისი თავი, 19 წლის ასაკში. სულ არ მახსოვს როგორი მინდოდა ვყოფილიყავი, როცა გავიზრდებოდი, იმიტომ რომ მომავალზე ხშირად არ ვფიქრობდი. არც დიდობაზე ვოცნებობდი, ჩემი თანატოლებივით. ახლა კი შემეშინდებოდა, ვაითუ ჩემს უმცროს ორეულს ეკითხა, რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერიო? მე ვერაფერს ვუპასუხებდი და ისიც გაბრაზებული იტყოდა, “ესე იგი იმისთვის ვიზრდები, რომ გამოვიდე ადამიანი, რომელმაც არაფერი არ იცის და რომელსაც ძაღლი არ ჰყავს…” 😀 ოჰ, როგორ მინდა მახსოვდეს, რაზე ვოცნებობდი ბავშვობაში… სამწუხაროდ 8 წლის მარი ვერ გამომეცხადება, ვერ შემახსენებს და ერთს კარად ვერ შემომილაწუნებს, რადგან ეს მხოლოდ რალობაა..

%d bloggers like this: