Blog Archives

“12-დან 3-მდე” და “Secret Garden”

მორიგი დაუგეგმავი პოსტის დაწერას ვაპირებ და თანდათან ვატყობ, როგორ არ მემორჩილებიან აზრები და როგორ ვცდილობ სათქმელს თავი ისე მოვუყარო, ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გახდეს გასაგები. აი, რა ცუდი ყოფილა გადაჩვევა, ყველაფერს გადაჩვევა და სიჩუმე. ბოლო დროს, იმდენად ჩუმად ვარ, საკუთარ თავსაც კი აღარ ველაპარები 😀 ჰო, ფიქრსაც გადავეჩვიე, დავიღალე… სამაგიეროდ, თავი უფრო ნაკლებად მტკივდება და უფრო ყურადღებით ვმეცადინეობ. სულ რომ არ გადავგვარდე და საკუთარი თავი ისევ ვიცნო, მუსიკას ვუსმენ, ჩუმ-ჩუმად ვღიღინებ და “ბუნების წიაღში” ვსეირნობ, ჩემებურად, ასფალტზე ფეხების ბარტყუნით. ზოგჯერ, სიარულ-სიარულში ყველა ფლეილისტს რომ ბოლომდე მოვუსმენ, საშინლად ვიბნევი. მგონია ხოლმე, რომ რესურსები ამომეწურა და უკვე ყველაფერი მოსმენილი მაქვს, რაც მომწონს. მერე სასოწარკვეთა მიპყრობს, როცა გავიფიქრებ “რა მუსიკა უნდა დაიწეროს კიდევ ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ან ვინ უნდა იმღეროს ისე, აქამდე რომ არ უმღერიათ?..” არადა, ვიცი, უკეთესზე უკეთესი მაინც არ დაილევა, მაგრამ მე რომ მომეწონოს, ისეთი იქნება? მე ხომ სუბიექტური ვარ და ჩემი კრიტერიუმებით ვაფასებ ყველაფერს. Read the rest of this entry

Advertisements

Fail fail and fail

ველას ჰქონია ცხოვრებაში წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები. ზოგჯერ დიდ წარმატებას წარუმატებლობა მოსდევს, ზეგჯერ კი პირიქითაა. ამ პროცესს თავიდან ვერ ავიცილებთ, მხოლოდ ის შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ წარმატებულობის პერიოდი მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ.

უკვე მეორე კვირაა ყველა გეგმა მეშლება. დიდი fail-ების ხანა დაიწყო.

ჯერ იყო და ვერ წავედი “მუსიკის ჰანგების” სპექტაკლზე. ძაან მიყვარს ეს მიუზიკლი და მინდოდა მისი ქართული ვერსია მენახა. დედაჩემის მოუცლლობის გამო ეს ამბავი ჩამეშალა.

შემდეგ მე და ვეკომ გადავწყვიტეთ “ინტელექტუალური წიაღსვლა” მოგვეწყო და ერთდროულად წავგეკითხა რაღაც წიგნი, შემდეგ კი ერთად განგვეხილა და გვესაუბრა მის შესახებ. ეს წამოწყება თითქოს ადვილი ჩანს, მაგრამ ვეკომ ის დაგეგმილი წიგნი ვერ იპოვნა ბიბლიოთეკაში.

Read the rest of this entry

ყველაზე ცუდი დღე :|

ღეს 7 დეკემბერია. ამ თარიღს კარგად დავიმახსოვრებ და ვეცდები ასეთი დღე მეორედ აღარ განმეორდეს ჩემს ცხოვრებაში. კიდევ ერთი საზიზღარი გამოცდა, თავისი 30 საკითხით, რომლებიც თავის დროზე ვისწავლე, მაგრამ ოჰ ეს წყეული სიბერე.

მოკლედ როგორც ამ პოსტში ავღნიშნე, დღეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოცდა მქონდა. მთელი ორი დღე მოვანდომე 30 საკითხის გამეორებას. მივხვდი რომ აღარაფერი მახსოვდა და ყველაფრის თავიდან სწავლა დამჭირდებოდა.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: