Category Archives: Movies

“perfect Sense”

მაინც როგორ მოქმედებს ადამიანზე გენეტიკა.. როგორც ნახევრად გურული რაჭველი, ზოგჯერ გაორებულად ვგრძნობ თავს. თუ ზოგჯერ სულსწრაფი და მოუთმენელი ვარ, შემიძლია ნახევარ საათში მთელი ქალაქი ფეხით შემოვიარო, 15 წუთში სამ საათიანი გამოცდა დავწერო, მთელი წლის მასალა ერთ დღეში ვიმეცადინო… სამაგიეროდ, როცა საქმე გონებას და ემოციებს ეხება, არ ვიცი რამდენი საათით ან დღით ჩამოვრჩები დროს. ყოველთვის მჭირდება გარკვეული დრო საიმისოდ, რომ რამე გამიხარდეს ან მეწყინოს, გავიაზრო რა ეწერა იმ წიგნში, 2 კვირის წინ რომ დავამთავრე ან ის ფილმი რაზე იყო, გასულ ზაფხულს რომ ვნახე.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ აგვისტოს ერთ მზიან დღეს, შემთხვევით ეს ფილმი ვნახე. ეს ის ფილმია, რომელშიც ევა გრინი და ევან მაკგრეგორი საპონს ჭამენ. ჰო, აქამდე სწორედ ასე მახსოვდა. დანარჩენი კი შეგიძიათ თავად იხილოთ.

Perfect-Sense_i02

Advertisements

მარტო სახლში

წინასაახალწლო და საგამოცდო პერიოდი მიდგას. წესით, ახლა ერთ გაწამაწიაში უნდა ვიყო, აქეთ-იქით დავრბოდე და საპრეზენტაციო თემებს ვამზადებდე. მე კი ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, შემიძლია ვთქვა, რომ სრულ განცხრომაში ვიმყოფები. მიუხედავად იმისა, რომ წესით 31 დეკემბერსაც კი ლექციებზე უნდა ვიჯდე, ჩემთვის უკვე ყველგან არდადაგების სუნი ტრიალებს. თბილად ვზივარ სახლში, უშველებელი ჭიქით ლიმონიან ყავას მივირთმევ, მუსიკას ვუსმენ, პიანინოს ვუკრავ და ახლა ახალი გასართობებიც ვიშოვნე. საახალწლო განწყობაზე ვარ და რადგან ნაძვის ხის დადგმა ჯერ ადრეა, ამიტომ ვზივარ და კრის კოლამბუსის ფილმებს ვღეჭავ. ალბათ მილიონჯერ მინახავს “მარტო სახლში” და “ჰარი პოტერის” პირველი ორი სერია. ჰოდა რადგან კოლამბუსის ფილმები ყოველთვის კარგ განწყობას მიქმნიან, მეც ვნახავ კიდევ ერთხელ, ჩემი რა მიდის? Read the rest of this entry

“რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერი?”

“რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერი?” – რას იზამდით ოდესმე საკუთარი ბავშვობა რომ გამოგცხადებოდათ და ეს ეკითხა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბავშვობაში ნამდვილად მიყვარდა მსგავსი შეკითხვების დასმა, ალბათ ძალიან მეწყინებოდა თუ გავიგებდი, რომ პასუხი 19 წლის ასაკშიც არ მეცოდინებოდა.

არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ ზოგჯერ რაღაც ფილმების ზეგავლენის ქვეშ ვექცევი. ახლახანს კი ერთ, ძალიან საყვარელ ფილმს ვუყურე. თუ გაინტერესებთ, აგერ ლინკიც “The kid”.

წარმოიდგინეთ, ერთხელაც ბრუნდებით სახლში და ხედავთ სავარძელში მოკალათებულ ბავშვს, რომელიც “Ed, Edd and Eddy-ს უყურებს. მერე კი ხვდებით, რომ ეს ბავშვი თვენ ხართ, ოღონდ რამდენიმე წლის წინ. მაინტერესებს, როგორი რეაქცია გექნებოდათ? ალბათ ყველას სხვადასხვაგვარი.  მე კი ალბათ მაშინვე ვიცნობდი საკუთარ ბავშვობას და გამიხადრებოდა მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა.

გამიხარდებოდა და თან შემეშინდებოდა, იმიტომ, რომ არ ვიცი ისეთი ვარ თუ არა, როგორიც იმ ბავშვს წარმოუდგენია თავისი თავი, 19 წლის ასაკში. სულ არ მახსოვს როგორი მინდოდა ვყოფილიყავი, როცა გავიზრდებოდი, იმიტომ რომ მომავალზე ხშირად არ ვფიქრობდი. არც დიდობაზე ვოცნებობდი, ჩემი თანატოლებივით. ახლა კი შემეშინდებოდა, ვაითუ ჩემს უმცროს ორეულს ეკითხა, რატომ არის მთვარე ზოგჯერ ნარინჯისფერიო? მე ვერაფერს ვუპასუხებდი და ისიც გაბრაზებული იტყოდა, “ესე იგი იმისთვის ვიზრდები, რომ გამოვიდე ადამიანი, რომელმაც არაფერი არ იცის და რომელსაც ძაღლი არ ჰყავს…” 😀 ოჰ, როგორ მინდა მახსოვდეს, რაზე ვოცნებობდი ბავშვობაში… სამწუხაროდ 8 წლის მარი ვერ გამომეცხადება, ვერ შემახსენებს და ერთს კარად ვერ შემომილაწუნებს, რადგან ეს მხოლოდ რალობაა..

The X-Files

“The  Truth  Is  Out  There”

რა საოცარია, როცა წინ კიდევ 2 გამოცდა მელის და მე ამ დროს უსაქმურობით ვკვდები. ბევრი ვიბოდიალე და ბოლოს “საიდუმლო მასალების” ბოლო სეზონებიდან რამდენიმე სერია გადმოვწერე. ყველა მათგანი არ მქონდა ნანახი და გადავწყვიტე ძველი დრო გამეხსენებინა. გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ, შიშისაგან გაშტერებული როგორ მივჩერებოდი ტელევიზორს და ყველაზე საშინელ ფილმს ვუყურებდი. იმ დროს ამაზე საშიშს  და საინტერესოს ვერაფერს მოვიფიქრებდი. ჩემი ყველა თამაში და სრულიად გალაქტიკის შესახებ წარმოდგენა ამ ფილმთან იყო დაკავშირებული. რამდენი პარანორმალური მოვლენა გამომიგონია და ამიხსნია ჩემს სულელურ თამაშებში აღარც მახსოვს. გარემოც შესაბამსი მქონდა: სარდაფიანი და სხვენიანი სახლი,  ფანარი, რომლის  ელემენტი რატომღაც ყოველთვის დამჯდარი იყო, თვითნაკეთი FBI-ს ჟეტონი და რა თქმა უნდა, უკიდეგანო, ბავშვური, ფანტაზია. აი ასე ვებრძოდი ჩემს წარმოსახვით უცხოპლანეტელებს, რომელთა რეალური არსებობისაც 100%- ით მჯეროდა თან მეშინოდა მართლა სადმე არ ‘გამომცხადებოდნენ’  😀 😀 😀

ამ უცხოპლანეტელების ხსენებაზე,  “ალფიც” გამახსენდა. ბარემ ეგეც გადმემოწერა 😀 😀  წავედი ახლა, კიდევ 2 სერია დამრჩა სანახავი.

კინომანია

მ შუა გამოცდების პერიოდში,  დრო მომეჭარბა და კინოების ყურებას მივყავი ხელი. გასართობს ყოველთვის იპოვნის ადამიანი, მთავარია გული გულობდეს :D. სანამ ბოგერობას და ფეთის თამაშს დავიწყებდი, ინტერნეტს ძირითადად ფილმების საყურებლად ვიყენებდი, ზაფხულობით დღეში 2-3 ფილმს მაინც ვუყურებდი. რომელიც მომეწონებოდა დისკზე ვიწერდი და ისე ვინახავდი, თორემ ჩემი კომპის 80 გეგაბაიტი მაგდენს ვერ დაიტევდა  😀

Read the rest of this entry

ათწლეულის ფილმები

კვე 16 დღეა რაც  21-ე საუკუნის ათიან წლებში შევაბიჯეთ და უკვე გაგვაჩნია 2000 იანი წლების სრული სურათი. აქტიურად განიხილება წინა ათწლეულის ყველა მოვლენა და ფასეულობა.

რამდენიმე პოსტის წინ The Daily Telegraph-ის მიერ  შედგენილი, ათწლეულის ლამაზმანების სია განვიხილე. (რამდენად ლამაზმანებისაც, ეგ უკვე თქვენ თვითონ შეაფასეთ).

ახლა 2000-იანების ტოპ 20 ფილმს წარმოგიდგენთ:

1. “Moulin Rouge!”  მულენ რუჟი

“მულენ რუჟი” (2001)

ჟანრი – მიუზიკლი, დრამა
ქვეყანა – აშშ, ავსტრალია
რეჟისორი – ბაზ ლურმანი
როლებში – ნიკოლ კიდმანი, ევან მაკგრეგორი, ჯონ ლეგიზამო, ჯიმ ბროდბენტი
მწარმოებელი – 20th Century Fox

Read the rest of this entry

ანიმაციური ფილმები

ეღან უჯრაში რაღაცას ვეძებდი და ერთ დისკს წავაწყდი.  “Rugrats” ეწერა ზედ. აღარც მახსოვდა, ალბათ 5 წლის წინ მაჩუქა ჩემმა დაქალმა, იმის შემდეგ ალბათ 1000000 ჯერ ვუყურე “პაწაწინა ონავრებს”.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მულტფილმების ყურება. მთელი დღე შემეძლო ვმჯდარიყავი და რაიმე სახალისო მულტფილმისათვის თვალი არ მომეცილებინა. ოღონდ საშინელებებს ვერ ვიტანდი, ურჩხულებზე და ჯადოქრებზე.

Read the rest of this entry

Twilight saga-New moon

დაახლოებით ერთი წლის წინ Youtube-ზე ერთი ფილმის ტრეილერს წავაწყდი. არ მახსოვს რას ვეძებდი, ალბათ რაიმე სხვა ფილმის თრეილერს. ხოდა ამოვარდა ეს ვიდეო.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: