Category Archives: music

♪ საქართველოს ვარსკვლავი ♪

კარგა ხანია, ტელევიზორთან მწყრალად ვარ. ამიტომ, როგორც წესი, სხვადასხვა მუსიკალურ-გასართობი გადაცემების შესახებ მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვიგებ  და ზედაპირულად ვადევნებ თვალ-ყურს. რამდენიმე კვირის წინ კი, სრულიად შემთხვევით, საქართველოს ვარსკვლავის ლაივ-კონცერტზე მოვხვდი (მადლობა თინის და ნატოს), ჰოდა, აქედან დაიწყო ჩათრევა.

დღეს “საქართველოს ვარსკვლავში” 4 მონაწილეღაა დარჩენილი. თავიდანვე ვვარაუდობდი, ვინ მოხვდებოდა ფინალში და ჩემი პროგნოზებიც ყოველ ლაივზე მართლდება. ძალიან მინდა, ამ შოუს ღირსეული გამარჯვებული ჰყავდეს და საბოლოო ჯამში ნათესავ-მეგობრობამ არ გადაწყვიტოს “საქართველოს ვარსკვლავის” ბედი.380888_253119271482279_1638567051_n

ახლა, რაც შეეხება მონაწილეებს:

ბოლო ლაივზე ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მანანა ვეკუას ერგო.  მისი გულშემატკივრების ასეთი ისტერიული გააქტიურება ლოგიკურად მეჩვენება წინა ლაივის შემდეგ, როცა მანანა კინაღამ აუტსაიდერებში მოხვდა. პირადად მე, თავიდანვე მომწონდა ეს გოგო, მაგრამ ზოგიერთებისაგან განსვავებით დიდ პროგრესს ვერ ვამჩნევ. ალბათ მანანა ის მანანაა, რომ ნებისმიერი სიმღერა ბოლო ხმაზე უნდა იმღეროს. თუ ამ ნაკლის გამოსწორებაში არავინ დაეხმარება, კარგი იქნება თუ თავისი სტილის შესაფერის სიმღერებს მაინც შეურჩევენ, თორემ მისი შესრულებული “Memory” ძალიან ცუდი იყო.

გიორგი ნადიბაიძე – ჩემთვის ყველაზე შეუმჩნეველი მონაწილეა. არ ვიცი, რას ვერჩი ამ ბიჭს, მაგრამ არც ერთ ლაივზე არ მაქვს ხოლმე იმედი, რომ რამით გაგვაოცებს. თუმცა, წარმატებებს ვუსურვებ და იმედია ლუკას შემდეგ აღარასოდეს ამღერებენ 😀

ანი  ჩემი ფავორიტი იყო თავიდანვე. იმედი მაქვს, ფინალშიც ვიხილავ რამე კარგი სიმღერით.

არ ვიცი, ლუკაზე ლაპარაკი როგორ დავიწყო. მომღერალი კი არა, ეს არის ჭექა-ქუხილი სცენაზე. 😀 ბოლოს წინა ლაივზე  პირდაპირ შემაძრწუნებელი იყო მისი გამოსვლა (კარგი გაგებით). უაღრესად ემოციური სიმღერა + ასეთი შესრულება… შემეშინა, ნაწილებად არ დაშლილიყო და დარბაზში არ მიმოფანტულიყო.

ბოლოს ჟიურიზე მინდოდა რამდენიმე წინადადების თქმა, მაგრამ ამ პროექტში ჟიურის ფუნქციას მაინც ვერ ჩავწვდი. არაფერს წყვეტს მათი აზრი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მხოლოდ მონაწილეების გასამხნევებლად სხედან იქ, რასაც გვანცა და აჩიკოც მშვენივრად ახერხებენ.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.

მომავალ ლაივამდე 🙂

Advertisements

The Sound of Christmas

2 კვირის წინ გადავწყვიტე, მუსიკის მოსმენისათვის ცოტა ხნით თავი დამენებებინა. უცებ შევამჩნიე, რომ უკვე არანაირ სიმღერას აღარ “მოჰქონდა”. ამდენი მოსმენით უკვე ყველა გაცვითა ყურმა დ რაღაც ახალი იყო საჭირო. ჰოდა, სასწრაფოდ “Christmas” ფლეილისტი შევადგინე და მთლიანად საშობაო განწყობაზე გადავერთე. დღეს კი Youtube-ზე ისეთი რამეები აღმოვაჩინე, წესით აქამდეც რომ უნდა მცდოდნოდა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ზუსტად ამ “კრიზისის” პერიოდში მომისწრო სულზე.

tumblr_lw9zepCAiG1qb6pp7

 

 

Read the rest of this entry

“Mad about You”

საოცარია, მაგრამ ჩემთვის ყველა მუსიკას თავისი სუნი აქვს, თავისი სეზონი და დრო. რაც არ უნდა ვეცადო, სხვა დროს ვერაფერს გავიგებ. უბრალოდ, მექანიკურად ვუსმენ და მორჩა. დროის მიხედვით კი ყოველთვის ავილად ვსაზღვრავ, რა მჭირდება. მჯერა, რომ მუსიკას შეუძლია იმდენი ემოცია შეინახოს, რასაც ადამიანის მეხსიერება ვერასოდეს დაიტევს, პირვანდელი სახით. ჰოდა, ესეც კიდევ ერთი ხმა, ძალიან შორიდან 🙂

My New Love ♥

გამოცდები დასრულდა, მარი თავისუფალია!

როგორც იქნა, ამოვთქვი. 3 კვირის განმავლობაში, კბილების კრაჭუნით ველოდი იმ მომენტს, როცა ყველა გამოცდას მოვიშორებდი დამშვიდებული სინდისით შევძლებდი გარეთ გასვლას, კომპთან ჯდომას ან პოსტის წერას. პოსტი დიდი ვერაფერი. ბოლო დროს, მხოლოდ იმ პრინციპით ვწერ, რომ “მეც აქა ვარ” და არ მოვმკვდარვარ.

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ პოსტსაგამოცდო რეაბილიტაციას გავდივარ და აწი შემიძია მშვიდად ვიძინო, რამდენიც მინდა. სხვათა შორის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნებაყოფლობითი ინსომნია დავიმართე და მივხვდი, რომ ძილის გარეშე არც ისე მიჭირს ცხოვრება, როგორც აქამდე წარმომედგინა. დიდი ამბავი, თუ კითხვის დროს, ფურცლებზე ფერადი ლაქები მელანდება, ან  საჭმლის გემოს ვერ ვგრძნობ. ახლა, ერთი სული მაქვს, მეგობრები მოვინახულო (ვისაც სცალია (!) ), ამასობაში კი სერიალების ყურებითა და მუსიკის მოსმენით ვირთობ თავს. ჰო, სერიალები ვთქვი, არ მოგჩვენებიათ. უკვე მეშვიდე წელია “კლონს” ვუყურებ და ვფიქრობ, მართლა ღირს დაგროვილი სერიების Myvideo-ზე ძებნა და უკვე მეოთხედ ყურება. მართალია, ეს რიმეიქი ორიგინალს ვერ შეედრება, მაგრამ მონატრების გასაქარწყლებლად მაინც გამომადგება.

ჰმ… ვატყობ, ამ დამაინტრიგებელი სათაურის თემიდან გადავუხვიე და ჯობია აღარ გაწვალოთ. ჰოდა, ბოლოდროინდელი მოწყენილობისა და გაუთავებელი კვლევა-ძიების შემდეგ, როგორც იქნა ახალი სიყვარული მეწვია :] რას ვგულისხმობ? Read the rest of this entry

“12-დან 3-მდე” და “Secret Garden”

მორიგი დაუგეგმავი პოსტის დაწერას ვაპირებ და თანდათან ვატყობ, როგორ არ მემორჩილებიან აზრები და როგორ ვცდილობ სათქმელს თავი ისე მოვუყარო, ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გახდეს გასაგები. აი, რა ცუდი ყოფილა გადაჩვევა, ყველაფერს გადაჩვევა და სიჩუმე. ბოლო დროს, იმდენად ჩუმად ვარ, საკუთარ თავსაც კი აღარ ველაპარები 😀 ჰო, ფიქრსაც გადავეჩვიე, დავიღალე… სამაგიეროდ, თავი უფრო ნაკლებად მტკივდება და უფრო ყურადღებით ვმეცადინეობ. სულ რომ არ გადავგვარდე და საკუთარი თავი ისევ ვიცნო, მუსიკას ვუსმენ, ჩუმ-ჩუმად ვღიღინებ და “ბუნების წიაღში” ვსეირნობ, ჩემებურად, ასფალტზე ფეხების ბარტყუნით. ზოგჯერ, სიარულ-სიარულში ყველა ფლეილისტს რომ ბოლომდე მოვუსმენ, საშინლად ვიბნევი. მგონია ხოლმე, რომ რესურსები ამომეწურა და უკვე ყველაფერი მოსმენილი მაქვს, რაც მომწონს. მერე სასოწარკვეთა მიპყრობს, როცა გავიფიქრებ “რა მუსიკა უნდა დაიწეროს კიდევ ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ან ვინ უნდა იმღეროს ისე, აქამდე რომ არ უმღერიათ?..” არადა, ვიცი, უკეთესზე უკეთესი მაინც არ დაილევა, მაგრამ მე რომ მომეწონოს, ისეთი იქნება? მე ხომ სუბიექტური ვარ და ჩემი კრიტერიუმებით ვაფასებ ყველაფერს. Read the rest of this entry

Gloomy Sunday

Sunday is Gloomy, my hours are slumberless, 
Dearest the shadows I live with are numberless 

Little white flowers will never awaken you
Not where the black coach of sorrow has taken you  Read the rest of this entry

უცნობი მუსიკა

იცით, მე ჩემი მუსიკა მაქვს. არა, მე კი არ დამიწერია, ან განა ვინმეს უჩუქებია ჩემთვის. უბრალოდ ის ისაა, რისი გაგონებაც ყველაზე მეტად მიყვარს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გაზაფხულის ერთ მწვანე დილას, პირდაპირ ჰაერიდან გაჩენილმა ჰანგებმა გამომაფხიზლეს. გამიკვირდა. მანამდე არასოდეს გამეგო მსგავსი რამ, ჰოდა მივყევი. ყოველ მომდევნო ნოტს წინასწარ ვცნობდი, ისიც თანდათან იცვლებოდა და მეც მასთან ერთად გადავდიოდი მინორიდან მაჟორში. იმდენად შორიდან ისმოდა, მხოლოდ ახალგაღვიძებულზე, გამახვილებული სმენით თუ მოახერხებდი აღქმას.

როგორ მიხაროდა, რომ ვიპოვნე. ვცდილობდი ხშირად მომესმინა, რომ უფრო უკეთ დავკვირვებოდი. იმდენად ჩემი იყო, რომ ზოგჯერ თავი მისი ცოცხალი ანარეკლი მეგონა. არადა ის მუსიკა იყო, მე კი მხოლოდ ადამიანი ვარ. ადამიანს შეუძლია მისი მოსმენა, მუსიკა კი… ის ცივი და ხელშეუხებელია, დაუსრულებელი. სხვა ჯიშისაა და სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მისი ხმის გაგონება შეგვიძლია, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევეცდებით.

P.S: პოსტი დაუსრულებელს იმიტომ ჰგავს, რომ ბოლო ორი აბზაცი მოვაშორე 😛

P.P.S: გისურვებთ თქვენი მუსიკაც  ასეთი არ გამოდგეს 😉

“Teatro del Silenzio” ბათუმში

ყველაფერი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. 2. 10. 2009 – როცა ერთ-ერთ ქართულ საიტზე რაღაც მიუზიკლის მოძებნას ვცდილობდი და შემთხვევით წავაწყდი კონცერტს

Andrea Bocelli. Vivere – Live In Tuscany

დამაინტერესდა. მანამდე მისი მხოლოდ რამდენიმე სიმღერა ვიცოდი, ისიც სარა ბრაიტმანის გამო და ეს კონცერტიც იმიტომ გადმოვწერე, რომ იმედი მქონდა იქ სარასაც ვიხილავდი. არც შევმცდარვარ.

Read the rest of this entry

Chris Spheeris

როცა გონებას ნებისმიერი ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების ენერგია ეწურება, მუსიკა საუკეთესო საშუალებაა აზრზე მოსასვლელად.

ესეც ჩემი ერთ-ერთი ფლეილისტი, “Chris Spheeris”.

MEDITERRANEO

THE ARROW

THE GATHERING

ALLURA

LAGUNA

PSYCHE

Belle-Notre Dame de Paris (Tutorial)

Notre Dame de Paris– ამ მიუზიკლის შესახებ დავპოსტე სადღაც ორი თვის წინ. ვინც მიცნობს იცის, რომ ძაან ვიცი ხოლმე რაღაცეების ამოჩემება და უკვე რამდენინე წელია, სასტიკად მაქვს ამოჩემებული  სიმღერა –Belle (Garou, Deniel Lavoie, Patrick Fiori) ამ მიუზიკლიდან.  რამდენიმე წელია უკვე რაც ამ სიმღერას ყოველდღე ვუსმენ და არ მომბეზრებია ჯერ. ყველა ენაზე მაქვს მოსმენილი, მაგრამ ძირითადად ფრანგულ, ორიგინალ ვერსიას ვანიჭებ უპირატესობას. ძაან ლამაზი მელოდიაა და ძალიან ბევრ რამეს მახსენებს.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: