Blog Archives

მე და წიგნები

vectorgirl213წიგნის ჭია არასოდეს ვყოფილვარ. არა, განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც ძალიან მეზარება წიგნი ხელში ავიღო და ინტერესით ვიკითხო:

1. ყურადღების გამახვილების პრობლემა მაქვს. თუ წიგნი ძალიან საინტერესოდ არ დაიწყო, საერთოდ ვერ ვუდებ გულს.

2. არ შემიძლია კითხვა, როცა ირგვლივ სიწყნარე არ არის.

3. სულ მეძინება, ამიტომ ერთ საათზე მეტს ჩემი თვალები ვერ უძლებენ და თვითნებურად იხუჭებან.

4. სხვა გასართობებს უფრო მეტი დრო მიაქვს.

გაგკვირდებათ და არასოდეს დამიმალავს და არც  არასოდეს დავიჩემებ, რომ დოსტოევსკის, ჯოისის, თომას მანის და კიდევ ზოგიერთი “სავალდებულო” მწერლის შემოქმედება სულ ზეპირად ვიცი.

ამიტომ, ბოლო 10 წლის განმალობაში, ჩემს “სამკითხველო დარბაზს” საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. ჩანთით დავატარებ ნებისმიერ წიგნს, ზოგჯერ ერთზე მეტს, ხასიათის მიხედვით. მოხერხებულად მოვკალათდები და შესაბამისი მუსიკის ფონზე ვკითხულობ. მუსიკა აუცილებელი პირობაა. კონცენტრაციაში მეხმარება, რომ ჩემი ძვირფასი ყურადღება ქუჩის ხმაურმა არ მიიპყროს.

ჰოდა, 1 თვის წინ, ჩემს საყვარელ sms.tsu.ge-ზე შეტყობინება მომივიდა, სტუდენტური კონკურსის შესახებ. წესები მარტივია. უნდა წაიკითხო წიგნი, რომელსაც დაგავალებენ და შემდეგ წერო ტესტი ამ წიგნის  შესახებ. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჰუმანიტარებს შევეჯიბრებოდი მხატვრული ლიტერატურის კითხვაში. პირველკურსელი ჰუმანიტარები VS. მაგისრანტი მაღლიველი. რაც არის – არის. სანამ საკურსოს წერას დავიწყებდე, მშვენიერი გასართობი ვიშოვე. მთლად ბოლო ადგილზეც არ გავალ. Wish me luck 😉

%d bloggers like this: