Blog Archives

“ისედაც ლამაზი ხარ”

ზოგიერთს გაუკვირდება,  მაგრამ ყოველ დილით, როცა სახლიდან გასვლას ვაპირებ, საშუალოდ, 1 საათს მაინც ვანდომებ სარკის გარშემო ტრიალს. ეს არ არის ჩვევა, უბრალოდ მეტისმეტად ზოზინა ვარ იმისთვის, რომ 10 წუთში მოვასწრო თავის წესრიგში მოყვანა, დავარცხნა, მაკიაჟი და ა.შ. თუ ყველა პუნქტი საფუძვლიანად არ შევასრულე, მომიწევს მთელი დღე დისკომფორტის ქვეშ გავატარო. ზოგი მეგობარი დამცინის კიდევაც ამის გამო და მოთმინების ფიალა ევსებათ, როცა სადმე გვეჩქარება და მე ამ დროს წარბების ამოქნას მივყოფ ხელს. ამ დროს, მზად არიან დამაჯერონ, რომ ჩემი წარბი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშივით გამოიყურება, ოღონდ დროზე დავაგდო ხელიდან სავარცხელი და სახლიდან გავეტიო.

ეს ისე, მაგალითისთვის. ზოგადად კი ძალიან მაღიზიანებს გამონათქვამები:

  • რად გინდა დიეტაზე რომ ხარ? ასე უფრო საყვარელი ხარ;
  • არ გეზარება რომ ვარჯიშობ? ისედაც კარგ ფორმაში ხარ;
  • რად გინდა მაკიაჟს რომ იკეთებ, ისედაც ძალიან ლამაზი ხარ;
  • კბილები რატომ უნდა გაისწორო? მაინც მშვენივრად გამოიყურები;
  • დააგდე ეგ პინცეტი, ისედაც კარგად გაქვს წარბები;
  • ნეტა შენ, ამ ქუსლიანებით სიარული რომ არ გეზარება, კედებს ვერ ჩაიცვამდი?
არ ვიცი, რომელი გამონათქვამი უფრო შეესაბამება ასეთ დამოკიდებულებას, “სხვისი ჭირი -ღობეს ჩხირიო” თუ “სხვის ომში ყველა ბრძენიაო”?

ზღვიანი პოსტი

რაც თავი მახსოვს, არასოდეს მყარებია დილით ადრე გაღვიძება. ყოველითვის ძილისგუდობას მაბრალებდნენ. სულ მიკვირს, რა საჭიროა დილის 6 საათზე წამოხტომა, როცა საქმე მაინც არაფერი მაქვს?

დღეს, მთელი არდადაგების განმავლობაში, პირველად გავიღვიძე ადრე, რათა გუშინ მოფიქრებული გეგმები შემესრულებინა. გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, სიჩუმეს მხოლოდ მეეზოვეთა ცოცხების შრიალი არღვევდა. – წავიდე? – ვკითხე ჩემს თავს და იმანაც დადებითი პასუხი გამცა. სინამდვილეში მხოლოდ იმისთვის გავიღვიძე, რომ მაინტერესებდა მართლა წავიდოდი თუ – არა.

მარი (ჩემი მეგობარი) უკვე დიდი ხანია სპორტულ ცხოვრებას მისდევს. რაც მას ვიცნობ, სულ ვარჯიშობს და ცეკვავს. გუშინ, როცა ჩემთან იყო მოსული და თბილისის წყალსაცავზე (ზღვას რომ ეძახიან :D) სირბილისა და ვარჯიშის ამბებს მიყვებოდა, ძალიან დამაინტერესდა. Read the rest of this entry

პარალიზებული

heeeelp! ცუდადაა ჩემი საქმე, ვერ ვმოძრაობ. ძლივს მოვხოხდი კომპიუტერამდე. თავის გარდა ყველაფერი მტკივა. სიმწრისგან ვიცინი. (უფრო სწორად ვიღიმი, რადგან სიცილიც მიჭირს) მართლაც და სასაცილო დღეში ვარ.

ახლა რაშია საქმე: გუშინ გადავწყვიტე განმეახლებინა ვარჯიშები. რადგან დაცხა, გარეთ კილომეტრებს ვეღარ დავდივარ და ამოტომ ისევ ვარჯიშს მივმართე. 300 პრესი გავაკეთე და კიდევ უამრავი ვარჯიში. გადაჩვეული ვყოფილვარ და დილით რომ გავიღვიძე, მეგონა კატოკმა გადამიარა.

რა მეშველაბა ახლა? როდემდე უნდა ვიყო ასე ნეტავ. თან კენარში ვარ წასასვლელი, სათვალე მაქვს შესაკვეთი, ექიმმა დამინიშნა. 😦 ამაზე სხვა დროს დავწერ.

წავედი ახლა, იქნებ აბაზანამ მიშველოს.

ახლა გადავრჩე და სულ აღარ ვივარჯიშებ არასდროს.

%d bloggers like this: