Blog Archives

ზაფხულის ბოლოს (ანუ რა ატრიალებს დედამიწას)

ზაფხული მიდის. რამდენიმე საათში მომავალ წლამდე დაგვემშვიდობება და კარს გაიჯახუნებს. ეს 91 დღე კი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ალბათ ხშირად გამახსენდება.

ამ ზაფხულს ბევრი ახალი ახალი რამ ვისწავლე, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი ადამიანი გავიცანი და კიდევ უფრო ჩემებური გავხდი, ვიდრე ვიყავი.

1. ყველაფერი დაიწყო გამოცდებით. მაინც მოვახერხე და მეორე კურსზე ვალები არ გადამიყოლებია. თუმცა ჩემი სიზარმაცე რამდენიმე ნერვული უჯრედის ფასად მაინც დამიჯდა. ამიტომ დასკვნა: – ნებისმიერ ფასად უნდა ვისწავლო ნერვების დაზოგვა. ყველაზე ლოგიკური ვარიანტია მეცადინეობის დრო დღეში 1 საათით გავზარდო.

2. გავიცანი უამრავი, სრულიად განსხვავებული ადამიანი, როგორც ჩემგან, ასევე ერთმანეთისაგან. ეს აბავიც ძალიან მიხარია, თანაც ჩემი “სტატისტიკური დაკვირვებებიც” ბევრად უფრო განვითარდა და ახალი იდეები დაემატა.

3. ამ ზაფხულს ვიყავი 3 ექსკურსიაზე.  ეს ყველაზე აზრიანი რამ არის ჩემთვის. კიდევ უფრო ბევრი ადგილი ვნახე საქართველოში და კიდევ უფრო მეტად მომინდა მთელი ქვეყნის შემოვლა და დათვალიერება. Read the rest of this entry

ლაგოდეხის ნაკრძალი + სიღნაღი

მას შემდეგ რაც, როგორც იქნა ჩემი გავიტანე და დასასვენებლად მაინც არ წავედი, უკვე მეგონა, რომ ამ ზაფხულს თბილისიდან ფეხის გადგმა აღარ მეწერა. თუმცა მოულოდნელად ერთმა ჩემმა მეგობარ-კლასელ-კურსელმა ლაგოდეხის ნაკრძალში, ექსკურსიაზე წასვლა შემომთავაზა.

სიტყვა “ექსკურსიის” ხსენებაზე თვალებში ყოველთვის მწვანე ფოთლები მიციმციმებს. როგორ გავბედავდი უარის თქმას? ისედაც სულ ვწუხვარ, რომ საქართველოს ძალიან ცუდად ვიცნობ.

მიყვარს კახეთის გზატკეცილი და საერთოდ ყველა გზა საქართველოში. ერთი სანახაობა მხოლოდ პეიზაჟების თვალიერება იყო. გვალვის მიუხედავად მაინ საინტერესოდ გამოიყურებოდა გარემო. ზოგი მდინარე დამშრალიც კი იყო, ამის მიუხედავად კახეთში სიმინდის მოყვანაც დაუწყიათ. გზიდან ყანები მოჩანდა, უწყლობისაგან სიმწვანედაკარგული.

თავიდან სიღნაღში ჩავედით. (ღამის გათევას იქ ვაპირებდით) ცოტა დავისვენეთ და მაშინვე ლაგოდეხის ნაკრძალისაკენ ავიღეთ გეზი. არასოდეს ვყოფილვარ იქ. მეგონა სიცხისაგან იქნებოდა გადახრუკული ყველაფერი, მაგრამ ეს წარმოდგენა ერთ წამში გამიქრა.

Read the rest of this entry

ექსკურსია ბორჯომში (ანუ შოკური თერაპია)

ყველამ იცით რომ გუშინ ბლოგერების მესამე ექსკურსია იყო. ამაზე ალბათ ისედაც ყველგან დაიპოსტება, ასე რომ თუ გგონიათ  აქ რაიმე საინტერესოს დავწერ, ჯობია ახლავე შეწყვიტოთ კითხვა  😀 😀 ამ პოსტს, ისევე როგორც თითქმის ყველა დანაარჩენს, რაც დამიწერია, პირადი პოსტების კატეგორიაში ვუშვებ.

მოკლედ, როგორც იქნა თავისუფალი დრო მომეჭარბა და გადავწყვიტე ბლოგერთა ექსკურსიაზე წავსულიყავი. თავიდან არ ვაპირებდი, რადგან ნათია და ვეკო არ მოდიოდნენ და მე რაღა მინდა მეთქი ვფიქრობდი. ბოლოს დამეზარა სახლში ჯდომა, ავიღე თავი და წავედი. მანამდე დედაჩემის დათანხმებაზე დამჭირდა ღრეჯვა, რომ როგორმე გავეშვი. ბოლოს დამთანხმდა რამდენიმე პირობით: არ უნდა ავსულიყავი ხეზე, არ უნდა მევლო მზეზე, არ უნდა მერბინა (ისედაც ათასჯერ ვარ გადარჩენილი ფეხის მოტეხვას) და კინაღამ ისიც მითხრა, მარშუტკა სანამ კარგად არ გაჩერდება, იქამდე არ ჩამოხვიდეო. 😀 😀

ჰოდა წავედი ჩემს საყვარელ ადგილას, ბორჯომის ხეობაში. მიყვარს მგზავრობა, როცა გარშემო მშვენიერ ხედებს ვაკვირდები. ვინანე რომ ყურსასმენები და სათვალე არ მქონდა წაღებული, თორემ სათვალით, მუსიკის ფონზე უკეთესად  დავათვალიერებდი ულამაზეს პეიზაჟებს.

დედაჩემი ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა და მეკითხებოდა სად ვიყავი და როგორ ვიყავი. ეგ არაფერი, ისედაც გამიკვირდა რომ საერთოდ გამიშვა ექსკურსიაზე (ასეთი რთული ხვედრი გვერგო ჩვენ, დედისერთებს). რა თქმა უნდა, ჩემი ბატობის გამოსავლენად აქაც მოვიცალე და მდინარეზე გადასვლისას ცალი ფეხი მუხლამდე ჩამივარდა წყალში,   კეტების ჭყაპუნით და სხვადასხვა ფერის ტოტებიანი შარვლით მომიწია სიარული 😀 😀 ბორჯომის პარკის დანახვა ასე არასოდეს გამხარებია,  მეგონა ჩემს საკუთარ ეზოში დავიარებოდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი. საერთოდაც ბორჯომი ისეთი ლამაზია, ათასჯერაც რომ მქონდეს ნანახი, მაინც აღფრთოვანებას გამოიწვეს. თანაც იქ სულ გრილა და მშვენიერი პირობებია დასასვენებლად და სასეირნოდ.

ესეც ასე. ახლა ჩემი უნიჭობის რამდენიმე გამოვლინება დაათვალერეთ და დატკბით სიმწვანით. Read the rest of this entry

%d bloggers like this: