Blog Archives

დაააგჭრი ბიჭო! (ანუ საიდან მოდის ნევროზი)

ამ უსაქმურობის ჟამს, როცა გასართობის ძებნაც ცოტა არ იყოს და ჭირს, გადავწყვიტე ისევ ჩემი დაკვირვებები გამეგრძელებინა. ანუ დაკვირვებები ადამიანებზე და მათ ქცევებზე. უკვე აღვნიშნე, რომ ამას მხოლოდ უსაქმურობა მაკეთებინებს, თორემ ადამიანთა 90%-ზე ისედაც კარგად ჩამოყალიბებული, არც ისე კარგი წარმოდგენა მაქვს. :mrgreen:

ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს უამრავი რამ. მაგალითად ყველას გვაქვს პრობლემები. ამ შემთხვევაში მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა პრობლემაა, გადაჭრადი ან გადაუჭრელი. ისეთი პრობლემებიც არსებობს, რომლებმაც შეიძლება ადამიანს უსუსურობის და უძლურების განცდაც კი დაუტოვოს. ჩემი აზრით ზუსტად აქედან იწყება ნევროზი. ადამიანი უბრალოდ ვერაფერს უხერხებს თავის გასაჭირს, ღიზიანდება და ბოლოს… ან სულაც ისინი ეჩვევიან პრობლემებით ცხოვრებას და ყველაფერში პრობლემას ეძებენ.

დიდი დაკვირვება სულაც არ არის საჭირო რომ მიხვდე რა დღეში აქვს ხალხს ნერვები. განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ნებისმიერი, სრულიად უწყინარი ხუმრობის წინაც კი, კარგად თუ არ დაფიქრდი, შეიძლება  საავადმყოფოში ამოყო თავი მძიმე მოტეხილობით ან გამჭოლი ჭრილობით.

მიზეზი: – ადამიანებს ნერვები კბილებით უჭირავთ! მაგრამ კბილებიც აღარ უვარგათ, რადგან ძილში (თუ როგორმე დაიძინეს) კრაჭუნისაგან უფუჭდებათ.

აი ასეთია ბოროტი რეალობა, რომელსაც საკუთარი უგუნურებითაც მშვენივრად ვუწყობთ ხელს. არადა ხომ შეიძლება უბრალოდ ‘გავატაროთ’ რაღაც რისი მოგვარებაც არ შეგვიძლია? საერთოდ რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს, რასაც მაინც ვერაფრით შევცვლით, საქმე დაილია ამ ქვეყნად? მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნა ხომ უფრო ადვილია, ვიდრე დაჯდომა და რაიმე სასარგებლოს სწავლა? დასკვნა: – სიზარმაციდან მოდის ყველაფერი ცუდი!

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ

მოკლედ, თუ საკუთარ თავს შეატყვეთ მსგავსი სიმპტომები, ჩემი რჩევა იქნება შეხედოთ სამყაროს იუმორის თვალით. თუმცა უმჯობესია მაინც ექიმს მიაკითხოთ. ხოლო თუ მსგავსი უბედურებები თქვენთვის ნაცნობი არ არის, მაშინ ოდნავ უფთხილდით ნევროზიანებს. თქვენი ნებისმიერი დაუფიქრებელი ქმედების გამო, უკეთეს შემთხვევაში ისინი შეიძლება აფეთქდნენ, უარეს შემთქხვევაში კი თქვენ აგაფეთქებენ. :mrgreen:

Advertisements

“გოიმი” რომ არ გამოჩნდე

სიტყვა “გოიმი” ბრჭყალებში, რადგან სინამდვილეში სულ სხვა რაღაცას ნიშნავს.

ფორუმია თუ ბლოგია, ყველგან ნახავთ  თემებს რბილი “ლ”-ს დამღუპველი ზეგავლენის, ადნაკლასნიკების “გოიმურობის” და კიდევ უამრავი ახლად დამკვიდრებული “დებულების” შესახებ.

თუ საერთოდ ვინმესთან თავის ჭკვიანად წარმოჩენა/გასაღება გინდა და კარგი შთაბეჭდილების დატოვება,  უნდა გაითვალისწინო შემდეგი პირობები. (ძირითადად გოგოებს ეხება)

1. მაქსიმალურად უნდა დაგმო და გაათახსირო რბილი “ლ”-ები და მათი წარმომთქმელები. ოღონდ ისე, რომ თავად არ წამოგცდეს, თორემ დაღუპული ხარ, ფაქტიურად უკვე ყველას “გოიმი”ეგონები.

2. უნდა აძაგო “ადნაკლასნიკები” თავის მომგონიან-მომხმარებლებიანად. არავინ არ უნდა გაიგოს, რომ სინამდვილეში სხვა სახელით შედიხარ და ინკოგნიტოდ ათვალიერებ “დრუზიების” მოქმედებებს. ნუ თუ გაგიმართლა და დარეგისტრირება ვერ მოასწარი, სანამ ფასიანი გახდებოდა, მაშინ სუფთა სისხლის “არაგოიმი” ხარ და შეგიძლია მხოლოდ ამ საიტის ძაგებით შემოიფარგლო, არაფრის დამალვა აღარ მოგიწევს. Read the rest of this entry

%d bloggers like this: