Blog Archives

ცხოველთა გამბრაზებლები (ფოტოკოლაჟი)

ამ კვირაში ყველაზე ნაკლებ დროს ვატარებ სახლში, კომპიუტერთან და ეს ძალიან მიხარია. თან კარგი ამინდიცაა  და არ მეზარება აქეთ-იქით სიარული.  გუშინდელი ‘ფლორისტული’ დღის შემდეგ, გადავყწვიტე  არც ფაუნა დამეტოვებინა უყურადღებოდ. ამიტომ უნივერსიტეტიდან დაბრუნებისას გზაში თიკოს შევუჩნდი, ზოოპარკში წავიდეთ-მეთქი.

 

რა თქმა უნდა თავიდან უარზე იყო. შენ იქ დაგიტოვებენო, დაიწყო. თან სასწავლები მაქვსო. ოღონდ სასწავლი არ ეხსენებინა. ნერვები მომეშალა , დავუწყე ბუზღუნი, შენ მთელი ცხოვრება წიგნებს ურტყი თავი და რომ დაბერდები, მერე შვილიშვილებთან ერთად იარე-მეთქი ზოოპარკში სასეირნოდ. გაჭრა. ზოოპარკთან ჩამოვედით მარშუტკიდან.

რა თქმა უნდა,  ფოტოაპარატი უკვე ხელში მეკავა. პირველად თეზებს მივადექით. საწყლები, ძლივს ჩანდნენ იმ ჭუჭყიანი წყლიდან.  ზოგი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა.

მერე ფარშევანგებიც გამოჩდნენ. ზოოპარკს ისედაც ყველა კარგად იცნობთ, მაგრამ ვეცდები  ჩემებური ხედვით გადმოვცე ეს ყველაფერი.

გადავეკიდე ამ ფარშევანგს. მინდოდა კუდი გაეფხორა, როგორც მაგათმა იციან, მაგრამ იდგა და ნისკარტით ზურგს იქექავდა. მინდოდა გამებრაზებინა რომ გაფხორილიყო, მაგრამ მერე თიკომ ეს აბრა დამანახა, რომელიც თითქმის ყველა გალიას ამშვენებს.

რაღას ვიზამდი,  ცხოველთა გამბრაზებლობა რომ არავის დაეწამა ჩემთვის, შევეშვი იმ ფარშევანგს და ენოტს მივადექი.

საწყალი, აი ასე იწვა და არ იძვროდა ადგილიდან. ვერ გავუგე თავი და ბოლო. მინდოდა გაეღვიძა და გამოსულიყო, მაგრამ ისევ ის გაფრთხილება გამახსენდა და გადავიფიქრე მისი სიმყუდროვის დარღვევა.

მერე ეს ხოხობიც შემოგვხვდა. რაღაც უცნაურად იქცეოდა, ალბათ ავადაა  ან მშიერია 😦 ისე კი ლამაზი იყო. მასთან ერთად მეორე, უფრო ლამაზი ხოხობიც იჯდა გალიაში, მაგრამ აქეთ არ გამოდიოდა, ცოცხალი თავით.

მეცოდებიან ეს საწყლები. სულ არ ვერთობი მათი დათვალიერებით, უბრალოდ მაინტერესებს რა ყოფაში არიან. ვერც ვაჭმევ, მათი გამოკვების ამკრძალველი ნიშნებიც მრავლადაა გალიებზე.

ეესეც კუსკოები:D 😀 (ასე ვეძახი ყველა ლამას) ესენი ცოტა არხეინად იყვნენ, მაგრამ მაინც საცოდავად გამოიყურებიან.

ეს კი შემთხვევა, როცა ზებრა და სირაქლემა ერთად ‘ძოვენ’. სხვაგან სად, თუ არა ქართულ ზოოპარკში? საწყალ სირაქლემას ეტყობა სცხელოდა და ნისკარტი ლამის 160 გრადუსით ჰქონდა დაღებული.

თეთრი ვირი?

აი ამ ცხოველის ჯიშისა და წარმომავლობის შესახებ ვერაფერი გავიგე.  მხოლოდ “ვინი პუხის” იოს მივამსგავსე, მოწყენილი სახით. იჯდა დიდ გალიაში მარტო და ბალახის ნარჩენებს ზანტად წიწკნიდა.

ესეც გედი. ისე ამაყად უჭირავს თავი, თითქოს იმ ჭუჭყიან წყალში თვითონ კი არა, მე ვიჯდე. გედების გალიასთანაც კარგა ხანს გავჩერდით. მათ გარდა იქ კიდევ ორი ფრთამოტეხილი წერო იჯდა და კიდევ რაღაც დიდნისკარტიანი ფრინველი, რომელსაც  გაქუცულ ბუმბულზე და ჩამოყრილ ფრთებზე  ეტყობოდა, დიდი დღე აღარ ეწერა 😦

კენგურუების გალიას ამაოდ მივადექით. აღარ ყოფილან, ან მე ვერ დავინახე.

მერე ჩემი ბავშვობის ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონიც შემხვდა. მგონი აღარ მუშაობს. გული დამწყდა, არადა როგორ მიყვარდა ოდესღაც…

ამასობაში ზოოპარკის “დიდი გემის” ხმაც მოგვესმა და მისკენ წავედით. რა არის ზოოპარკი იმ გემის გარეშე? მართალია უკვე აღარაფრად ვარგა, მაგრამ მაინც დაიჯდომება. მე და თიკო ვისხედით მარტო. თიკოს რომ შევხედე, ადამიაინის ფერი აღარ ჰქონდა, მაგრამ არ იმჩნევდა არაფერს. მე  არხეინად ვიჯექი იმ იმედით, რომ მაინც და მაინც ახლა არ ჩამოწყდებოდა და ახალაშენებულ ავტობანზე არ გადამისვრიდა.

მერე მწვანე თუთიყუშებიც მოვინახულეთ. მათ გალიაში რატომღაც ქათმის წიწილებიც  დაიარებოდნენ. ალბათ რამე განსაკუთრებული ჯიშის გამოყვანას აპირებს თბილისის ზოოპარკი, მაგალითად  ქათამყუშის 😀 😀 😀

ბოლოს ამ ძილის გუდა ლეოპარდის  გალიის  წინ, პატარა კატაც შევნიშნეთ, მზეზე წამოგორებული. მშვიდად იჯდა და პოზიორობდა, ჩემი ფოტოაპარატის წინ.

 

აი ასე ჩაიარა ცხოველების შეწუხებამ.

ბოლოს ისევ ნაცნობი გზა და მთელი  7 საათის მონატრებული სახლი.

 

Advertisements

ალერგიული პოსტი

5 წლის ვიყავი, როცა ალერგიის გამო პირველად მიმიყვანეს ექიმთან. მთელ სახეზე “ზელიონკები” მესვა და ცხვირი კარტოფილივით მედო.  ექიმმა მკაცრი დიეტა დამინიშნა და იმით დამამშვივიდა, რომ ალერგიულები ნიჭიერები არიანო მითხრა, ოღონდ არ ვიცი საიდან გამოიტანა ეს დასკვნა.

ამ დაავადების გამო ვერ ვყნოსავ ყვავილებს, ვერ ვჭამ ზოგიერთ ხილს, ვერ მივდივარ ჩემს ყველაზე ახლო მეგობართან, რადგან სახლში კატა ჰყავს. ყველანაირი კვამლის სუნი მგუდავს.

წელს გაზაფხულის ორმა თვემ ისე გაიარა, რომ ერთხელაც არ დამჭირვებია ალერგიის გამო წამლის დალევა. უკვე მეგონა რომ გამიარა, მაგრამ გუშინწინ ახალი ტალღით შემომიტია.

ორი დღის წინ, სახლისაკენ მიმავალმა შემთხვევით ვეკო შევამჩნიე ქავრთარაძის ქუჩაზე. ხოდა ვეკო რის ვეკოა თუ მაღლივის ხიდზე სურათები არ გადაიღო =)))))))

იქამდე რაღაც გაურკვეველი გზით წავედით. ბალახები იყო და მიწაზე ჭიანჭველები დადიოდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ჭიანჭველები ზედ მაბობღდებოდნენ და მკბენდნენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. მერე მივედით ხიდამდე და ეს ჭიანჭველები სულ დამავიწყდა. სურათები გადავიღეთ, ვეკომ თავისი საყვარელი, ექსტრემალური ილეთიც გააკეთა (ხიდის მნოაჯირზე ფეხებით გადაკიდება) რომლისაც მე ძალიან მეშინია.

სახლში რომ მივედი, შევამჩნიე,  მუხლამდე გამოყრილი მქონდა ფეხებზე. ხელებზე კი მაჯებიდან მხრებამდე მეტყობოდა ალერგიული კვალი. თავიდან მეგონა ჩუთყვავილა მჭირდა.

ექმის რომ დავურეკე ისეთი რამ მითხრა, ახლაც მიკვირს. ეგ იმიტომ დაგემართა, რომ გეგონა ჭიანჭველები დაგდიოდნენო და შეიძლება სიზმარშიც შეიძლება რამემ ალერგია მოგცესო. O_o

ესეიგი თუ ოდესმე კატა ან ბაბუაწვერა დამესიზმრა, წასულია ჩემი საქმე ?

გაგიგიათ ასეთი რამ, რომ მოჩვენებითმა მიზეზებმა შეიძლება  რეაქცია გამოიწვიოს?

My news+Pet society

ესით ეს კვირა ჩემთვის საშინლად დაკავებული უნდა ყოფილიყო. უკვე თვეზე მეტია რაც გამოცდების განრიგი ვიცი და ამ კვირაში ვაპირებდი პირველი გამოცდის საკითხების საფუძვლიანად დასწავლას. თანაც საკუთარ თავს ვგლოვობდი, რადგან ვიცოდი რა ჯოჯოხეთიც  მელოდა, თანაც ამდენი აურზაურის შემდეგ. ახალი წელი.. სტუმრები.. ბოდიალი.. მოკლედ რას ვისწავლიდი არ ვიცი.

თანაც ბლოგზეც ვეღარ შემოვიდოდი და ახალს ვერაფერს დავწერდი. განსაკუთრებით იმ დროს მინდება წერა, როცა ყველაზე დაკავებული ვარ. საბედნიეროდ გაირკვა რომ ის საშინელი გამოცდა კაი ხნით გადაიდო და მეც შვებით ამოვისუნთქე.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: