Blog Archives

ლუდი და მომღერალი ბლოგერები

რა შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა სრულიად უღიმღამო, დამღლელი და რუტინული დღის შემდეგ? რა თქმა უნდა, მე მაშინვე სახლში წასვლას და 1-2 საათით გამოძინებას ვარჩევ ხოლმე, თუმცა სისულელეა ასე მოქცევა, როცა ზაფხული მოდის, გარეთ მშვენიერი ამინდია და შეგიძლია მეგობრებთან ერთად, ლუდის დასალევად და გასართობად წახვიდე სადმე.

აი, ასე მხიარული გამოდგა ჩემი ორშაბათი საღამო, როცა Studio 5 – ში, Efes-ის კარაოკე ფართიზე ამოვყავი თავი. დიდი ხანია ბლოგერებთან ერთად არსად ვყოფილვარ, ამიტომ განსაკუთრებით გამიხარდა, რომ საკმაოდ ბევრმა მოვიყარეთ თავი.

Read the rest of this entry

Advertisements

“მომბეზრდა” VS “მენატრება”

დიდი დაკვირვების და ექსპერიმენტების გარეშე, უკვე კარგა ხანია მივხვდი, რომ ადამიანები მაზოხისტები ვართ. გვიზიდავს ყველაფერი, რაც ყველაზე მეტად გვიშლის ნერვებს, დაახლოებით ისე, მელას რომ თავისი მახრჩობელა უყვარს. რაღაც მომენტში მზად ვართ გავანადგუროთ და არმოფხვრათ ეს ნერვების მომშლელი სუბიექტი, მაგრამ თუ მათი ნაკლებობა ვიგრძენით, უკვე ვეღარ ვისვენებთ.

დაახლოებით ასევე არაადეკვატური რეაქცია გვაქვს როცა გადაჭარბებული დოზით ვღებულობთ იმ ყველაფერს, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვიყვარს და გვეხალისება.

მეც ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ ახლა ამას ამიტომ ვამბობ.

მომბეზრდა!

მომბეზრდა, რაც მთელი წელი ჩემთვის ყველაზე დიდ ოცნებას წარმოადგენდა: სახლში ჯდომა, დასვენება, ბევრი წყლის სმა, კომპიუტერთან გდება, ვარჯიში… მოკლედ ყოველგვარი უსაქმურობა.

მომბეზრდა Nightwish-ის კარაოკეები, მომბეზრდა ორივე კლავიატურა, რაც ჩემს სახლსი მოიპოვება (კომპის და პიანინოსი), მომბეზრდა ღამღამობით, მთვარეზე დაკვირვება, ანასთან და ბავშვებთან ერთად გარეთ ჯოკრის უდარდელად თამაში. სხვების ნერვების მოშლაც მომბეზრდა და ის მანანა არჩვაძის პაროდიაც ხომ საერთოდ ამოვიდა ყელში. :mrgreen:

ამოტომ ავდექი იმ დღეს და გადავწყვიტე რამე ახალი წიგნი წამეკითხა. სულაკაურის გამომცებლობის საიტზე 20 ლარის ფარგლებში რამდენიმე წიგნი შევარჩიე და “პარნასში” გავექანე. ვიტრინებში ჩემი სათვალიანი სახე რომ დავინახე, ამდენი წიგნის ფონზე, ღიმილი მომერია. ჩემი მეზობელი “ნიჭიერა” გამახსენდა. არადა 14 წლამდე მეც ვიყავი წიგნის ჭია, მაგრამ მერე ინტერნეტმა გადამიყოლა.

გულის სიღრმეში ინტერნეტიც მომბეზრდა, მაგრამ ამას ჯერ არ ვაღიარებ.

ამ დიდი განცხრომისა და ბედნიერების ფონზე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მენატრება:

ვინ დაიჯერებს, რომ მე მართლა მენატრება მაღლივი? მენატრება “ეკონომიკის პრინციპების” აუარებელი ქსეროქსები და კონსპექტები. მენატრება  კოლოკვიუმზე დაძაბული ჯდომა, მენატრება 208-ე აუდიტორია. საერთოდ, ისინი ყველანი მენატრებიან. გუდ fუდიც მენატრება და ლექტორების პაროდიები.  საგნის შერჩენის შიშიც მენატრება. კონსპექტებში ცხვირის ჩარგვა და შუა ღამემდე მეცადინეობაც ტკბილად მახსენდება და მეორე დღეს ნახევრად მძინარე მდგომარეობაში  მარშუტკაში ჯდომა და მუსიკის მოსმენაც.

ერთადერთი ზამთრის სიცივე და ალბათობის თეორიის ლექციები არ მომენატრება არასდროს.

წავედი, ახლა კიდევ რაიმე ფილმი უნდა მოვიბეზრო. 🙂

%d bloggers like this: