Blog Archives

მეოთხე თვალი

ახალი უკიდურესობა დამჩემდა. ადრე ვწუწუნებდი, არ ვიცოდი რა მეწერა, ახლა კი ყველაფერს ვწერ რისი დაწერაც შეიძლება და არ მეზარება. ყველგან პოსტის საწერი იდეაა ჩასაფრებული 😀

წინა პოსტებში სადღაც დავწერე, რომ თვალის ექიმთან დავდიოდი. ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც მკურნალობა დამინიშნეს, მერე კი სათვალეც გამომიწერეს, პატარა მინუსი აღმომაჩნდა და უკვე ნერვებს მიშლის.

რა თქმა უნდა ექიმმა თავიდან კენარში გამაგზავნა სათვალის საყიდლად, მაგრამ ისეთი რეცეპტი გამომიწერა, რომ კენარში მსგავსი ვერაფერი იპოვნეს და ამერიკიდან სპეცშეკვეთა შემომათავაზეს, სავავაუდოდ თვე-ნახევარში ჩამოვიდოდა  ჩემი შესაფერისი სათვალის მინები. თვე-ნახევარი მებევრა, ამიტომ იძულებული გავხდი ყველა ოპტიკური მაღაზია შემომევლო, რათა როგორმე მიმეგნო საჩემო სათვალისთვის.

საბოლოოდ პარასკევს მივაგენი, წერეთლის გამზირზე ოპტიკას, სადაც დამპირდნენ რომ დღეისთვის დამიმზადებდნენ სათვალეს, მანამდე კი კომპიუტერისგან დამცავი სათვალე ვიყიდე და ბედნიერი დავბრუნდი შინ. საბოლოოდ დღეს დილით მივაკითხე იმ ოპტიკას და  სათვალე წამოივიღე. Read the rest of this entry

Advertisements

ალერგიული პოსტი

5 წლის ვიყავი, როცა ალერგიის გამო პირველად მიმიყვანეს ექიმთან. მთელ სახეზე “ზელიონკები” მესვა და ცხვირი კარტოფილივით მედო.  ექიმმა მკაცრი დიეტა დამინიშნა და იმით დამამშვივიდა, რომ ალერგიულები ნიჭიერები არიანო მითხრა, ოღონდ არ ვიცი საიდან გამოიტანა ეს დასკვნა.

ამ დაავადების გამო ვერ ვყნოსავ ყვავილებს, ვერ ვჭამ ზოგიერთ ხილს, ვერ მივდივარ ჩემს ყველაზე ახლო მეგობართან, რადგან სახლში კატა ჰყავს. ყველანაირი კვამლის სუნი მგუდავს.

წელს გაზაფხულის ორმა თვემ ისე გაიარა, რომ ერთხელაც არ დამჭირვებია ალერგიის გამო წამლის დალევა. უკვე მეგონა რომ გამიარა, მაგრამ გუშინწინ ახალი ტალღით შემომიტია.

ორი დღის წინ, სახლისაკენ მიმავალმა შემთხვევით ვეკო შევამჩნიე ქავრთარაძის ქუჩაზე. ხოდა ვეკო რის ვეკოა თუ მაღლივის ხიდზე სურათები არ გადაიღო =)))))))

იქამდე რაღაც გაურკვეველი გზით წავედით. ბალახები იყო და მიწაზე ჭიანჭველები დადიოდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ჭიანჭველები ზედ მაბობღდებოდნენ და მკბენდნენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. მერე მივედით ხიდამდე და ეს ჭიანჭველები სულ დამავიწყდა. სურათები გადავიღეთ, ვეკომ თავისი საყვარელი, ექსტრემალური ილეთიც გააკეთა (ხიდის მნოაჯირზე ფეხებით გადაკიდება) რომლისაც მე ძალიან მეშინია.

სახლში რომ მივედი, შევამჩნიე,  მუხლამდე გამოყრილი მქონდა ფეხებზე. ხელებზე კი მაჯებიდან მხრებამდე მეტყობოდა ალერგიული კვალი. თავიდან მეგონა ჩუთყვავილა მჭირდა.

ექმის რომ დავურეკე ისეთი რამ მითხრა, ახლაც მიკვირს. ეგ იმიტომ დაგემართა, რომ გეგონა ჭიანჭველები დაგდიოდნენო და შეიძლება სიზმარშიც შეიძლება რამემ ალერგია მოგცესო. O_o

ესეიგი თუ ოდესმე კატა ან ბაბუაწვერა დამესიზმრა, წასულია ჩემი საქმე ?

გაგიგიათ ასეთი რამ, რომ მოჩვენებითმა მიზეზებმა შეიძლება  რეაქცია გამოიწვიოს?

ბურღ

2 კვირაა დაგეგმილი მაქვს ავად სახსენებელი და ყველასათვის საძულველი –  სტომატოლოგთან ვიზიტი.  შევამჩნიე რომ ორი კბილი ჯანმრთელად ვერ გამოიყურებოდა და გადავწყვიტე აღარ დამეყოვნებინა. ძალიან ვუფრთხილდები კბილებს სანამ დროა, რადგან სულაც არ მინდა 40 წლის ასაკში პროტეზით ვიარო, ჩემი სკოლის ზოგიერთი მასწავლებელივით . ახლა კიდევ სიბრძნის კბილი ამომდის და ეს ცალკე მიბურღავს ტვინს, გამოცდების დროს გამაყუჩებლებს ვეტანებოდი აქტიურად რომ კონცენტრაციაში ხელი არ შეეშალა ტკივილს. კიდევ ეგ მინდოდა ხელის შემშლელი 😀

წინა კვირას ვერ მოვახერხე მისვლა, დაკავებული იყო ჩემი ექიმი, თანაც ისეთი არაფერიაო მითხრა, მაგრამ მე  მაინც დროზე მინდოდა  ამ პრობლემის აღმოფხვრა, სანამ რთულ ფორმებში გადაიზრდებოდა და ნემსის გაკეთება და უამრავი საზიზღარი ჩარევა დასჭირდებპდა ამ ამბავს.

Read the rest of this entry

ასრულდა!

ღეს გავიღვიძე და მივხვდი რომ ეს ის დღე იყო, რომელსაც დიდხანს ველოდი. რა დღე?  დღე, როცა გამოცდები დამთავრებულია, შაბათია და დედაჩემს დანაპირების ასრულება მოუწევდა. გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ფოტოაპარატის ყიდვას მპირდებოდა. ჰოდა ეს დღეც დადგა.

დილით ჯერ კბილის ექიმთან უნდა მივსულიყავი, მაგრამ ჩემი ექიმი არ იყო ადგილზე და ამიტომ პირდაპირ “კიდობანში” წავედით. ახალ კიდობანში არ ვიყავი ნამყოფი, ამიჭრელდა თვალები იმდენი ფოტოაპარატების და ტელეფონების გარემოცვაში. მოფიქრებული მქონდა რომელიც უნდა მეყიდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ის მოდელი  მე არ გამომადგებოდა. ჩამოვუშვი ცხვირი…აღარ მინდოდა არაფერი, მაგრამ მერე ერთ მაღაზიაში შევედი, დიდი არჩევვანი არ იყო, მაგრამ მაინც დავუწყე ვიტრინებს თვალერება და ერთ კამერას დავადგი თვალი. გამყიდველი იყო რაღაც სასწაული, ძაან სასაცილო ვიღაც, ისე მიხსნიდა ფოტოაპარატების ფუნქციებს და რეჟიმებს,  ნამდვილად სიცილს დავიწყებდი ხასიათზე რომ ვყოფილიყავი. მერე შესადარებლად 2 კამერა აიღო და გარეთ გამიყვანა, ერთი ფოტოაპარატით მე უნდა გადამეღო სურათები, მეორით – იმას და მერე უნდა შეგვედარებინა. წერეთლის ბაღში ხალხი გადავრიეთ, გიჟებივით დავდიოდით და სურათებს ვუღებდით გამვლელებს, ხეებს, სკამებს, ნაგვის ურნებს…  :)))) ბოლოს ამოვარჩიე ერთ-ერთი და ვიყიდე. დღეს უკვე მეორედ დავტენე, იმედია არაფერი მოუვა და არ გამიფუჭდება.

რა თქმა უნდა, ეს ამბავიც ხიფათით დავამთავრე, ‘კიდობნის’ გამოსასვლელთან ქუსლიანმა ფეხსაცმელმა მიმტყუნა და… :)))) ეგ არაფერი, მთავარია არაფერი მომიტეხავს 🙂 მაგრამ დიდი სასაცილო სანახაობა კი იყო.

%d bloggers like this: