Blog Archives

ოპტიმიზმი და ოცდამეათე მგზავრი

ყველაზე საშიში ადმიანი, ალბათ სიკვდილმისჯილი პატიმარია. იცის, ვერსად გაიქცევა და იძულებულია ბედს დაჰმორჩილდეს მანამ, სანამ გადარჩენის სულ მცირე იმედს არ მისცემს ვინმე. სასოწარკვეთილ ადამიანს ყველაზე იოლად დააჯერებ, რისი დაჯერებაც უნდა. ყველაფერი შეგიძლია გააკეთებინო. საითაც გინდა, იქით წაიყვან და ისიც უსიტყვოდ გამოგყვება. დასაკარგი მაინც არაფერი აქვს და ურჩევნია იმედი მაინც ჰქონდეს, რითაც ცხოვრებას გააგრძელებს. საკუთარ თავს თუ არა, ეგებ ვინმეს მაინც გამოადგეს რამეში. საშინელებაა სასოწარკვეთა, მაგრამ რა აზრი აქვს, საპნის ბუშტზე დაამყარო მთელი იმედები, რომელიც საჰაერო ბურთად ვერასოდეს გადაიქცევა? თუმცა, ხომ გაგიგია, მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვაო? ჰოდა გვჯეროდეს! დაე ყველამ ბეჯითად დავიჯეროთ, რაც გვინდა და ასეც იქნება… აი, ისე უნდა დავიჯეროთ, როგორც ამ ოცდამეათე მგზავრს, ყვითელ სამარშუტო ტაქსში, კართან მიჭყლეტილი რომ დგას, ყოველ გაჩერებაზე ჩასვლა და ყველას გატარება უწევს, მერე 80 თეთრს რომ გადაიხდის და მთელი გულით სჯერა, რომ კომფორტულად მგზავრობს ახალი მიკროავტობუსით.

გჯეროდეთ და იყავით ბედნიერები… 🙂 😐

Advertisements

იმიტაცია თუ დანაშაული

იში ოხერიაო უთქვამს ვიღაცას. მე თუ მკითხავთ იმდენად ოხერიცაა, რომ სულ თავისუფლად გამოიწვევს ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანას და შეიძლება ჯანმრთელობაზეც სავალალო შედეგი მოახდინოს.

ნახევარი საათის წინ, ჩემს კორპუსთან სასწრაფოს მანქანა მოქანდა. მე სახლში მარტო ვიჯექი არხეინად, მხოლოდ ის მაწუხებდა, რომ მობილურს რაღაც ეტაკა და დაკავშირებას ვერავისთან ვახერხებდი.  სასწრაფო კაი ამბავზე არასოდეს მოდის, ასე რომ დამაინტერესდა ვის ჭირდებოდა დახმარება და გადავწყვიტე გამერკვია. თურმე ჩემს მეზობელს შიშისგან ლამის გული გაუსკდა და მოსასულიერებლად სასწრაფო დასჭირდათ.

და რამ შეაშინა ასე? მე მოსულიერება ნებისმიერი კალიის ან ხოჭოს დანახვისასაც კი მჭირდება, მაგრამ რა მოუვიდოდა სუსტი გულის მქონე ადამიანს, როცა პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია “იმედი” საქართველოს ინტერვენციის  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თანაც ყოველგვარი მინიშნების გარეშე, რომ ეს მხოლოდ იმიტაციაა.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: