Blog Archives
ბლოგერი, როგორც ინტრიგანი
დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ამბობენ. როცა არაფერს ამბობ, არც შეკითხვას სვამ, ავტომატურად ითვლება, რომ საკითხის მიმართ არანაირი ინტერესი არ გაგაჩნია. თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ პოსტით არაფრის გაპროტესტებაზე არ ვაპირებ ლაპარაკს.
მეხუთე კლასში ვიყავი, როცა, ერთ მშვენიერ დღეს მთელი კლასი მოგვხსნეს გაკვეთილებიდან და სკოლის სააქტო დარბაზში შეგვიყვანესს. გვითხრეს, რომ რაღაც ფილმი უნდა ეჩვენებინათ. რა თქმა უნდა, გაკვეთილების გაცდენის “ხათრით” ყველაფერზე თანახმა ვუყავით, თუმცა ამ ფილმა ნამდვიალდ დიდი დაინტერესება გამოიწვია 10 წლის ბავშვებშიც კი. მას შემდეგ გარემოს დაცვის კუთხით რამდენიმე ღონისძიებაში მივირეთ მონაწილეობა. ხშირად გვიტარებდნენ გაკვეთილებს, რომლებიც შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქუჩაში ნაგვის არდაყრის საკითხით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ მიერ, 10 წლის წინ მიღებული ინფორმაციის ნახევარი რომ თუნდაც ყოველ მეორე მოქალაქეს გააჩნდეს, საქართველოში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის პრობლემა არანაირად არ იარსებებდა. Read the rest of this entry
რატომ გავხდი ბლოგერი (ანუ მორიგი დავალება)
დღეს, ნიკამ მომიკაკუნა სკაიპში, დავალება მოუმზადებია ჩემთვის. ოჰ, რა დროულად მომისწრო ამ ტეგ-თამაშმა 😀
ვცდილობ გავიხსენო, როგორ და რატომ გავხდი ბლოგერი
2009 წლის ოქტომბერი იყო, როცა ვეკომ ფორუმზე გვამცნო, ბლოგი შევქმენი და წერას ვიწყებო. ბლოგი რაც იყო, მანამდე მხოლოდ სვითისგან და თინისგან ვიცოდი, სამაგიეროდ დღიურებში წერის მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა 🙂 საკმაოდ რთული პერიოდი მედგა. სწავლის დაწყებამ და უნივერსიტეტმა ძალიან დამაბნია. თავს სულ მარტოდ ვგრძნობდი, საუკეთესო დაქალიც საზღვარგარეთ წამივიდა, ზოგს თავისი საქმე ჰქონდა, ახლებს ჯერ კარგად არ ვიცნობდი და ნამდვილი შვება იყო იმის წარმოდგენა, რომ სადმე, ყველაფრის დაწერა შემეძლებოდა, რაც მომინდებოდა და შემდეგ ამას ვინმე წაიკითხავდა. ასე ავყევი ვეკოს და ვორდპრესზე დავრეგისტრირდი. მომწონდა, რომ რაღაც ახალი საქმე გამოვიჩინე. მალე ჩვევაში გადამეზარდა, რომ ნებისმიერ წვრილმანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი. ვცდილობდი ყველა სიტუაცია პოსტად წარმომედგინა. ძალიან მომწონდა, რომ განტვირთვის საინტერესო საშუალება ვიპოვნე და ამით ჩემს ჩახვეულ აზრებს, სიხარულსა თუ წუხილს, ცოტაოდენი გასაქანი მივეცი.
ჰოდა ასე… ბლოგერობისთვის არანაირი განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. არც პოპულარობას ვეძებდი ოდესმე და არც რეიტინგებში მიქექია ჩემი ბლოგის სტატუსი. ვწერ, რადგან ასე უკეთესად ვახერხებ ვიყო გულწრფელი 🙂
მე-ბლოგერი?
დეკ 3
Posted by Mari
Read the rest of this entry →
Share this:
Like this:
Posted in სხვადასხვა, me, myself, I
13 Comments
ტეგები: ბლოგერი, ბლოგი, კომენტარი, პოსტები, პოსტი, სვითი, blog, comments, posts