Blog Archives

ქულერი და კვების ბლოკი

აახლოებით ერთი თვის წინ, ინფორმატიკის ლექციაზე ლექტორი პროცესოპრის როლს გვიხსნიდა კომპიუტერის ფუნქციონირებაში. ბოლოს ერთი მარტივი დასკვნა გამოიტანა:

“პროცესორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კომპიუტერისათვის, თუ სახლში ქურდი შემოიპარა, ის კლავიატურას და მაუსს ხელს არ ახლებს, პირველ რიგში პროცესორს წაიღებს. ე.ი. პროცესორი არის ის, რაც ქურდს მიაქვს”

😀 ვგიჟდები ამ ადამიანის იუმორზე, ყოველთვის შეუძლია ადამიანი გააცინოს. მაგრამ მე იმ დროს პროცესორის ხსენებაზე სულ არ მეცინებოდა. დატანჯული ვიყავი ჩემი კომპიდან გამომავალი ხმაურით. მერე ვკითხე კიდევაც ლექტორს, რისი ბრალი იქნება მეთქი და მიპასუხა ალბათ ქულერს რამე ედებაო.

მას მერე, ცოტა ხანში ხმაური შეწყდა და მეც მიმავიწყდა ეს ამბავი.  ალბათ ამ პოსტს არც დავწერდი ყველაფერი თავიდან  რომ არ დაწყებულიყო. დიახ, უკვე ორი დღეა ტვინს მიბურღავს ამის ზუზუნი. დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე ამ ამბისთვის ბოლო მომეღო.

Read the rest of this entry

ისევ გამოცდები!

“გამოცდები” – მგონი ქართული სიტყვაა და ქართულად უფრო გასაგები სინონიმი აქ აქვს. ყველაზე საძულველი სიტყვაა რაც ოდესმე გამიგია და ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ფიგურირებს ჩემს ლექსიკონში. ჯერ დამთავრებული არ მგონია, რომ ისევ ახალი იწყება. მომიშალეს ნერვები…

შუალედურები როგორც იყო გადავაგორე, ახლა სემესტრულები მაქვს. 2 უკვე ჩავაბარე (იმედია ხელმეორედ ჩაბარება არ მომიწევს) ეხლა მესამე მაქვს, 4 საათზე მაღლივის რესურს ცენტრში, ინფორმატიკის  ტესტები უნდა ჩავაბარო.

ყველაფერი რაც ვიცი, ბოლო 3 დღის განმავლობაში კონსულტაციებზე გავიგე. სახლში ძალიან ცოტა ვიმეცადინე, მაგრამ ნერვიულობა არ მეტყობა. ყოველ შემთხვევაში გარეგნულად არ მეტყობა მგონი, მაგრამ ეს ამინდი კი ნაღდად მანერვიულებს, სიზარმაცეში მიწყობს ხელს და ძილისაკენ მიბიძგებს. ჯერ არ მომიფიქრებია რა ჩავიცვა (ანუ რა არ მენანება დღეს გასატალახიანებლად). მარშუტკიდან ფეხს ჩავდგამ თუ არა, უდიდესი ტლაპო დამხვდება და მუხლებამდე დამსვრის. არა რა… უნდა ვიყიდო ბოტები და დავისვენებ. აშკარად არ ვარ გამოცდებისა და სწავლის განწყობაზე. დასვენება მინდა ამდენი დაძაბულობისგან. აჯანყებას მიწყობს ტვინი და ვეღარ გამიგია, არ მემორჩილება გონება თუ გონებას არ ვემორჩილები მე. 

მოკლედ გამოცდების გარდა ყველაფერზე ვფიქრობ. იუმორისტულ შოუებსაც აქტიურად ვადევნებ თვალს 😀 ეხლა ბანძიაო და ეგეთები არ დაიწყოთ. ბლოგის განვითარებაზეც ხშირად ვფიქრობ, განსაკუთრებით მგზავრობის დროს.  ახლა ველოდები სანამ საძიებო სისტემაში ჩავარდება ჩემი ბლოგის მისამართი, მერე ახალი გეგმები მაქვს. მალე უფრო საინტერესო  გახდება აქაურობა, თუმცა წინასწარ მაინც არ მიყვარს ლაპარაკი და მერე თვითონ ნახავთ რაც იქნება.

Have a nice day!

წავედი მე!

%d bloggers like this: