Blog Archives

გადაწყვეტილება N 4/09

SPI1722768_Veerბავშვობიდან “ქარის მიმართულებით სიარულს” ვარ მიჩვეული. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც “ოფიციალური მონაცემებით” მიიჩნეოდა ნორმალურად. თუ შემთხვევით სასწაული მოხდებოდა და ჩემს რეალურ სურვილებზე დავფიქრდებოდი, მინიმუმ 2 კვირიანი დეპრესია მქონდა გარანტირებული. ამიტომ, ჩემს “წვეტიან” იდეებს დაუყოვნებლივ უკუვაგდებდი და დაუწერელი კანონების ბეჯითად შესრულებას ვაგრძელებდი. ზუსტად ამ პრინციპით ჩავაბარე უნივერსიტეტში, სადაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ავირჩიე ფაკულტეტი, სადაც საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა მესაქმებოდა. იმ აზრსაც წინასწარ ვეგუებოდი, რომ შემდგომ ეტაპზე, მაგისტრის დიპლომითვის მექნებოდა მოსაგები ბრძოლა. მოკლედ, ყოველთვის ყველაფერი კარგად შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მიდიოდა.

გუშინ დიდი დღე იყო (3 სექტემბერი კარგად უნდა დავიმახსოვრო და ყოველ წელს, ჩემი “თვალის ახელის” თარიღი ღირსეულად აღვნიშნო). შუადღის პირველ საათზე, როგორც კი შესვენების დრო მოვიდა, სამსახურიდან თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი და მშობლიური უნივერსიტეტის გზას დავადექი. თან ყველა საჭირო საბუთი წავიღე: ცნობა ბაკალავრის ხარისხის შესახებ, პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი 3X4 და განცხადება, სამაგისტრო გამოცდაზე დაშვების შესახებ.  როგორც ყოვეთვის, კისრისტეხით ავაწყდი მაღლივის უსასრულო კიბეს და გულამოვარდნილი მივადექი ნანატრ მეექვსე საერთულს.  მაშინვე პირველი კურსი გამახსენდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სამდივნოს წინ, 800 პინგვინის ნაცვლად ორმოცდაათიოდე კურსდამთავრებული იყო ჩამწკრივებული და გულანთებული ელოდა საკუთარ რიგს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისე გამოვიდა რომ ჩემი ცნობა, ხარისხის მინიჭების შესახებ არასწორი გამოდგა. მოკლედ, მათივე მომზადებული საბუთის სისწორეზე მომედავნენ და მირჩიეს, სამი დღე მომეცადა, სანამ შეცდომის გამოსწორებას მოახერხებდნენ. მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასაკით უფროს ადამიანთან შეკამათება გავბედე და ჩემი მაინც გავიტანე. 10 სექტემბერს, შიდა გამოცდაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მოვიპოვე,  მოტივაცია კი  – საბოლოოდ დავკარგე.

     1. მე არ ვისწავლი 60 საკითხს და არ გავალ გამოცდაზე;

     2. უარს ვიტყვი წარმატებით ჩაბარებულ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულებზე;

     3. არ გადავიხდი 2250 ლარს ზუსტად იგივე საგნების სწავლაში, რაც ბაკალავრიატში გავიარე;

     4. სამსახურის შემდეგ, ღამღამობით არ ვივლი მაღლივში.

სამაგიეროდ:

     1. უარს ვიტყვი წარმატებით ჩაბარებულ ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ქულებზე;

     2. მივხედავ საკუთარ ჯანმრთელობას;

     3.  ვიმეცადინებ მათემატიკასა და ინგლისურში;

     4. მოვიფიქრებ, სად მინდა სწავლის გაგრძელება და შევაგროვებ ფულს;

     5. გაისად მომზადებული ტვინით და ჩავაბარებ ერთიან სამაგისტრო გამოცდას და ავიღებ გრანტს;

     6. შევეშვები ქარის მიმართულებით სიარულს და ვიმოქმედებ დამოუკიდებლად.

გადაწყვეტილება N 4/09

გადაფიქრების ვადა 5 კალენდარული დღე.

Advertisements

სამაგიერო

როცა ძალიან, ძალიან ვიღლები, ჩეზე ბოროტი არავინ არსებობს ქვეყნად. ზუსტად ერთი კვირის წინ, სიმწრითა და გულის ხეთქვით ვკითხულობდი “მე-16 საუკუნის შერეკილი პროფესორების ეკონომიკური ხასიათის გამოხდომებს” და გულში ისეთ რამეებს ვფიქრობდი, თვით ეშმაკსაც რომ არ მოუვა აზრად. ვერ ვიტან, როცა “სად არის ჩემთვის სამაგიერო?!” ხასიათზე ვდგები. ამ დროს ჯობია არავინ დამელაპარაკოს.

დღეს დილით, სამსახურში მივედი და მაშინვე sms.tsu.ge-ს  დარეფრეშება დავიწყე. იმდენად მივეჩვიე, შაბათ-კვირასაც კი ვარეფრეშებ, არადა ვიცი, მაინც არავინ დადებს ქულას. ოდნავ მოგვიანებით კი თვალებს არ დავუჯერე, როცა ერთდროულად ამდენი “მწვანე თოლია” გამოჩნდა. ჩემი შიშიც სადღაც გაქრა და ფერზე მოვედი. ოჰ, როგორ მიყვარს ასეთ დროს ჩემი თავი… 😀 ვაღიარებ, წელს პირველად დავწერე გამოცდები სრულიად პატიოსნად. ჰოდა, სამაგიეროს საძიებლად მაშინვე ამაზონზე შევვარდი, რათა ქინდლი გამომეწერა. მერე  გამახსენდა, რომ ქინდლი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ თუ ჩამოაღწევს აქამდე, თანაც უჯრაში წიგნების მთელი მარაგი მელოდება წასაკითქი. ამიტომ გავვარდი და რაც ანგარიშზე მქონდა, მთლიანად ახალ ტელეფონს მივახარჯე.

sony-xperia-tipo

დიდი ვერაფერი, მაგრამ ზუსტად ისეთია, როგორიც მჭირდება. უკვე ჩემს ჭკუაზე მოვაწყვე, აპლიკაციები გადმოვწერე, ქართული კლავიატურა დავაინსტალირე და ვარ ბედნიერად 😀  მომავალ ხელფასამდე კი  მომიწევს ჯიბეგაფხეკილს სიარული, მაგრამ ფული ხომ არ არის ყველაფერი, არა? 😀 აწი შეიძლება აწედანაც დავპოსტო ხოლმე და ფეისბუქს ხომ საერთოდ ვეღარავინ ამაწიწკნის.

ესეც ასე. მომავალ პოსტამდე 🙂

რასა ვიქმნ (ნოემბერი)

ბავშვობაში მეგონა, რომ ბევრს მხოლოდ დებილები კითხულობდნენ. ჭკვიანებს ეს არ სჭირდებოდათ, რადგან ისედაც ყველაფერს იოლად იგებდნენ და აღარ უწევდათ წიგნებში ზედმეტი კირკიტი. სულ მიკვირდა იმ კლასელების, რომლებიც გასართობად არასოდეს ჩამოდიოდნენ ეზოში, რადგან ეშინოდათ, რომ მეცადინეოაბს ვეღარ მოასწრებდნენ. თითო გაკვეთილის სასწავლად 3-4-ჯერ წაკითხვა სჭირდებოდათ. მე კი ერთი წაკითხვით, ყველაფერს ზედმეტი ბოდიალის გარეშე ვაბარებდი და შვენიერ შეფასებებსაც ვღებულობდი. ერთადერთი საგანი, რომელსაც ბევრ დროს ვუთმობდი, მათემატიკა იყო, ისიც იმიტომ, რომ თეორიული ნაწილის წაკითხვას არასოდეს ვკადრულობდი და ჩემით მიხვდრაში და ტვინის ჭყლეტაში დიდი დრო მეხარჯებოდა. “ამდენი სისულელე თუ წაიკითხა, დებილიც კი გაიგებს”  – პრინციპით განვვლე მთელი 14 წელი.

მერე დაიწყო უნივერსიტეტი. მახსოვს,  როგორ დამცხა, როცა პირველად დავინახე აგურზე უფრო სქელი “ეკონომიკის პრინციპების” სახელმძღვანელო და გავიგე, რომ სულ ორ სემესტრში უნდა მომესწრო მისი სწავლა. ასეთი იყო ყველა წიგნი, მაგრამ გამოცდების ჩასაბარებლად მალე ორი მშვენიერი მეთოდი შევიმუშავე: Read the rest of this entry

ის სტუდენტია!

რთულია, როცა ერთი წლის განმავლობაში, ყოველ დღე, ერთსა და იმავეს ისმენ. რთულია, როცა გვერდით მყოფი ადამიანი მუდამ წუწუნებს, ვერ ისვენებს და მხოლოდ შენ შეგიძლია ის უთხრა, რისი გაგონებაც სურს. მოკლედ, აბიტურიენტობა რთულა, მაგრამ აბიტურიენტის დაქალობაც არაა იოლი საქმე.

მოუსვენრობა, ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაეწყო, როცა ეროვნულ გამოცდებზე საგულშემატკივროდ დამყვებოდა. დილის 6 საათზე წამოხტებოდა და გზაში მამხნევებდა “მარ, შენ მაგარი ხარ, ყველაფერს კარგად დაწერ…”, ხან მეხუმრებოდა, მოკლედ, ყველაფერს ცდილობდა, რომ არ მენერვიულა და კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი. ისიც მახსოვს, როგორ მიყურებდა, პირველად უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს რომ მომადგა სახლში. ეგონა რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა ჩემს თავს. მას შემდეგ, ყოველ ღამე ესიზმრებოდა, როგორ დაამთავრებდა სკოლას და თვითონაც სტუდენტი გახდებოდა. Read the rest of this entry

გული და ნასკები

გული და ნასკები. ჰმ… აქვს ამ ორს რაღაც საერთო. ამაში მაშინ ვრწმუნდები, როცა შიშისგან ფეხსაცმელებზე, ფრჩხილებზე და თმის ბოლოებზეც ვგრძნობ პულსაციას. ამას კიდევ რა უჭირს, ყურებში დაუსრულებელი წუილი და არითმიული გრუხუნი დამავიწყდა? ასე უნდა გაგრძელდეს კიდევ 6 საათი, ანუ სანამ საგამოცდო სექტორში გამოვცხადდები და ისტერიული სიცილის შეკავებას ვეცდები.

მინდა ქარმა წამიღოს, მაღლივში რომ ავალ. კიდევ, ჩემი სანატრელი ორი აგური მინდა. მინდა მაგარი კბილები მქონდეს, რომ ნერვები კაგად დავიჭირო.

მინდა დაძინება შევძლო, სანამ მაღვიძარა დარეკავს. მინდა დილით ძალიან არ ციოდეს, არ ბნელოდეს, მარშუტკამ დიდხანს არ მალოდინოს და რომ ავალ, ფანჯარასთან ადგილი თავისუფალი დამხვდეს. ვაიმეეეეეე, მგონი ვგიჟდები.

მეშინია ამ ოხერი გამოცდების, ვაჰ!

ესეც ასე..

ოვლის მოსვლას რომ ეღირსა თბილისი ეს უკვე თითქმის ყველა ბლოგზე განხილული თემაა. რამდენი ხანი ველოდი ამ თოვლს და რა დროს მოვიდა. დამცინეთ, არ მოგერიდოთ :))) დეკემბრიდან დაწყებული ყოველდღე ამინდის პროგნზოს “ვჩხიბავდი”, იქნებ როგორმე ითოვოს მეთქი მაგრამ… მერე ბაკურიანში წასვლა დავაპირე…  წელს ძალიან მქონდა  თოვლის მოსვლა აჩემებული, თითქოს არ მქონდეს ნანახი ან 5 წლის ვიყო და ციგით სრიალი მიხაროდეს.

ახლა მოვიდა ნანატრი სტუმარი, მე კი ვუყურებ ფანჯრიდან ეზოში მოთამაშე ბავშვებს… მეც მინდაააა.. მაგრამ რადროს თოვლია, მინიმუმ 1 ხელახლა ჩასაბარებელი გამოცდა მელოდება. იქამდე ჯერ საკმარისი დრო მაქვს, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებ, გარეთ ფეხს ვერ ვადგამ. უარესის ღირსი ვარ, დროზე უნდა გამეუქმებინა ის ფეთი. 😛

მერვე კლასში ვიყავი როცა ბოლოს ვიგუნდავე. ძაან მაგარი ციგა მქონდა,   ბიძაჩემმა  მიყიდა 5 წლის რომ ვიყავი. მახსოვს როგორ მიხაროდა 🙂 რამდენჯერ გადმოვვარდნილვარ იმ ციგიდან, მაგრამ  სულ ვიცინოდი რომ დედაჩემს არ ჰგონებოდა რამე ვიტკინე და სახლში არ ავეყვანე. არადა რამდენჯერ ნატკენი ხელით, სიმწრით ამითრევია ის ციგა გორაკზე:)))

წავედი ეხლა მეცადინეობას გავაგრძელებ, თორემ ამ გამოცდაზე ვეღარაფერი მიშველის. ისე ამ ბოლო დროს ძაან დავეჩვიე პირადი პოსტების წერას.  მაგრამ არაუშავს, მალე გამოვასწორებ. მისახედი აქვს ეს ბლოგი აშკარად…

Relax

ოსტების ნაკლებობას განიცდის ბოლო დროს ჩემი ბლოგი. გამოცდები არ მთავრდება და ჩემი მოსვენებაც არ არის. არდადეგები ჩამეშალა და ვზივარ ახლა, მომდევნო გამოცდის მოლოდინში და ვფიქრობ თუ როგორ დავისვენო რომ მომდევნო სემესტრს მომზადებული შევხვდე. სტრატეგია უკვე დავსახე და არ ვაპირებ გადახვევას თუ რამემ ხელი არ ჩამაქნევინა.

ახლა კი ვისვენებ. დღეს გიჟური დღე მქონდა.  მაგრად გაგვამასხარავეს სტუდენტები მაღლივში, მარა ეგ არაფერი. აქეთ-იქით სირბილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ ცოტა ძნელია როცა დილის 7 დან საღამოს 6 საათამდე ჭამას ვერ ახერხებ.

სამაგიეროდ 2 დღე საფუძვლიანად დავისვენებ ( თუ დამცალდა). საკმაოდ “ჩემებური” დასვენების მეთოდები მაქვს, სულ არ მჭირდება ჯაკუზი და მასაჟისტი. მთავარია 12 საათის განმავლობაში მშვიდად მეძინოს და არავინ გამაღვიძოს. მერე ავდგე, ჩავრთო კომპი და გასართობ საიტებს ჩამოვუარო, თან მუსიკას მოვუსმინო. თუ კარგი ამინდი იქნა, სასეირნოდ წავიდე, მერე მოვიდე და რამე დავბლოგო.

Read the rest of this entry

მისი უთორმეტსართულიანესობა!

მაააღლივი –  ჩვენი ტკიივილი, მააღლივი ჩვენი დააარდიაა… ლალალალალააა…

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისიმინე რა რეაქცია მქონდა. ლამის გადავიფიქრე იქ ფეხის მიკარება, თუმცა ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი. ბოლოს ასრულდა დიდი ხნის ნანატრი საწადელი და როგორც იქნა მეც იქაურობის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, უაღრესად დაბნეული და შეშინებული წევრი. ადაპტაციისათვის 2 თვე მაინც დამჭირდა თუ მეტი არა. პირველ შუალედურ გამოცდას ნახევარი ნერვები შევალიე. არა ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ყველა ნერვიულობდა და მე რა მექნა :)) ეს ისე. ახლა სემესტრული გამოცდები მაქვს, ერთიღა დამრჩა(თურმე რა ერთი). დღეს კიდევ ერთი მოვიშორე, როგორც მოვიშორე  ახლავე გეტყვით.

Read the rest of this entry

ისევ გამოცდები!

“გამოცდები” – მგონი ქართული სიტყვაა და ქართულად უფრო გასაგები სინონიმი აქ აქვს. ყველაზე საძულველი სიტყვაა რაც ოდესმე გამიგია და ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ფიგურირებს ჩემს ლექსიკონში. ჯერ დამთავრებული არ მგონია, რომ ისევ ახალი იწყება. მომიშალეს ნერვები…

შუალედურები როგორც იყო გადავაგორე, ახლა სემესტრულები მაქვს. 2 უკვე ჩავაბარე (იმედია ხელმეორედ ჩაბარება არ მომიწევს) ეხლა მესამე მაქვს, 4 საათზე მაღლივის რესურს ცენტრში, ინფორმატიკის  ტესტები უნდა ჩავაბარო.

ყველაფერი რაც ვიცი, ბოლო 3 დღის განმავლობაში კონსულტაციებზე გავიგე. სახლში ძალიან ცოტა ვიმეცადინე, მაგრამ ნერვიულობა არ მეტყობა. ყოველ შემთხვევაში გარეგნულად არ მეტყობა მგონი, მაგრამ ეს ამინდი კი ნაღდად მანერვიულებს, სიზარმაცეში მიწყობს ხელს და ძილისაკენ მიბიძგებს. ჯერ არ მომიფიქრებია რა ჩავიცვა (ანუ რა არ მენანება დღეს გასატალახიანებლად). მარშუტკიდან ფეხს ჩავდგამ თუ არა, უდიდესი ტლაპო დამხვდება და მუხლებამდე დამსვრის. არა რა… უნდა ვიყიდო ბოტები და დავისვენებ. აშკარად არ ვარ გამოცდებისა და სწავლის განწყობაზე. დასვენება მინდა ამდენი დაძაბულობისგან. აჯანყებას მიწყობს ტვინი და ვეღარ გამიგია, არ მემორჩილება გონება თუ გონებას არ ვემორჩილები მე. 

მოკლედ გამოცდების გარდა ყველაფერზე ვფიქრობ. იუმორისტულ შოუებსაც აქტიურად ვადევნებ თვალს 😀 ეხლა ბანძიაო და ეგეთები არ დაიწყოთ. ბლოგის განვითარებაზეც ხშირად ვფიქრობ, განსაკუთრებით მგზავრობის დროს.  ახლა ველოდები სანამ საძიებო სისტემაში ჩავარდება ჩემი ბლოგის მისამართი, მერე ახალი გეგმები მაქვს. მალე უფრო საინტერესო  გახდება აქაურობა, თუმცა წინასწარ მაინც არ მიყვარს ლაპარაკი და მერე თვითონ ნახავთ რაც იქნება.

Have a nice day!

წავედი მე!

My news+Pet society

ესით ეს კვირა ჩემთვის საშინლად დაკავებული უნდა ყოფილიყო. უკვე თვეზე მეტია რაც გამოცდების განრიგი ვიცი და ამ კვირაში ვაპირებდი პირველი გამოცდის საკითხების საფუძვლიანად დასწავლას. თანაც საკუთარ თავს ვგლოვობდი, რადგან ვიცოდი რა ჯოჯოხეთიც  მელოდა, თანაც ამდენი აურზაურის შემდეგ. ახალი წელი.. სტუმრები.. ბოდიალი.. მოკლედ რას ვისწავლიდი არ ვიცი.

თანაც ბლოგზეც ვეღარ შემოვიდოდი და ახალს ვერაფერს დავწერდი. განსაკუთრებით იმ დროს მინდება წერა, როცა ყველაზე დაკავებული ვარ. საბედნიეროდ გაირკვა რომ ის საშინელი გამოცდა კაი ხნით გადაიდო და მეც შვებით ამოვისუნთქე.

Read the rest of this entry

ყველაზე ცუდი დღე :|

ღეს 7 დეკემბერია. ამ თარიღს კარგად დავიმახსოვრებ და ვეცდები ასეთი დღე მეორედ აღარ განმეორდეს ჩემს ცხოვრებაში. კიდევ ერთი საზიზღარი გამოცდა, თავისი 30 საკითხით, რომლებიც თავის დროზე ვისწავლე, მაგრამ ოჰ ეს წყეული სიბერე.

მოკლედ როგორც ამ პოსტში ავღნიშნე, დღეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოცდა მქონდა. მთელი ორი დღე მოვანდომე 30 საკითხის გამეორებას. მივხვდი რომ აღარაფერი მახსოვდა და ყველაფრის თავიდან სწავლა დამჭირდებოდა.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: