Blog Archives

მე და ჩემი უსაქმურობა

დილით ისევ მოღრეცილი კისრის ტკივილმა გამაღვიძა. სანამ თვალების გახელას და ბალიშიდან თავის აწევას ვცდილობდი, ამასობაში ჩემი უსაქმურობაც გაიზმორა და რაღაც ამოილუღლუღა. ცოტა ხანს კიდევ დაიძინე, დღეს მაინც არაფერი გაქვს საქმეო. ჰოდა მეც დავუჯერე, სანამ კისერის ტკივილმა თავისი არ გაიტანა. მგონი დროა პირქვე ძილს გადავეჩვიო, თორემ მარხნივ ვეღარასოდეს შევაბრუნებ თავს.

უსაქმურობა მშვიდი და უპრეტენზიოა, თუმცა მაინც სჭირდება გართობა. აბა ისე ხომ მოსაბეზრებელი იქნება? ჯერ მითხრა, წამო, სადმე გავისეირნოთო, მაგრამ სიცივეში გარეთ გასვლა ჩემზე მეტად მაგას ეზარება. ბოლოს ვარჯიშზე და ცხელ შხაპზე დავთანხმდი, თვითონ კი სახლის მილაგებაში მომეხმარა იმ იმედით, რომ დღეს მეტად აღარ შევაწუხებდი. Read the rest of this entry

Advertisements

ვერთობი

ჩემს თავს რომ ვაკვირდები, ერთი კაი ზარმაცი ვინმე ვარ. არაფერს არ ვაკეთებ, რასაც გასართობად არ აღვიქვამ. ბლოგიც გასართობების ნაირსახეობააჩემთვის. მეცადინეობითაც მხოლოდ მაშინ ვმეცადინეობ, როცა ყველა გასართობი მბეზრდება და ბოლოს კალკულუსის, ალბათობის ან სტატისტიკის ამოცანებით ვიწყებ გართობას. რა კაი საგნებია ხომ?  აი ბავშვობიდან რომ იოცნებებ ამათ სწავლაზე, ზუსტად ისეთი. სამაგიეროდ ბევრი წასაკითხი და დასაზეპირებელი არაა, ძირითადად პრაქტიკულია და რვეულში საწერი. მთავარია ცოტა დიდხანს აღიქვა გასართობად მსგავსი ტვინის ბურღი საგნები და წარმატებაც არ დააყოვნებს, გართობაში დაგეწერაბა ქულები და კრედიტები.

დღეს ახალი გასართობი მაქვს.

მთელი დღეა ვუსმენ და ვუყურებ. ასე მგონია დავფრინავ. ეს ვიდეო ყველაზე მეტად შეეფერება ამ მუსიკას მგონი, მაგრამ უფრო სწრაფი კადრები რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა.

%d bloggers like this: