Category Archives: Art

ახალი გასართობი – Puzzle

ვერ ვიტან ჩემს თავს, როცა არაფერი  მაქვს ამოჩემებული. ჰაერივით მჭირდება, რომ თავში რამე ახირება მიფუთფუთებდეს და ტვინს მიჭამდეს. ეს ერთადერთია, რაც ყოველდღიურ რუტინას  მაშირებს და ცოტა ხნით რეალობისათვის თვალის არიდების საშუალებას მაძლევს. მოკლედ, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს ერთმანეთისაგან განსხვავებული ორი ჰობი მაინც არ გააჩნია, ურჩევნია წავიდეს და თავი მოიკლას!

ახლა კი პირდაპირ სათქმელზე გადავალ.

როგორც წინა პოსტში ვთქვი, ბოლო დროს, ფაზლის აწყბას მივყავი ხელი. იდეას ჩემს ახალ ლექტორს, ქალბატონ თეას უნდა ვუმადლოდე. თვრამეტიოდე დღეში კი  დეგას ბალერინა სრულიად  დამოუკიდებლად ავაწყვე. თუ ვინმე ჩემსავით ზარმაცი ხართ და თავისუფალ დროს სახლიდან ფეხის გადგმა გეზარებათ, გირჩევთ მომბაძოთ.

563604_557999010911811_1403339249_n

ესეც შედეგი. რომ მოვიცლი, ჩარჩოს ვუყიდი და კედელზე დავკიდებ. მანამდე კი amazon.com-ზე შერჩეულ თომას კინკეიდის “Gone with the Wind”-ს გამოვიწერ 🙂

 

51mYimpbHuL._SX342_

 

Advertisements

ახალი პოსტი!

საპირველაპრილო ხუმრობა არ გეგონოთ. ეს მართლა მე ვარ და პოსტს ვწერ. 🙂

“მერი პოპინსი” დავამთავრე. პირველი შემთხვევაა, როცა ვფიქრობ, რომ ფილმი წიგნს სჯობს! ეს ისე, გაფრთხილებასავით. თუ მაინცდამაინც 10 წლის არ ხართ, წაკითხვას არ გირჩევთ. არადა, საბავშვო წიგნების სექციიდან ცოცხალი თავით ვერავინ გამომათრევს. ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველმა მირჩია, 3D ზღაპრებიც გვაქვს პატარებისთვისო. რა ვიცი რა ეგონა. არადა,  არანაირად არ ვარ მზად, საინტერესო წიგნი ვიყიდო და სხვას ვაჩუქო 😀 ჩემს “მერი პოპინსსაც” საგულდაგულოდ შევინახავ თაროზე, სადაც წაკითხულ წიგნებს ვდებ. წაუკითხავები ჯერ უჯრაში  მილაგია. კარგს ვიზამ, თუ დროდადრო ნაფტალინს ჩავუყრი. რა ვიცი კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ იქ ყოფნა, ჭია არ დაესიოს.

541242_553713971340315_241833970_nსამაგიეროდ, ხელფასის დღეს “ლატერნაში” გამოვიარე და ფაზლი წამოვიღე. ცოტა ხნის წინ, მაკროეკონომიკული პოლიტიკის ლექტორს დავუნახე, კათედრაზე იჯდა და ფაზლს აწყობდა, ჰოდა მაშინვე ქარვასლაში გავვარდი და დეგას ბალერინა შევარჩიე. გამყიდველმა კი გამაფრთხილა, ძალიან რთულიაო, მაგრამ ვერც წარმომეგდინა ამდენი თუ იქნებოდა 1000 ნაწილი 😀 მოკლედ, ის დღე იყო და უკვე ერთი კვირაა ხერხემლის ტკივილს ვერ ვიშორებ. რა შედარებაა, წელისა და კისრის მოძრაობა უკვე შემიძლია, მაგრამ შალმოხვეული სიარული უკვე მომბეზრდა. იმედია, მშენებლობას მალე დავამთავრებ და შვებით ამოვისუნთქებ.

კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა.. მალე სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია იწყება. სიტუაცია ასეთია: ვრეგისტრირდები ელექტრონულად და მშვიდად ვაგრძელებ ბაკალავრიატში სწავლას, სანამ ფინალური და სამაგისტრო გამოცდები ერთად არ დამატყდება თავს. ანუ, ჯერ არ იცი ბაკალავრი ხარ თუ არა და უკვე მაგისტრატურაში აბარებ… როგორ ყოველთვის, სტატუს ქვოს დათმობა მიჭირს. ამ მაღლივში ისე მაქვს ფესვები გადგმული, არ ვიცი რა ამომძირკვავს იქიდან.. არადა, ამ სემესტრში კი საკუთარი ნებით ამოვეძირკვე და “დაბლივში” გადავბარგდი. გეოგრაფიის საგნები ავირჩიე და ვარ ბედნიერად.

აი, ხომ მეტყობა, რომ აღარ ვიცი რაზე ვწერო? არადა, როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი… ჰოდა, თქვენც მიყვარხართ, ვინც ჯერ კიდევ სტუმრობთ აქაურობას ❤

Leonid Afremov

ამ მხატვრის ნახატები ალბათ ყველას გინხავთ, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ჩემს ბლოგზე იდოს.

Read the rest of this entry

გალაკტიონი-ხელნაწერები

არშან, როცა აბიტურიენტი ვიყავი, განსაკუთრებით გამიმძაფრდა პოეზიის სიყვარული. იმის გამო რომ ჩემს პატარა ბიბლიოთეკაში ქართული მხატვრული ლიტერატურა, განსაკუთრებით პოეზია ნაკლებად მოიძებნება, იძულებული ვიყავი ინტერნეტში მომეძიებია საჭირო მასალები და ისე მესწავლა. ამ ძიება-ძიებაში უამრავი ლექსი ზეპირად შემომესწავლა (ადრე ვერ ვიტანდი ლექსების სწავლას), განსაკუთრებით გალაკტიონის ლექსები. ადრე მხოლოდ 2 თუ 3 ვიცოდი. ხოდა იმდენად შემიყვარდა რომ რაც ვიპოვნე, არაფერი დავტოვე წაუკითხავი და ამოუწერელი. ახლახანს დისკზე ჩაწერილ, გალაკტიონის ხელნაწერებს წავაწყდი და ამ პოსტის იდეაც იქიდან მომივიდა.
არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა ეს ხელნაწერები, მაგრამ ახლა ვინც ნახავს, დარწმუნებული ვარ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

Read the rest of this entry

Thomas Kinkade

ეს სურათები ყოველთვის საახალწლო განწყობას მიქმნის. იმედია თქვენც მოგეწონებათ. 🙂

Read the rest of this entry

%d bloggers like this: