Blog Archives

“მაღლივის” ამინდის პროგნოზი

საკმარისია ერთ დღეს გავიღვიძო დილით ადრე, რომ მაშინვე მახსენდება, როგორ მიყვარს ძილი. ჰო, სწავლა დაიწყო და საწუწუნო თემებიც გამომიჩნდა.

ამჯერად სხვა რამე მადარდებს: ძალიან მოსაბეზრებელია ყოველ საღამოს ამინდის პროგნოზების ქექვა, რათა მოიფიქრო, რა ჩაიცვა მეორე დღეს ისეთი, რომ არც შეგცივდეს და არც დაგცხეს. ბოლოს, გაბრაზებული ისევ ჩემს ყავისფერ ჟაკეტს დავავლებ ხელს და გავრბივარ. მაღლივში მაინც ვერაფერს ჩაიცვამ შესაფერისს. იქ ან ბოტებით უნდა იარო, ან კალოშებით. ასევე, სასურველია თავზე კეპი გეფაროს, რომ მზემ არ დაგარტყას, ოღონდ ეს კეპი ქამრით უნდა მიიმაგრო, რომ ქარმა არ მოგტაცოს.

არ შეიძლება, მაღლივის ამინდის პროგნოზი ცალკე ეწეროს სადმე? 😦

Advertisements

ისევ გამოცდები!

“გამოცდები” – მგონი ქართული სიტყვაა და ქართულად უფრო გასაგები სინონიმი აქ აქვს. ყველაზე საძულველი სიტყვაა რაც ოდესმე გამიგია და ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ფიგურირებს ჩემს ლექსიკონში. ჯერ დამთავრებული არ მგონია, რომ ისევ ახალი იწყება. მომიშალეს ნერვები…

შუალედურები როგორც იყო გადავაგორე, ახლა სემესტრულები მაქვს. 2 უკვე ჩავაბარე (იმედია ხელმეორედ ჩაბარება არ მომიწევს) ეხლა მესამე მაქვს, 4 საათზე მაღლივის რესურს ცენტრში, ინფორმატიკის  ტესტები უნდა ჩავაბარო.

ყველაფერი რაც ვიცი, ბოლო 3 დღის განმავლობაში კონსულტაციებზე გავიგე. სახლში ძალიან ცოტა ვიმეცადინე, მაგრამ ნერვიულობა არ მეტყობა. ყოველ შემთხვევაში გარეგნულად არ მეტყობა მგონი, მაგრამ ეს ამინდი კი ნაღდად მანერვიულებს, სიზარმაცეში მიწყობს ხელს და ძილისაკენ მიბიძგებს. ჯერ არ მომიფიქრებია რა ჩავიცვა (ანუ რა არ მენანება დღეს გასატალახიანებლად). მარშუტკიდან ფეხს ჩავდგამ თუ არა, უდიდესი ტლაპო დამხვდება და მუხლებამდე დამსვრის. არა რა… უნდა ვიყიდო ბოტები და დავისვენებ. აშკარად არ ვარ გამოცდებისა და სწავლის განწყობაზე. დასვენება მინდა ამდენი დაძაბულობისგან. აჯანყებას მიწყობს ტვინი და ვეღარ გამიგია, არ მემორჩილება გონება თუ გონებას არ ვემორჩილები მე. 

მოკლედ გამოცდების გარდა ყველაფერზე ვფიქრობ. იუმორისტულ შოუებსაც აქტიურად ვადევნებ თვალს 😀 ეხლა ბანძიაო და ეგეთები არ დაიწყოთ. ბლოგის განვითარებაზეც ხშირად ვფიქრობ, განსაკუთრებით მგზავრობის დროს.  ახლა ველოდები სანამ საძიებო სისტემაში ჩავარდება ჩემი ბლოგის მისამართი, მერე ახალი გეგმები მაქვს. მალე უფრო საინტერესო  გახდება აქაურობა, თუმცა წინასწარ მაინც არ მიყვარს ლაპარაკი და მერე თვითონ ნახავთ რაც იქნება.

Have a nice day!

წავედი მე!

%d bloggers like this: