Blog Archives

თოვლიანი პოსტი

“მარი რის მარია თოვლს და მოგუნდავე ბავშვებს მეექვსე სართულიდან თუ უყურა და ერთი თვითონაც არ დაიწვა თოვლის სიცივისგან ხელებიო” უთქვამს ვიღაცას 🙂 ვიღაცას კი არადა მე ვამბობ. მართლაც რა გამაჩერებდა სახლში და როგორ დავტოვებდი ამ ნანატრს თოვლს ასე უყურადღებოდ. მაგრამ აქვე ერთ პრობლემას წავაწყდი: “მარტო ხომ არ ჩავალ”. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გონება გამინათდა და ის 12 თუ 13-სართულიანი შენობა გამახსენდა 🙂 დიახაც,  მაღლივი ყოველთვის უდრტვინველად დგას თავისი ერთგული “მიმდევრების” სამსახურში.  ამ გაგანია გამოცდების პერიოდში, გამორიცხული იყო იქ ერთი ნაცნობი მაინც არ მენახა. თუმცა კიდევ უფრო გამიმართლა და თიკომ დამირეკა, ქულები გამოუკრავთ და ავიდეთ, გავარკვიოთო.  ქულა კი ვიცოდი, მაგრამ მიზეზი ხომ უნდა მქონოდა, აბა მარტო საგუნდაოდ იქ ვინ ადის (ნორმალური).

Read the rest of this entry

ესეც ასე..

ოვლის მოსვლას რომ ეღირსა თბილისი ეს უკვე თითქმის ყველა ბლოგზე განხილული თემაა. რამდენი ხანი ველოდი ამ თოვლს და რა დროს მოვიდა. დამცინეთ, არ მოგერიდოთ :))) დეკემბრიდან დაწყებული ყოველდღე ამინდის პროგნზოს “ვჩხიბავდი”, იქნებ როგორმე ითოვოს მეთქი მაგრამ… მერე ბაკურიანში წასვლა დავაპირე…  წელს ძალიან მქონდა  თოვლის მოსვლა აჩემებული, თითქოს არ მქონდეს ნანახი ან 5 წლის ვიყო და ციგით სრიალი მიხაროდეს.

ახლა მოვიდა ნანატრი სტუმარი, მე კი ვუყურებ ფანჯრიდან ეზოში მოთამაშე ბავშვებს… მეც მინდაააა.. მაგრამ რადროს თოვლია, მინიმუმ 1 ხელახლა ჩასაბარებელი გამოცდა მელოდება. იქამდე ჯერ საკმარისი დრო მაქვს, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებ, გარეთ ფეხს ვერ ვადგამ. უარესის ღირსი ვარ, დროზე უნდა გამეუქმებინა ის ფეთი. 😛

მერვე კლასში ვიყავი როცა ბოლოს ვიგუნდავე. ძაან მაგარი ციგა მქონდა,   ბიძაჩემმა  მიყიდა 5 წლის რომ ვიყავი. მახსოვს როგორ მიხაროდა 🙂 რამდენჯერ გადმოვვარდნილვარ იმ ციგიდან, მაგრამ  სულ ვიცინოდი რომ დედაჩემს არ ჰგონებოდა რამე ვიტკინე და სახლში არ ავეყვანე. არადა რამდენჯერ ნატკენი ხელით, სიმწრით ამითრევია ის ციგა გორაკზე:)))

წავედი ეხლა მეცადინეობას გავაგრძელებ, თორემ ამ გამოცდაზე ვეღარაფერი მიშველის. ისე ამ ბოლო დროს ძაან დავეჩვიე პირადი პოსტების წერას.  მაგრამ არაუშავს, მალე გამოვასწორებ. მისახედი აქვს ეს ბლოგი აშკარად…

%d bloggers like this: