Blog Archives

ლუდი და მომღერალი ბლოგერები

რა შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა სრულიად უღიმღამო, დამღლელი და რუტინული დღის შემდეგ? რა თქმა უნდა, მე მაშინვე სახლში წასვლას და 1-2 საათით გამოძინებას ვარჩევ ხოლმე, თუმცა სისულელეა ასე მოქცევა, როცა ზაფხული მოდის, გარეთ მშვენიერი ამინდია და შეგიძლია მეგობრებთან ერთად, ლუდის დასალევად და გასართობად წახვიდე სადმე.

აი, ასე მხიარული გამოდგა ჩემი ორშაბათი საღამო, როცა Studio 5 – ში, Efes-ის კარაოკე ფართიზე ამოვყავი თავი. დიდი ხანია ბლოგერებთან ერთად არსად ვყოფილვარ, ამიტომ განსაკუთრებით გამიხარდა, რომ საკმაოდ ბევრმა მოვიყარეთ თავი.

Read the rest of this entry

სმაილი ბლოგერები

უკვე 16 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც არც ერთი ბლოგერი არ მინახავს. ბოღმა ფართიმ დააგვირგვინა წინა სეზონი და ჩვენც დავიშალენით ცოტა ხნით. მანამდე მოვასწარი მათზე შეჩვევა და როგორც ვვარაუდობდი,  მართლაც ძალიან მომენატრნენ. ამიტომ ერთი სახალისო (ჩემი აზრით) პოსტი მინდა მივუძღვნა მათ და აი ისიც.

წეღან, ინტერნეტში ბორიალისას  რაღაც სმაილების საიტს წავაწყდი და ზოგიერთმა სმაილმა ბლოგერები გამახსენა. აი ისინიც:

– იცანით? ქალბატონი ბლოგ დივა, ანუ სვითი 🙂

– ეს კი ბლოგოსფეროს მამიდას, ანუ ჰექსეს მივამსგავსე. არის ამ სმაილში რაღაც მამიდური 😀

–  ეს კი ადო. უბრალოდ მივამსგავსე და იმედია არ გამებუტება.

ფსიიქ, უი შენც აქ ხარ? როგორ ხარ? 😀

– ისედაც მიხვდებოდით, მაგრამ  ზურიუსი.

– ჩვენი პატარა მოცეკვავე ეგოისტკაც აქ არის 😀

– ეს კი ბრაზიანი ლეონსიო.

დიი, ეს მგონი შენ ხაააარ  :* :* :*

– არ გავს, მაგრამ ამ სმაილზე მაინც მახსენდება ალუკარდის სიცილი 🙂

– აი ასე ეწევა ჩუმ-ჩუმად ჩვენი წყარო სიგარეტს 😛

ვასააასი 😀 მეტსახელის გამო მივამსგავსე.

თამრის მივამსგავსე და რა ვიცი…

სიყვარულოვნას ღიმილი.

– აღიარეთ, რაღაცით ხომ მგავს? :mrgreen:

ესეც ასე. ვისაც შესაფერისი სმაილები ვერ მოგიძებნეთ, მაპატიეთ. მაინც მიყვარხართ ყველა 🙂

ბლოგერები და მე

სულ ცოტა ხანია რაც ბლოგერები რეალში გავიცანი. მანამდეც მქონდა მცდელობები, მაგრამ ყველა მათგანი კრახით სრულდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა სოციალური მედიის დღეზე ვნახე ყველა ერთად.

იმ დღის მერე გამობლოგერებული დავდივარ 😀 ალბათ იმიტომ რომ ბევრი საქმე არ მაქვს ან იმიტომ, რომ პერიოდულად რაღაც-რაღაცების ამოჩემება  მჩვევია, მაგრამ ბლოგი და ბლოგერები სულ თავში მიტრიალებს.

ორი დღის წინ ერთ-ერთ ბლოგერულ შეკრებაზეც წავედი. მაინტერესებდა შემეცვლებოდა თუ არა მათზე ის შტაბეჭდილება, რაც ექსკურსიაზე დამრჩა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბორჯომის ჰაერი მათზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს :mrgreen: (ყველაზე არა ოღონდ) თბილისის პაპანაქებაში და დაბინძურებულ ჰაერზე  უფრო კარგები არიან. მირჩევნია ისევ სიცხეზე ილაპარაკონ :ბოროტისმაილი: ეს ნაკლებად მაწუხებს.

ჰოოდა ახლა, რადგან უკვე საკმარისად გავიცანი ყველა (მეტ-ნაკლებად ისინიც მიცნობენ მგონი) გადავწყვიტე რაც შეიძლება იშვიათად ვნახო. იმიტომ არა, რომ მათი ნახვა არ მინდა. უბრალოდ  არ მინდა ზედმეტად მივეჩვიო, თორემ ასე მგონია ოდესმე მოგვბეზრდება ერთმანეთი.

შეიძლება ვცდები, ისიც არ ვიცი რამდენად შევასრულებ ამ ნათქვამს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ.

ექსკურსია ბორჯომში (ანუ შოკური თერაპია)

ყველამ იცით რომ გუშინ ბლოგერების მესამე ექსკურსია იყო. ამაზე ალბათ ისედაც ყველგან დაიპოსტება, ასე რომ თუ გგონიათ  აქ რაიმე საინტერესოს დავწერ, ჯობია ახლავე შეწყვიტოთ კითხვა  😀 😀 ამ პოსტს, ისევე როგორც თითქმის ყველა დანაარჩენს, რაც დამიწერია, პირადი პოსტების კატეგორიაში ვუშვებ.

მოკლედ, როგორც იქნა თავისუფალი დრო მომეჭარბა და გადავწყვიტე ბლოგერთა ექსკურსიაზე წავსულიყავი. თავიდან არ ვაპირებდი, რადგან ნათია და ვეკო არ მოდიოდნენ და მე რაღა მინდა მეთქი ვფიქრობდი. ბოლოს დამეზარა სახლში ჯდომა, ავიღე თავი და წავედი. მანამდე დედაჩემის დათანხმებაზე დამჭირდა ღრეჯვა, რომ როგორმე გავეშვი. ბოლოს დამთანხმდა რამდენიმე პირობით: არ უნდა ავსულიყავი ხეზე, არ უნდა მევლო მზეზე, არ უნდა მერბინა (ისედაც ათასჯერ ვარ გადარჩენილი ფეხის მოტეხვას) და კინაღამ ისიც მითხრა, მარშუტკა სანამ კარგად არ გაჩერდება, იქამდე არ ჩამოხვიდეო. 😀 😀

ჰოდა წავედი ჩემს საყვარელ ადგილას, ბორჯომის ხეობაში. მიყვარს მგზავრობა, როცა გარშემო მშვენიერ ხედებს ვაკვირდები. ვინანე რომ ყურსასმენები და სათვალე არ მქონდა წაღებული, თორემ სათვალით, მუსიკის ფონზე უკეთესად  დავათვალიერებდი ულამაზეს პეიზაჟებს.

დედაჩემი ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა და მეკითხებოდა სად ვიყავი და როგორ ვიყავი. ეგ არაფერი, ისედაც გამიკვირდა რომ საერთოდ გამიშვა ექსკურსიაზე (ასეთი რთული ხვედრი გვერგო ჩვენ, დედისერთებს). რა თქმა უნდა, ჩემი ბატობის გამოსავლენად აქაც მოვიცალე და მდინარეზე გადასვლისას ცალი ფეხი მუხლამდე ჩამივარდა წყალში,   კეტების ჭყაპუნით და სხვადასხვა ფერის ტოტებიანი შარვლით მომიწია სიარული 😀 😀 ბორჯომის პარკის დანახვა ასე არასოდეს გამხარებია,  მეგონა ჩემს საკუთარ ეზოში დავიარებოდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი. საერთოდაც ბორჯომი ისეთი ლამაზია, ათასჯერაც რომ მქონდეს ნანახი, მაინც აღფრთოვანებას გამოიწვეს. თანაც იქ სულ გრილა და მშვენიერი პირობებია დასასვენებლად და სასეირნოდ.

ესეც ასე. ახლა ჩემი უნიჭობის რამდენიმე გამოვლინება დაათვალერეთ და დატკბით სიმწვანით. Read the rest of this entry

%d bloggers like this: