Category Archives: me, myself, I

me, myself, I

My favorite things

ყოველდღიურობაში ბევრი ისეთი წვრილმანია, რომელსაც არც კი უკვირდები. მაგრამ, საკამრისია ცოტა ხნით მოგაკლდეს, რომ მაშინვე მიხვდები, როგორ  გიყვარს. მეც მაქვს ასეთი წვრილმანები, რომლებიც ძალიან მიყვარს და როცა თავს ცუდად ვგრძნობ მაშინვე მათ ვიხსენებ.

ფანჯარასთან ჯდომა და ყავის სმა. ზოგს ხომ უყვარს მყუდროდ დაჯდომა და სიგარეტის მოწევა. მე არ ვეწევი, ამიტომ ფანჯარასთან ვჯდები და სიგარეტის კვამლის ნაცვლად ყავის ორთქლს შევისუნთქავ.

10391446_869465843098458_7592333376124112231_n

გამწვანებული “თოლიები” ბაზაში. უბრალოდ, sms.tsu.ge-ზე შევალ ხოლმე, ჩემ მიერ დაგროვებულ კრედიტებს შევხედავ და ვმშვიდდები. არ ვიცი, თვითშეფასებას მმატებს თუ რა ხდება, მაგრამ საათობით შემიძლია ვუდარაჯო ჩემ მიერ დაგროვებულ ქულებს. თანაც, თითოეული მათგანის მოპოვების ისტორია სულ ზეპირად მახსოვს. ვაღიარებ, იგივე მემართება ინტერნეტბანკინგის გვერზე, ახლადჩარიცხულ ხელფასს რომ ვხედავ.

10982113_945937345451307_3043961859969369182_n

თუ სადმე ქაღალდის პატარა ყვავილს იპოვნით, ე.ი. ცოტა ხსნის წინ, იქ მე ვიყავი! ყოველთვის როცა ვღელავ, ან რამეს ველოდები ან უბრალოდ, არ ვიცი რა გავაკეთო, ვიღებ ფერად ფურცლებს და ასეთ ყვავილებს ვაკეთებ. მერე ყველას ერთად ჩავაწყობ და მომწონს რომ ვუყურებ.

1010465_706505822727795_36726196_n

ძაფები. კარგ დიასახლისს რომ მაცივარში პროდუქტები აქვს მომარაგებული, იგივე მჭირს ძაფებზე. საქსოვი ძაფების ყიდვა ყველაზე მეტად მიხარია. დიახ, ყველაზე მეტად.

1474393_679822688729442_1411688274_n

ველოსიპედიანი აქსესუარები. ხატვა რომ ვიცოდე, პირველ რიგში, ველოსიპედს დავხატავდი. საოცრად პოზიტიური განწყობა მოაქვს და ყველა ნივთი მომწონს, რომელზეც ველოსიპედია გამოსახული. ამიტომ, ვცდილობ შევაგროვო.

10305411_878766878835021_6293190225272502557_n

ილუსტრაციების თვალიერება. ჩემს ბლოგს ეტყობა, ალბათ, რომ ილუსტრაციები ძალიან მიყვარს, კომპიუტერში მთელი არქივი მაქვს სავსე, წლების განმავლობაში, სხვადასხვა საიტზე ნაგროვები ილუსტრაციებით. მათს უმრავლესობას “წყლის ნიშანი” მოყვება, იმიტომ რომ გადმოწერა ფასიანია. როცა არ ვიცი, რით გავერთო ან ბლოგზე რა დავწერო, ინსპირაციისთვის ვათვალიერებ ხოლმე. ოდესმე მეც რომ ვისწავლი ხატვას, ბლოგს მხოლოდ საკუთარი ილუსტრაციებით გავაფორმებ 🙂

AYI0402449_Veer

დანარჩენი მერე 🙂

Advertisements

My Wishlist

“ძალიან ადვილია გაიგო, “რა სურთ ქალებს”. უბრალოდ, მათი ვიშლისტი უნდა დაათვალიერო amazon.com-ზე”

wishlist1თუ გინდა, ადამიანს იცნობდე, ჯერ მის სურვილებში უნდა გაერკვე კარგად. ოღონდ, ეს სურვილები ოცნებებში არ უნდა აგერიოს. მართალია კოსმოსში გაფრენაც ძალიან მრავლისმეტყველი ოცნებაა, მაგრამ მხოლოდ ზოგად წარმოდგენას თუ ჩამოგიყალიბებს ვინმეზე. უფრო კონკრეტულ სურვილებს უნდა მიაქციო ყურადღება. აი, მაგალითად, ჩემი ერთი Facebook მეგობარი, უკვვე სამი წელია, კელვინ კლაინის ფეხსაცმელების სურათებს პოსტავს თავისი ვიშლისტის ალბომში. კიდევ, დიორისა და პრადას რამდენიმე ჩანთაც აქვს ჩამონათვალში. ზოგი იყიდა კიდევაც. ზოგს ჯერ კიდევ ელოდება, როდის დააკლდება ფასი, რომ მაშინვე გამოიწეროს. ასეთები არიან მოდის მიმდევრები 😀

დღეს, მეც შევიხედე ამაზონზე, ჩემი  ვიშლისტის გადასახედად, რომელიმე ნივთი ხომ არ დასეილდა მეთქი და ცოტათი გამიკვირდა, ისეთი რამეები აღმოვაჩინე: Read the rest of this entry

2013 review

romantic81ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილები ყოველთვის მისრულდება ხოლმე. არ გჯერათ? ძალიან ადვილია. როგორც კი საათის ორივე ისარი 12-ს მიუახლოვდება, ჩემი ოთახის ფანჯარასთან დავდგები და საკუთარ სურვილებს ჩუმად ვიმეორებ. ხმამაღლა რომც დავიძახო, ფეიერვერკევის ხმის ფონზე მაინც ვერავინ გაიგონებს. თავიდან არ მჯეროდა, ახლა კი პირველად შევამჩნიე, რომ არასოდეს ჩამიფიქრებია სურვილი, რომელიც არ ამსრულებია, თუნდაც სუბიექტური გაგებით. ჰო, ასეა. სურვილები კი სრულდება, მაგრამ თავისებურად. ეტყობა, ჩემმა თოვლის ბაბუამ ქართული კარგად არ იცის, ან ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმის. წელს ორი ვარიანტი მაქვს. ან არაფერი არ უნდა ჩავიფიქრო, ან საკუთარი სურვილები იმდენად უნდა დავაკონკრეტო, რომ გაუგებრობას აღარ ჰქონდეს ადგილი.

როგორ მინდა, ამ პოსტის დასრულება არ დამეზაროს…

ფეისბუქი ჩემი მეხსიერებაა. მის გარეშე ნაბიჯსაც არ ვდგამ, ყველაფერი სათანადოდ მაქვს ჩანიშნული, ფოტოებისა და სტატუსების სახით. ახლაც შევალ და მთელი წლის ღირსშესანიშნავ ამბებს გადმოვაკოპირებ.

2013

იანვარი, როგორც ყოველთვის, გამოცდებით დაიწყო. გამოცდები და სამსახური, სწავლა და მუშაობა.. ცხოვრებაში პირველად შემეპარა ეჭვი ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში, როცა  10 ხმაურიანი ადამიანის გარემოცვაში ვერაფრის სწავლას ვერ ვახერხებდი. სიცხიანსა და ავადმყოფს რომ სამსახურში გიწევს მისვლა, მაშინ აცნობიერებ, რომ უკვე დიდი ხარ და აღარაფერი გეპატიება. მოკლედ, რაც აქამდე ხახვივით შემრჩა, წელს ყველა ვალი გავისტუმრე.

8f0f3cba33609580bdfc52d3b7c144d9შემდეგ იყო რამდენიმე ახალი გატაცება: ფაზლი, თევზები და ქინდლი. ამაზე ლაპარაკით უკვე ტვინი წავიღე. როცა გარეთ სიარულისა და მეგობრებთან ერთად გართობის დიდი მოყვარული არ ხარ, უნდა არსებობდეს რამე, რითაც თავისუფალ დროს თავს შეიქცევ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგემართება ის, რაც ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს – გამოფიტვა.

სწავლის ამბავში საკუთარ თავს მეტს ვერაფერს მოვთხოვდი. უნივერსიტეტი დავამთავრე, ნანატრი graduation party მეღირსა და ჩემი ბაკალავრის დიპლომიც პირველი კორპუსის რომელიღაც ოთახში მელოდება. სწორედ ახლა ვაპიებ მასზე “ნადირობის” დაწყებას. ხნობები მაქვს ასაღები ბიბლიოთეკიდან და საფინანსო განყოფილებიდან.  ყველაზე მეტად, სულ ბოლოს დავუახლოვდი ჯგუფელებს. როცა ვახერხებ, ვცდილობ ყველა ვნახო და მათთან ერთად სადმე წავიდე ხოლმე გასართობად. მაგისტრატურასა და კვალიფიკაციის ამაღლებას რაც შეეხება, ეგ მომავალი წლისთვის შემოვინახე. ახლა მხოლოდ პატარ-პატარა ტრენინგებს ვჯერდები და საქაღალდეში სერტიფიკატებს ვაგროვებ.

2008053118003908555 ახალი წევრი ოჯახში. 4 თევზი და ერთი თუთიყუში. მართალია, დიდი კომუნიკაბელურობით ვერ გამოირჩევიან, რადგან თევზებს წყალი აქვთ პირში ჩაგუბებული, თუთი კი ჯერ ვერ მოვიჩვიე, მაგრამ ხელის ჩაქნევას მაიც არ ვაპირებ, რამდენიც არ უნდა მკორტნოს თავისი ციცქნა ნისკარტით.

დასვენებას რაც შეეხება, სრული შოკი იყო. აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს, მე და ჩემმა მეგობარმა მარიმ ხელები ჩავკიდეთ და ოზურგეთის მატარებლით ბათუმში გავემგზავრეთ 😀 ამაზე საინტერესო მგონი ცხოვრებაში არაფერი ჩამიდენია. სრულიად უცნობ ადგილებში გზის გაგნება რომ ჩემი ჰობი იყო ვიცოდი, მაგრამ დილის 5 საათზე, ურეკიდან ბათუმში მიმავალი ტრანსპორტის ძებნას თუ რამე მაიძულებდა, აზრზე არ ვიყავი. სამაგიეროდ, მერე ჭკუა ვისწავლე და Biaff-ზე სულ მარტო წასვლაც გავბედე. ამაზ წერა მეზარება, ამიტომ წინა პოსტი ნახეთ.

სამსახურშიც არაფერია ახალი იმის გარდა, რომ თავი მომთაბარე ტომის ბელადი მგონია. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე, ფრიად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მისიით. იმედია, ამ საქმიდან რამე გამოვა და ჩემი ტანჯვა-წამება უკვალოდ არ ჩაივლის.

მგონი მორჩა. “პირადი ცხოვრების” სიახლეებზე და ა.შ. ხმის ამომღები არ ვარ, ისედაც ყოველ წელს ერთი და იგივეს თქმა მიწევს და ვისაც არ ეზარება, ყველა ტვინს მიბურღავს, ეგრე როგორ შეიძლებაო.

ესეც ასე. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ყველაზე კარგი წელი მიილია.  უკეთესი დაიწყება 4 დღეში  😉

გადაწყვეტილება N 4/09

SPI1722768_Veerბავშვობიდან “ქარის მიმართულებით სიარულს” ვარ მიჩვეული. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც “ოფიციალური მონაცემებით” მიიჩნეოდა ნორმალურად. თუ შემთხვევით სასწაული მოხდებოდა და ჩემს რეალურ სურვილებზე დავფიქრდებოდი, მინიმუმ 2 კვირიანი დეპრესია მქონდა გარანტირებული. ამიტომ, ჩემს “წვეტიან” იდეებს დაუყოვნებლივ უკუვაგდებდი და დაუწერელი კანონების ბეჯითად შესრულებას ვაგრძელებდი. ზუსტად ამ პრინციპით ჩავაბარე უნივერსიტეტში, სადაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ავირჩიე ფაკულტეტი, სადაც საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა მესაქმებოდა. იმ აზრსაც წინასწარ ვეგუებოდი, რომ შემდგომ ეტაპზე, მაგისტრის დიპლომითვის მექნებოდა მოსაგები ბრძოლა. მოკლედ, ყოველთვის ყველაფერი კარგად შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მიდიოდა.

გუშინ დიდი დღე იყო (3 სექტემბერი კარგად უნდა დავიმახსოვრო და ყოველ წელს, ჩემი “თვალის ახელის” თარიღი ღირსეულად აღვნიშნო). შუადღის პირველ საათზე, როგორც კი შესვენების დრო მოვიდა, სამსახურიდან თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და მშობლიური უნივერსიტეტის გზას დავადექი. თან ყველა საჭირო საბუთი წავიღე: ცნობა ბაკალავრის ხარისხის შესახებ, პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი 3X4 და განცხადება, სამაგისტრო გამოცდაზე დაშვების შესახებ.  როგორც ყოვეთვის, კისრისტეხით ავაწყდი მაღლივის უსასრულო კიბეს და გულამოვარდნილი მივადექი ნანატრ მეექვსე საერთულს.  მაშინვე პირველი კურსი გამახსენდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სამდივნოს წინ, 800 პინგვინის ნაცვლად ორმოცდაათიოდე კურსდამთავრებული იყო ჩამწკრივებული და გულანთებული ელოდა საკუთარ რიგს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისე გამოვიდა რომ ჩემი ცნობა, ხარისხის მინიჭების შესახებ არასწორი გამოდგა. მოკლედ, მათივე მომზადებული საბუთის სისწორეზე მომედავნენ და მირჩიეს, სამი დღე მომეცადა, სანამ შეცდომის გამოსწორებას მოახერხებდნენ. მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასაკით უფროს ადამიანთან შეკამათება გავბედე და ჩემი მაინც გავიტანე. 10 სექტემბერს, შიდა გამოცდაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მოვიპოვე,  მოტივაცია კი  – საბოლოოდ დავკარგე.

     1. მე არ ვისწავლი 60 საკითხს და არ გავალ გამოცდაზე;

     2. უარს ვიტყვი წარმატებით ჩაბარებულ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულებზე;

     3. არ გადავიხდი 2250 ლარს ზუსტად იგივე საგნების სწავლაში, რაც ბაკალავრიატში გავიარე;

     4. სამსახურის შემდეგ, ღამღამობით არ ვივლი მაღლივში.

სამაგიეროდ:

     1. უარს ვიტყვი წარმატებით ჩაბარებულ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულებზე;

     2. მივხედავ საკუთარ ჯანმრთელობას;

     3.  ვიმეცადინებ მათემატიკასა და ინგლისურში;

     4. მოვიფიქრებ, სად მინდა სწავლის გაგრძელება და შევაგროვებ ფულს;

     5. გაისად მომზადებული ტვინით და ჩავაბარებ ერთიან სამაგისტრო გამოცდას და ავიღებ გრანტს;

     6. შევეშვები ქარის მიმართულებით სიარულს და ვიმოქმედებ დამოუკიდებლად.

გადაწყვეტილება N 4/09

გადაფიქრების ვადა 5 კალენდარული დღე.

My Green Sea

ზღვა მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი. არა, ნანახი კი არა, დანახული უფრო ითქმის. ნისლსა და წვიმაში, ძლივს ვარჩევდი, რა იყო ეს ვეებერთელა მწვანე სივრცე, რომელსაც თანდათან ვუახლოვდებოდი. ჰო, მწვანე იყო. ყოველ შემთხვევაში, დეკემბრის წვიმიან საღამოს ასე ჩანდა. ან, უბრალოდ, ისე გამიხარდა მისი დანახვა, რომ მწვანედ მომეჩვენა. მოკლედ, ზღვა, რომელიც უკვე 2 წელია ჩემს მეხსიერებაში არსებობს, მწვანეა და იქამდე იქნება ასე, სანამ მეორედ არ ვნახავ და ხელახლა არ დავიმახსოვრებ.

რატომ არასოდეს დავდიოდი ხღვაზე? პასუხი იმდენად მარტივია, თვითონაც მიკვირს. უბრალოდ, ბავშობაში ყოველთვის მაღალმთიან კურორტებზე მატარებდნენ დასასვენებლად. თინეიჯერობის ასაკში კი მხოლოდ იძულების წესით თუ მომაშორებდა თბილისს ვინმე.

აი, ასე გავატარე 22 წელი ხმელეთზე. უკვე მომბეზრდა, რომ ზაფხულობით ჩემზე ფერმკრთალი ქალაქში არავინ დადის.  კარგი, ჰო.. სიფერმკრთალე სულაც არ მადარდებს. უბრალოდ, ზღვისპირა ქალაქების მიმართ მამოძრავებს დაუოკებელი ინტერესი, თანაც უკვე კარგა ხანია, სადმე დამოუკიდებლად წასვლის იდეით ვარ შეპყრობილი. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც საქართველოს რკინიგზის საიტზე შევედი და ყოველგვარი ზედმეტი ფიქრს გარეშე 2 ბილეთი ვიყიდე, ჩემთვის და ჩემი მეგობარი მარისთვის, რომელსაც შაბათს დაბადების დღე აქვს და გადავწყვიტე სიურპრიზი მომეწყო. მიმართულება – თბილისი – მახინჯაური. მოკლედ, სულ რამდენიმე დღეში ზღვას მეორედ ვნახავ. მანამდე კი რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი:

  • საცურაო კოსტიუმის ყიდვა – აქამდე არასოდეს მქონია.
  • ბინის ან სასტუმროს მოძებნა.
  • საჭირო ნივთების სიის ჩამოწერა და ბარგის ჩალაგება.
  • აკვარიუმის წყლის გამოცვლა და თევზების მოვლაში დედაჩემის “დატრენინგება”.
  • რუკაზე ბათუმის გზების საფუძვლიანად დაზეპირება და მოსანახულებელი ადგილების სიის შედგენა.
  • ხელფასის აღება 😀

სულ ესაა, რასაც ვაპირებ. არ ვიცი, რამდენად რთული ან მარტივი გამოდგება, მაგრამ თუ ჩემი იმედები  გამართლდა და  გენიალური შაბათ-კვირა მელის. ❤

vectorgirl91

My Last Semester

ყოველთვის “გაგებით ვეკიდები” ბუნების კანონზომიერებებს. დასასრული რომ ყველაფერს აქვს, ეგეც კარგად  მაქვს გააზრებული.  მთავარია, ბედნიერი დასასრული იყოს, დიდი ხნის მერე რომ გაგახსენდება და სანანებელი არაფერი გექნება. სინანული იშვიათად მაწუხებს, მაგრამ დანენებით კი მაინც ქრონიკულად  მენანება ყველაფერი. ყველაზე მეტად კი დრო მენანება. უფრო სწორად, ის დროები, რომლებიც წავიდნენ და რომლებიც ახლაც მიდიან ისე, რომ ვერაფერს ვშველი.

ჯანდაბას ჩემი თავი! ვის არ დაუმთავრებია უნივერსიტეტი?

First-And-Last-Semester

გუშინ ბოლო ლექცია მქონდა. ლექციის მერე, სამსახურში უნდა წავსულიყავი, მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც მოვახერხე დროის გაწელვა და დერეფნებში ხეტიალი დავიწყე. – მერე რა? რამდენი ჩემნაირი წასულა აქედან, ახსოვს ვინმეს? აი, ასე მივდივართ ხოლმე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება, რომ ვინმემ რამე კვალი დატოვოს. რა კვალის დატოვება მომინდა ახლა, ხომ არ გავგიჟდი? ბარემ საკუთარი ძეგლიც ხომ არ დავიდგა რომელიმე ფლიგელში? ან კედელზე ხომ არ ამომეკაწრა, “გახსოვდეთ, აქ ვიყავი მე, მარი, მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი სტუდენტი   2009-2013”. მგონი, ადამიანებს საკუთარი თავის უკვდავყოფის ინსტიქტი აქვთ განვითარებული და კარგს თუ ვერაფერს აკეთებენ, მავნებლური საქციელით მაინც ცდილობენ კვალის დატოვებას. შესაბამისად, რადგან უნივერსიტეტში სწავლის 4 წლის მანძილზე ახალი ველოსიპედი ვერ გამოვიგენე, იქნებ რაიმეს გაფუჭება მაინც მომეხერხებინა? – აი, სულ ასეთი დებილური აზრები მაწუხებს, როცა ძილი მაკლია.

ახლა კი ვზივარ და გონებაში “მოგება-ზარალის ანგარიშგებას” ვადგენ – რა დამიტოვა უნივერსიტეტში მოღვაწეობის ოთხმა წელმა? ჯერ იმ საგნების სიის ჩამოწერა დავიწყე, რომლებშიც რამე სასარგებლო და საინტერესო მისწავლია, მაგრამ ამ მეთოდით შეფასება არც ისე ეფექტიანი გამოდგა. საბოლოოდ, მარტივად ჩამოვყალიბდი.

1. უამრავი საინტერესო ადამიანი და რამდენიმე მეგობარი;

2. უამრავი მკვდარი ნერვული უჯრედი;

3. ზოგადი ცოდნა, ეკონომიკის, ბიზნესისა და ფინანსების სფეროში;

4. რამდენიმე მხიარული მოგონება;

5. რამდენიმე ძალინ საჭირო  უნარი და ჩვევა;

6. ბაკალავრის დიპლომი (ეს ოდნავ მოგვაინებით).

ესეც ჩემი სტუდენტობის ბედნიერი დასარული.

P.S. ორშაბათიდან შვებულებაში გავდივარ და სადმე ხომ არ წავსულიყავი დასასვენებლად? 😀

ახალი გასართობი – ქინდლი

არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ბოლო დროს საკუთარი თავის განებივრების გარდა არაფერს ვაკეთებ. ხანდახან მგონია, რომ ახალ ნივთებზე დახამებული იდიოტივით ვიქცევი, მაგრამ ეს ერთგვარი კომპენსაციაა იმ ყველაფრისთვის, რასაც აქამდე ვიყავი მიჩვეული და ახლა უარის თქმა მიწევს. დიახ,  გატეხილი ძილისა და დაწყვეტილი ნერბევისათვის სათანადო ანაზღაურებაა საჭირო. ჰოდა, მე ისეთი კეთილი ვარ, საკუთარი თავისთვის არაფერს დავინანებ 🙂

ქინდლის შესახებ პირველად 3 წლის წინ გავიგე. ინგლისურში მქონდა დავალებად რამე საინტერესო ნივთის შესახებ პრეზენტაციის გაკეთება, ჰოდა, მე და ჩემმა მეგობარმა ქინდლი შევარჩიეთ. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად ვარგისიანი პრეზენტაცია ვერ გამოგვივიდა. ნახევარმა ჯგუფმა მაინც ვერ გაიგო, რა საჭირო იყო ქინდლი, როცა ისედაც უამრავი წიგნი არსებობობს. მეც კარგა ხანს არ ვღალატობდი ნაბეჭდ ფურცლებს, მაგრამ ვატყობ, რომ თვეში 30-40 ლარი ძალიან ბევრია 2-3 კინკილა წიგნისათვის. ბოლოს და ბოლოს, ეკონომისტი ვარ თუ ვინ? ჰოდა, “მასშტაბის ეკონომია” ვარჩიე და ქინდლი გამოვიწერე!

913695_567969993248046_1546299043_oაი, ასე გამოიყურება, როგორც ყველა სტანდარტული  Paperwhite, (რომლის ფოტოც შემთხვევით ათასჯერ ავტვირთე Facebook-ზე და ფრენდების  ნახევარმა სამუდამოდ დამბლოკა) თან ეს მშვენიერი ყდაც მოვაყოლე. მწვანე მინდოდა, მაგრამ რაც ვნახე, ყველა ძალიან უხარისხო ჩანდა. უკვე იმდენად მიყვარს, დაძინებაც აღარ მინდა, რომ  კითხვას არ მოვცდე. რაც მთავარია:

  •   აღარ მომიწევს 200 კილოიანი ჩანთის თრევა;
  •   აღარ მომიწევს ყველა უაზრი კონსპექტის ამობებეჭდვა;
  •   წიგნის ფესტივალისთვის გადანახული ფულით ახალ კაბას ვიყიდი;   ინლისურს გავიხსენებ/გავიუმჯობესებ;
  •    სამსახურში, თავისუფალ დროს აღარ მომიწევს ჩანთიდან ქსეროქსების ამოლაგება და ყველას დასანახად კითხვა;
  •   მშვენიერი გასართობიცაა.

ახლა კი, საქმეში ჩახედულებმა შეგიძლიათ რჩევები მომცეთ, საიდან გადმოვწერო ელექტრონული ბიბლიოთეკა უფასოდ. 🙂

ახალი პოსტი!

საპირველაპრილო ხუმრობა არ გეგონოთ. ეს მართლა მე ვარ და პოსტს ვწერ. 🙂

“მერი პოპინსი” დავამთავრე. პირველი შემთხვევაა, როცა ვფიქრობ, რომ ფილმი წიგნს სჯობს! ეს ისე, გაფრთხილებასავით. თუ მაინცდამაინც 10 წლის არ ხართ, წაკითხვას არ გირჩევთ. არადა, საბავშვო წიგნების სექციიდან ცოცხალი თავით ვერავინ გამომათრევს. ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველმა მირჩია, 3D ზღაპრებიც გვაქვს პატარებისთვისო. რა ვიცი რა ეგონა. არადა,  არანაირად არ ვარ მზად, საინტერესო წიგნი ვიყიდო და სხვას ვაჩუქო 😀 ჩემს “მერი პოპინსსაც” საგულდაგულოდ შევინახავ თაროზე, სადაც წაკითხულ წიგნებს ვდებ. წაუკითხავები ჯერ უჯრაში  მილაგია. კარგს ვიზამ, თუ დროდადრო ნაფტალინს ჩავუყრი. რა ვიცი კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ იქ ყოფნა, ჭია არ დაესიოს.

541242_553713971340315_241833970_nსამაგიეროდ, ხელფასის დღეს “ლატერნაში” გამოვიარე და ფაზლი წამოვიღე. ცოტა ხნის წინ, მაკროეკონომიკული პოლიტიკის ლექტორს დავუნახე, კათედრაზე იჯდა და ფაზლს აწყობდა, ჰოდა მაშინვე ქარვასლაში გავვარდი და დეგას ბალერინა შევარჩიე. გამყიდველმა კი გამაფრთხილა, ძალიან რთულიაო, მაგრამ ვერც წარმომეგდინა ამდენი თუ იქნებოდა 1000 ნაწილი 😀 მოკლედ, ის დღე იყო და უკვე ერთი კვირაა ხერხემლის ტკივილს ვერ ვიშორებ. რა შედარებაა, წელისა და კისრის მოძრაობა უკვე შემიძლია, მაგრამ შალმოხვეული სიარული უკვე მომბეზრდა. იმედია, მშენებლობას მალე დავამთავრებ და შვებით ამოვისუნთქებ.

კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა.. მალე სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია იწყება. სიტუაცია ასეთია: ვრეგისტრირდები ელექტრონულად და მშვიდად ვაგრძელებ ბაკალავრიატში სწავლას, სანამ ფინალური და სამაგისტრო გამოცდები ერთად არ დამატყდება თავს. ანუ, ჯერ არ იცი ბაკალავრი ხარ თუ არა და უკვე მაგისტრატურაში აბარებ… როგორ ყოველთვის, სტატუს ქვოს დათმობა მიჭირს. ამ მაღლივში ისე მაქვს ფესვები გადგმული, არ ვიცი რა ამომძირკვავს იქიდან.. არადა, ამ სემესტრში კი საკუთარი ნებით ამოვეძირკვე და “დაბლივში” გადავბარგდი. გეოგრაფიის საგნები ავირჩიე და ვარ ბედნიერად.

აი, ხომ მეტყობა, რომ აღარ ვიცი რაზე ვწერო? არადა, როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი… ჰოდა, თქვენც მიყვარხართ, ვინც ჯერ კიდევ სტუმრობთ აქაურობას ❤

ჩემი პარასკევი

როგორია ჩემი პარასკევი?

პარასკევი სიჩუმის დღეა, ისევე როგორც დანარჩენი 4 სამუშაო დღე. ჩუმად ვარ, იმიტომ, რომ ისედაც ყველა ლაპარაკობს. ჩემ გარშემო, მხოლოდ საჭმელზე, ტანსაცმელზე, დიეტებზე და ბავშვებზე ლაპარაკობენ. ალბათ, როცა შენი ცხოვრების 80 პროცენტი სამსახურს უკავია, სხვა რამეებზე ფიქრის დრო აღარ გრჩება. მერე ამას ეჩვევი, რაღაც სტანდარტამდე დახვალ და შენი თვალსაწიერიდან ყველაფერი გაქრება, პირველადი დანიშნულების საგნების გარდა… ასე რომ დამემართოს, ან თავს მოვიკლავ, ან ყველაფერს მივატოვებ და სოფელში გადავსახლდები, სადაც  ყოველდღიურობა ვერ მომწვდება და თვითგანვითარებისათვის უამრავი დრო მექნება.

558097_533322720046107_918857385_n

ვერ ვიტან პარასკევობით დროის უქმად ხარჯვას, მაგალითად, სამსახურში გვიანობამდე დარჩენას. შვიდის ნახევარზე კისრისტეხვით მივრბივარ, რომ ან სადმე გავისეირნო, ან სახლში მივიდე და თავს მივხედო. თავის მიხედვაში ძილი არასოდეს იგულისხმება. პარასკევობით ყოველთვის გვიან ვიძინებ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი რამ მოვასწრო, მეგობრები ვნახო, გავერთო და ა.შ.

წავედი ახლა შესვენებაზე. ცუდი ამინდია, მაგრამ ცოტას მაინც გავისეირნებ.

აბა ჰე 🙂

სამაგიერო

როცა ძალიან, ძალიან ვიღლები, ჩეზე ბოროტი არავინ არსებობს ქვეყნად. ზუსტად ერთი კვირის წინ, სიმწრითა და გულის ხეთქვით ვკითხულობდი “მე-16 საუკუნის შერეკილი პროფესორების ეკონომიკური ხასიათის გამოხდომებს” და გულში ისეთ რამეებს ვფიქრობდი, თვით ეშმაკსაც რომ არ მოუვა აზრად. ვერ ვიტან, როცა “სად არის ჩემთვის სამაგიერო?!” ხასიათზე ვდგები. ამ დროს ჯობია არავინ დამელაპარაკოს.

დღეს დილით, სამსახურში მივედი და მაშინვე sms.tsu.ge-ს  დარეფრეშება დავიწყე. იმდენად მივეჩვიე, შაბათ-კვირასაც კი ვარეფრეშებ, არადა ვიცი, მაინც არავინ დადებს ქულას. ოდნავ მოგვიანებით კი თვალებს არ დავუჯერე, როცა ერთდროულად ამდენი “მწვანე თოლია” გამოჩნდა. ჩემი შიშიც სადღაც გაქრა და ფერზე მოვედი. ოჰ, როგორ მიყვარს ასეთ დროს ჩემი თავი… 😀 ვაღიარებ, წელს პირველად დავწერე გამოცდები სრულიად პატიოსნად. ჰოდა, სამაგიეროს საძიებლად მაშინვე ამაზონზე შევვარდი, რათა ქინდლი გამომეწერა. მერე  გამახსენდა, რომ ქინდლი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ თუ ჩამოაღწევს აქამდე, თანაც უჯრაში წიგნების მთელი მარაგი მელოდება წასაკითქი. ამიტომ გავვარდი და რაც ანგარიშზე მქონდა, მთლიანად ახალ ტელეფონს მივახარჯე.

sony-xperia-tipo

დიდი ვერაფერი, მაგრამ ზუსტად ისეთია, როგორიც მჭირდება. უკვე ჩემს ჭკუაზე მოვაწყვე, აპლიკაციები გადმოვწერე, ქართული კლავიატურა დავაინსტალირე და ვარ ბედნიერად 😀  მომავალ ხელფასამდე კი  მომიწევს ჯიბეგაფხეკილს სიარული, მაგრამ ფული ხომ არ არის ყველაფერი, არა? 😀 აწი შეიძლება აწედანაც დავპოსტო ხოლმე და ფეისბუქს ხომ საერთოდ ვეღარავინ ამაწიწკნის.

ესეც ასე. მომავალ პოსტამდე 🙂

რასა ვიქმ (01.2013)

tumblr_ma8x8iqzPm1raucnso1_500 (1)უკვე ორი კვირაა ვცდილობ ბლოგს ახალი პოსტი ვაღირსო, მაგრამ დიანასი არ იყოს და დრაფტების მეტს ვერაფერს მოვაბი თავი. ახალ წელზეც მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ასეთი რაღაც უკვე ნათქვამი მქონდა. ბოლოს კი გადავწყვიტე, თვითგვემისათვის თავი დამენებებინა და ბლოგსაც კარგა ხნით შევეშვი.

13 დღე დამრჩა მეშვიდე სემესტრის დამთავრებამდე. ეს კი იმის ნიშანია, რომ ბაკალავრის დიპლომს სულ რაღაც 5 კინკილა თვე და 35 კრედიტი მაშორებს. წუხელ, ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში მთელმა 170-ემ მოვიყარეთ თავი და ისეთი ღრიანცელი ავტეხეთ, ღამის 2 საათამდე ძლივს დავაღწიე თავი. პირველი კურსიდან მოყოლებული ყველა ამბავი გავიხსენეთ, როგორი პინგვინები ვიყავით, როგორ გვაწვალებდნენ მტარვალი ლექტორ-მასწავლებლები, როგორ ვიწერდით გამოცდებს, როგორ გამოყარეს ზოგი “ბიზნესის საფუძვლების” გამოცდიდან, როგორ დაიშალა ჩვენი ჯგუფი… მერე კი მეორე სემესტრი მახსოვს, ყველასგან მოშორებული მარტო რომ დავბოდიალობდი, მას მერე აღარსდ ვყოფილვარ მათთან ერთად, თუ  მაინცდამაინც ზოოპარკში წამოსვლაზე არ დამითანხმებდნენ… 😀 სულაც არ ვნანობ! სამაგიეროდ ახლა მაინც ყველა მიყვარს, როგორც შემიძლია და მაშინაც მეყვარება, როცა ვეღარ ვნახავ და შეიძლება ვეღარაფერიც ვერ გავიგო მათზე (ესეც არ უნდა გამოვრიცხოთ).

ახლა კი 6 გამოცდა  მაქვს ჩასაბარებელი, თვის ბოლომდე. შაბათ-კვირას, მე და ჩემი მეგობარი მარი ერთად ვმეცადინეობთ ხოლმე. მარი მიკითხავს და მე ვიმახსოვრებ. კითხვა ყველაზე მეტად მიჭირს, კონსპექტს დავინახავ თუ არა, მაშინვე ლეთარგია მეწყება. მოკლედ, ქრისტეფორე კოლუმბიდან მოყოლებული, ქანქარული  მიგრაციით დამთავრებული ყველაფერი გადავღეჭეთ :Dამ შაბათ-კვირას, იმედია, დანარჩენ საგნებსაც მოვასწრებთ.

არ ვიცი მეტი რა ვთქვა. არაფერი მაწუხებს, არაფერი მტკივა, არ მცივა, არ მწყურია, არ მაინტერესებს, არ მინდა, არ მიყვარს, არ მენატრება, არ მძულს, არ მწყინს, არ  მიხარია… ზუსტად ისე ვარ, როგორც ნაძვის წიწვი, შუა ზამთარში. გაყინული მაგრამ მაინც მწვანე.

მომავალ პოსტამდე :*

მოტივაცია – amazon.com

სამდღიანი ვიკენდის შემდეგ ისე ვარ გათავხედებული, უკვე ადრე გაღვიძებასაც ვუცხოობ. ვზივარ და “ნიუს ფიდზე” მიშტერებული ველოდები, როდის ვინამუსებ, რომ ავდგე და დასაძინებლად წავიდე. “ფრენდები” არასდროს მიგატოვებენ, ვინმე მაინც გამოჩნდება, ვინც ყველაზე დროულად დააშეარებს შესაფერის პოსტს.

 

მხოლოდ სამდღიანი უშედეგო შოპინგის მერე მახსენდება, რომ ქვეყნად ყველაზე უჯიშო გოგო ვარ. სასოწარკვეთილი შევცქერი მაღაზიის ვიტრინას და საკუთარი ანარეკლის გარდა ვერაფერს ვხედავ მასში. მერე დავდგები და ონლაინ მაღაზიებს მივაშურებ. ჰო, ეს მშვენიერი გასართობია. ჩააგდებ კალათაში რამე ძვირადღირებულ ნივთს და ელოდები, როდის დაიკლებს ფასი, რომ მაშინვე ეცე და იყიდო. ხოლო როცა ეს სანატრელი მომენტი დადგება და ფასი სასურველ ნიშნულს გაუთანაბრდება ამჩნევ, რომ ეს სისულელე უკვე კარგა ხანია “გადაგინდა” და ყიდვასაც გადაიფიქრებ. ჟმოტი ვარ? არა, უბრალოდ მგონია რომ ისედაც ბევრი რამე მაქვს საიმისოდ, რომ კიდევ რამე მჭირდებოდეს. ბოლოს, ყველაზე მეტად ქინდლი მომინდა, მაგრამ ჩემი წაუკითხავი წიგნების გროვას რომ შევხედე, ეგეც გადავიფიქრე.

ჰოდა, მიმასწავლეთ ვინმე ღვთისნიერმა, სად ჯანდაბაში წავიდე საშოპინგოდ, რომ ბოლოს მხოლოდ სარეცხის საშუალებებითა და მონიტორის საწმენდით არ მომიწიოს შინ დაბრუნება.

თბილისური ზაფხული

მხოლოდ აგვისტოს რამდენიმე დღე დამრჩა საიმისოდ, რომ ზაფხულის არსებობა ვიგრძნო. ზაფხული ნაცრისფერ წელიწადში შეპარული ერთადერთი მწვანე წერტილია, რომლის ხათრითაც მთელს დანარჩენ თვეებს ვუძლებ. ერთგვარი მოტივატორა ჩემთვის. მერე, ცოტა ხნით გაიელვებს და წავა.. კიდევ რამდენიმე თვეს  მომიწევს მორჩილად ლოდინი.

წელს თბილისიდან ფეხს არ გავადგამ. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დასასვენებლად მხოლოდ მაშინ წავალ, როცა სამსახური და საკუთარი ფული მექნება. მანამდე კი ჩემი ქალაქგარეთ დასვენება მხოლოდ ტანჯვა-წამებაა, რომელსაც დედაჩემი ჰაერის გამოცვლის აუცილებლობით ამართლებს.

როგორია ჩემი ზაფხული თბილისში? დიდი არაფერი. 2/3 ნაწილი მაინც სწავლას და გამოცდებს უკავია. მხოლოდ 1/3 მრჩება საიმისოდ, რომ თავისუფლება ვიგრძნო და სრულ უსაქმურობას მივეცე. უსაქმურობა, როგორც წესი დღეებისა დაღამეების აღრევაში გამოიხატება. ჩემთვის მაშინ თენდება, როცა მეღვიძება. დილით მუსიკის მოსმენა, ვარჯიში, ყავა, სოციალური ქსელები და თავის მიხედვა, საღამოს –  იატაკზე წამოწოლა (ასე უფრო გრილად ვგრძნობ თავს), ფილმების ყურება და ხილის ჭამა. შიგადაშიგ საინტერესო წიგნების კითხვა, ოღონდ არა გასართობად, არამედ ინტერესის გამო.

ჰო, კინაღამ ქსოვა გამომრჩა. მეგონა მალე გადავეჩვეოდი, მაგრამ არა! თავში უამრავი პროექტი მიტრიალებს, ბევრი დროც მაქვს მათ განსახორციელებლად. მაგრამ ვაი, რომ ძაფებზე დეფიციტია. მომიწევს ოქტობმრამდე ველოდო. რაც ყველაზე მთავარი სიახლეა, რამდენიმე დღის წინ, მართვის მოწმობის აღება მომინდა. თეორიაში უკვე დავიწყე მეცადინეობა. ძალიან ადვილია, მეცადინეობის გარეშეც კი საკმაოდ მაღალ ქულებს ვიღებდი. აი პრაქტიკა ჯერ კიდევ ექსტრემალურ სპორტად მეჩვენება. არც კი ვიცი, თუ გავბედავ.

აი, ასეთია ჩემი თბილისური ზაფხული. ვისთვის მოსაწყნი, მე კი იმის ცოდნაც მყოფნის, რომ თუ მოვინდმებ, შემიძლია ყირაზეც გადავიდე.

მხიარულ დასვენებას გისურვებთ 🙂

ჩემი ახალი მეგობარი

ბოლო დროს, სიახლეების გარეშე ვეღარ ვძლებ. ახალი მეგობრები, იდეები, თუნდაც ნივთები, ყველაფერი ძალიან მჭირდება. მგონი რაღაც გენერალური დასუფთავება ხდება ჩემს თავში, რომელიც სიახლეებისადმი მოთხოვნილებას მიმძაფრებს.

ერთი კვირის წინ, ახალი მეგობარი შევიძინე. ჰო, ვიცი, მეგობრობა ფასდაუდებელი რამაა, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკა დღგ-თაც კი იბეგრება. მოკლედ, როგორც იქნა, ახალი ლეპტოპი მეღირსა! როგორც წინა პოსტში ვამბობდი, ძალიან გამიჭირდა მისი შერჩევა. ბოლოს კი ჩემი კრიტერიუმები Dell Inspiron n5110-მა დააკმაყოფილა.

თავიდან ძლივს შევეგუე. ჯერ ჩემი ძველი ვინდუს ვიენას დაინსტალირება დავუპირე, მაგრამ ცივი უარი განმიცხადა. მერე დრაივერების ძებნას შევალიე 2 დღე (დიდი მადლობა ნინოს, დახმარებისათვის). ახლა კი ყველაფერი ჩემს ნებაზე მაქვს მოწყობილი. მეხსიერება სამ ნაწილად გავყავი. ერთ ნაწილზე ოპერაციული სისტემა დავაინსტალირე, მეორეზე საჭირო ფაილები მაქვს, მესამეზე კი ფოტოებსა და ჩემს “ინტელექტუალურ საკუთრებას” ვინახავ, რაც წაშლას არ ექვემდევარება.

ერთი პრობლემა ის არის, რომ კლავიატურას ვერ ვეჩვევი, მაგრამ ამ ნაკლს სხვა მრავალი უპირატესობა აბათილებს. რაც მთავარია, აღარ მომიწევს სკამზე გაშეშებული ჯდობა. დიდი ბედნიერება ყოფილა, დივანზე წამოწოლილ მდგომარეობაში ფეისბუქის სქროლვა და სიმსის თამაში (ძველ კომპიუტერზე ყველანაირი თამაში წარმოუდგენელი იყო). ჰოდა, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები და ცივ ნიავს არ ვაკარებ. სამაგიეროდ, არც თვითონ მაკლებს კომფორტსა და სითბოს (მგონი ზამთარში რადიატორადაც გამოდგება) 😀 😀 იმედია ახლა მაინც მოვუხშირებ ბლოგზე წერას, თანაც არდადაგები მოუცლელობის გამოც ვერ დავიწუწუნებ.

მოკლედ, ამიერიდან იცნობდეთ 🙂

პროტესტ!

ვერ გამიგია, საერთოდ რატომ იმახსოვრებენ ადამიანები ერთმანეთის დაბადების თარიღებს? რა არის მისალოცი იმაში, რომ რამდენიმე წლის წინ, ზუსთად ამ თვესა და რიცხვში გაჩნდი, ეს ხომ ისედაც ფაქტია?

მე არ გავიღვიძებ ჩემს დაბადების დღეზე დილაადრიან. მოლოცვებს არ ვუპასუხებ ტექსტით: “გელოდებით ამ საღამოს 6 საათისკენ…” და ბლა ბლა ბლა… და საერთოდაც, არ მჭირდება არანაირი მოლოცვა, საჩუქრები და სიმბოლური ყურადღება. ისედაც მშვენივრად მომემატება კიდევ ერთი წელი.

%d bloggers like this: