Blog Archives

15 მაისი

დღეს 15 მაისია. ფრიად დიდი დღე 😀

დღეს ქალბატონი sunwaiting-ის დაბადების დღეა. მართალია უკვე ვნახე და პირადად მივულოცე, მაგრამ კიდევ ვულოცავ და ყველაფერს კარგს ვუსურვებ.  20 წლის გახდა, უკვე დიდი გოგოა, სადაცაა სიბერეც მოუკაკუნებს =)) ბავშვობაში 20 წლის ადამიანი უკვე ძალიან ბებერი მეგონა.

ეს დღე კიდევ იმითაა ჩემთვის დიდი, რომ დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ ვიყავი სკოლაში მოსწავლის სტატუსით, ანუ ჩემი “ბოლო ზარის” წლისთავია. არ შემეძლო ამ დღის ისე გატარება, რომ არ დამეწერა ამის შესახებ. სკოლაშიც კი მივედი უნივერსიტეტის მერე, მაგრამ დაკეტილი დამიხვდა.

არ ვიცი სხვებისთვის როგორ, მაგრამ ‘ბოლო ზარი’ ჩემთვის ძალიან ცუდი დღე იყო. ასე მეგონა სადღაც, ძალიან შორს ვაპირებდი წასვლას, სადაც არ მეგობრები და არც ახლობლები მეყოლებოდნენ გვერდით. კონცერტიც კრახით დასრულდა, ბოლო მომენტში ნახევარი პროგრამის შეკვეცა დაგვჭირდა და ძალიან უმარილო გამოვიდა.

ბოლოს მასწავლებლებმა გზა დაგვილოცეს და გამოგვისტუმრეს. არადა პირველ კლასში სულ სხვანაირად წარმომედგინა სკოლის დამთავრება, მეგონა თავქუდმოგლეჯილი გამოვიქცეოდი და უკან აღარ მივიხედავდი, მაგრამ გულჩვილობა თავისას შვრება.

ესეც რამდენიმე ფოტო

მე მეორე ვარ

Read the rest of this entry

Advertisements

შარშან, ამ დროს

ატომღაც გამოცდების წინ ყოველთვის ბლოგზე პოსტვა მინდება. არადა წესიათ ახლა უნდა ვიჯდე და გამალებით ვმეცადინეობდე. ეს მხოლოდ წესით, ისე მხოლოდ ვზივარ და მეცადინეობის ნაცვლად ჩემს კომპიუტერს ვაწერსიგებ. დ დისკზე 15 საქაღალდე მაქვს. აქედან 11-ში სურათებია მოთავსებული და თემატურად დახარიხებული. დანარჩენ ოთხში ვიდეოები, პროგრამები, თამაშები და პროგრამები მაქვს ჩაყრილი.

ახლა ctrt+f-ით დავსერჩე გასული წლის ამ დროინდელი ფაილები და რამდენიმე საინტერესო სურათი ამომიგდო. თუმცა რაღა საინტერესო, თავის დროზე ისედაც ათასჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ ახლა რომ გამახსენდა, რატომღაც გამიხარდა.

შარშან მეთორმეტე კლასში ვიყავი და სკოლაში მხოლოდ ბოლო ზარის კონცერტის რეპეტიციების გამო დავდიოდი. ერთ თვეზე მეტხანს გვქონდა რეპეტიცია,მაგრამ მაინც კრახი გამოვიდა (ამაზე სხვა დროს დავწერ). სასაცილო ის იყო, რომ ყველა რეპეტიცია ჩიპსებზე ქეიფით  და  სმით მთავრდებოდა. ბოლოს ჩემ გარდა ყველა მთვრალი იყო და სკოლიდან ცარიელი ნემიროვის ბოთლების მოშორება ან  იქვე, სადმე დამალვა მე მიწევდა.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: