Category Archives: me

რასა ვიქმნ (ნოემბერი)

ბავშვობაში მეგონა, რომ ბევრს მხოლოდ დებილები კითხულობდნენ. ჭკვიანებს ეს არ სჭირდებოდათ, რადგან ისედაც ყველაფერს იოლად იგებდნენ და აღარ უწევდათ წიგნებში ზედმეტი კირკიტი. სულ მიკვირდა იმ კლასელების, რომლებიც გასართობად არასოდეს ჩამოდიოდნენ ეზოში, რადგან ეშინოდათ, რომ მეცადინეოაბს ვეღარ მოასწრებდნენ. თითო გაკვეთილის სასწავლად 3-4-ჯერ წაკითხვა სჭირდებოდათ. მე კი ერთი წაკითხვით, ყველაფერს ზედმეტი ბოდიალის გარეშე ვაბარებდი და შვენიერ შეფასებებსაც ვღებულობდი. ერთადერთი საგანი, რომელსაც ბევრ დროს ვუთმობდი, მათემატიკა იყო, ისიც იმიტომ, რომ თეორიული ნაწილის წაკითხვას არასოდეს ვკადრულობდი და ჩემით მიხვდრაში და ტვინის ჭყლეტაში დიდი დრო მეხარჯებოდა. “ამდენი სისულელე თუ წაიკითხა, დებილიც კი გაიგებს”  – პრინციპით განვვლე მთელი 14 წელი.

მერე დაიწყო უნივერსიტეტი. მახსოვს,  როგორ დამცხა, როცა პირველად დავინახე აგურზე უფრო სქელი “ეკონომიკის პრინციპების” სახელმძღვანელო და გავიგე, რომ სულ ორ სემესტრში უნდა მომესწრო მისი სწავლა. ასეთი იყო ყველა წიგნი, მაგრამ გამოცდების ჩასაბარებლად მალე ორი მშვენიერი მეთოდი შევიმუშავე: Read the rest of this entry

Advertisements

რასა ვიქმნ (ოქტომბერი)

უკვე შუა შემოდგომაა. ოქტომბრის ნახევარი ისე გავლიე, რომ თითქმის არც დამიწუწუნია არაფერზე. ჰო, ფოთლები ჩამოცვივდა, ცივა, ჭექა-ქუხილმაც კინაღამ გული გამიხეთქა წეღან. პარალიზებულივით ვზივარ, თბილად შეფუთნილი და ცხვირი ისე მაქვს მოყინული, თითქოს ახლახანს თოვლში ვიყავი სასეირნოდ გასული. საქმეებიც მოვილიე, “ეკონომიკური პოლიტიკის” ყველა კითხვას გავეცი პასუხი და დავიმახსოვრე, ხვალ სემინარზე მექნება დასაწერი. სახელმძღვანელო ისეთივე სასაცილოა, როგორიც შარშანდელი “საერთაშორისო ბიზნესის” კონსპექტები და შარშანწინდელი “ბიზნესის საფუძვლები” იყო. წინადადებიდან შინაარსის გამოსატანად, ჯერ იმაზე ვფიქრობ, როგორ ეწერებოდა ეს ინგლისურ ორიგინალში და სად მთავრდება მისი აზრი, რადგან სასვენი ნიშნების დასმაზე ალბათ არავის უზრუნია (მთავარი ხომ შინაარსია). ბიბლიოთეკას ისევ ძველებურად ვსტუმრობ. რამდენიმე წიგნს მოვითხოვ და 5 წუთში უკან ვაბრუნებ, რადგან მასალა ფოტოაპარატით გამომაქვს და მერე PDF-ში ვაკონვერტებ ფოტოებს. იმედია ასე მომავალ თაობებსაც გავუწევ სამსახურს, რადგან ელ-წიგნებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა გვაქვს სტუდენტებს. აი, ასე “ვპირატობ”, მაგრამ როცა წიგნის ხარისხი და ფასი არ შეესაფამება ერთმანეთს, იძულებული ხდები ეშმაკურ მეთოდებს მიმართო, რაც მაღლივში არავის უკვირს 😀 Read the rest of this entry

%d bloggers like this: