Blog Archives

მე და წიგნები

vectorgirl213წიგნის ჭია არასოდეს ვყოფილვარ. არა, განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც ძალიან მეზარება წიგნი ხელში ავიღო და ინტერესით ვიკითხო:

1. ყურადღების გამახვილების პრობლემა მაქვს. თუ წიგნი ძალიან საინტერესოდ არ დაიწყო, საერთოდ ვერ ვუდებ გულს.

2. არ შემიძლია კითხვა, როცა ირგვლივ სიწყნარე არ არის.

3. სულ მეძინება, ამიტომ ერთ საათზე მეტს ჩემი თვალები ვერ უძლებენ და თვითნებურად იხუჭებან.

4. სხვა გასართობებს უფრო მეტი დრო მიაქვს.

გაგკვირდებათ და არასოდეს დამიმალავს და არც  არასოდეს დავიჩემებ, რომ დოსტოევსკის, ჯოისის, თომას მანის და კიდევ ზოგიერთი “სავალდებულო” მწერლის შემოქმედება სულ ზეპირად ვიცი.

ამიტომ, ბოლო 10 წლის განმალობაში, ჩემს “სამკითხველო დარბაზს” საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. ჩანთით დავატარებ ნებისმიერ წიგნს, ზოგჯერ ერთზე მეტს, ხასიათის მიხედვით. მოხერხებულად მოვკალათდები და შესაბამისი მუსიკის ფონზე ვკითხულობ. მუსიკა აუცილებელი პირობაა. კონცენტრაციაში მეხმარება, რომ ჩემი ძვირფასი ყურადღება ქუჩის ხმაურმა არ მიიპყროს.

ჰოდა, 1 თვის წინ, ჩემს საყვარელ sms.tsu.ge-ზე შეტყობინება მომივიდა, სტუდენტური კონკურსის შესახებ. წესები მარტივია. უნდა წაიკითხო წიგნი, რომელსაც დაგავალებენ და შემდეგ წერო ტესტი ამ წიგნის  შესახებ. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჰუმანიტარებს შევეჯიბრებოდი მხატვრული ლიტერატურის კითხვაში. პირველკურსელი ჰუმანიტარები VS. მაგისრანტი მაღლიველი. რაც არის – არის. სანამ საკურსოს წერას დავიწყებდე, მშვენიერი გასართობი ვიშოვე. მთლად ბოლო ადგილზეც არ გავალ. Wish me luck 😉

რასა ვიქმნ (ნოემბერი)

ბავშვობაში მეგონა, რომ ბევრს მხოლოდ დებილები კითხულობდნენ. ჭკვიანებს ეს არ სჭირდებოდათ, რადგან ისედაც ყველაფერს იოლად იგებდნენ და აღარ უწევდათ წიგნებში ზედმეტი კირკიტი. სულ მიკვირდა იმ კლასელების, რომლებიც გასართობად არასოდეს ჩამოდიოდნენ ეზოში, რადგან ეშინოდათ, რომ მეცადინეოაბს ვეღარ მოასწრებდნენ. თითო გაკვეთილის სასწავლად 3-4-ჯერ წაკითხვა სჭირდებოდათ. მე კი ერთი წაკითხვით, ყველაფერს ზედმეტი ბოდიალის გარეშე ვაბარებდი და შვენიერ შეფასებებსაც ვღებულობდი. ერთადერთი საგანი, რომელსაც ბევრ დროს ვუთმობდი, მათემატიკა იყო, ისიც იმიტომ, რომ თეორიული ნაწილის წაკითხვას არასოდეს ვკადრულობდი და ჩემით მიხვდრაში და ტვინის ჭყლეტაში დიდი დრო მეხარჯებოდა. “ამდენი სისულელე თუ წაიკითხა, დებილიც კი გაიგებს”  – პრინციპით განვვლე მთელი 14 წელი.

მერე დაიწყო უნივერსიტეტი. მახსოვს,  როგორ დამცხა, როცა პირველად დავინახე აგურზე უფრო სქელი “ეკონომიკის პრინციპების” სახელმძღვანელო და გავიგე, რომ სულ ორ სემესტრში უნდა მომესწრო მისი სწავლა. ასეთი იყო ყველა წიგნი, მაგრამ გამოცდების ჩასაბარებლად მალე ორი მშვენიერი მეთოდი შევიმუშავე: Read the rest of this entry

ბლოგერობის 2 წელი

აჰა, ისევ მავიწყდებოდა… იმდენად არ მეხერხება დაბადების დღეების მილოცვა, რომ საკუთარი ბლოგის 2 წლის იუბილეც კინაღამ აღუნიშნავი დამრჩა.

რა მაგარია, მე 20 წლის ვარ, ჩემი ბლოგი – 2-ის. მე კირჩხიბი ვარ, ეს – მორიელი. ვგავართ ხომ რაღაცით? 😀

დიახ, 25 ოქტომბერი ის დღეა, როცა გადავწყვიტე, ჩემი ინტერნეტ-ცხოვრებისათვის კიდევ ერთი ფუნქცია – პოსტების წერა შემემატებინა. აგერ, უკვე 2 წელია ვბლოგერობ და საბოლოო ჯამში, 330 პოსტი და 115 დრაფტი ეკუთვნის ჩემს კალამს კი არა და, კლავიატურას 🙂

ამასობაში, ბლოგერულ ცხოვრებასაც მივეჩვიე, ვკითხულობ უამრავ პოსტს, დროდადრო RSS feed-ებს ვანახლებ რიდერში და ვცდილობ არაფერი გამოეპარის ჩემს თვალთახევას (სხვა საკითხია, რამდენად გამომდის). მართალია, ბოლო დროს მომრავლებულ ბლოგების ერთმანეთისაგან გარჩევა მიჭირს, მაგრამ თითქმის უკვე ყველგან მოვასწარი საკუთარი IP-ის დაფიქსირება და ვფიქრობ, რამდენიმე მათგანი ჩემი ამოჩემებული ბლოგების სიაშიც შევა, რომლებსაც ყოველთვის ბეჯითად ვადევნებ თვალ. ისე, ვრცელი პოსტების კითხვას ძალიან მოვუკელი. მაინტერეებს ხოლმე, მაგრამ არც ნერვები მყოფნის მათს ბოლომდე წასაკითხად და არც თვალები მემოჩილება, ამიტომ ერთი კარგი მეთოდი შევიმუშავე: პოსტს სწრაფად ჩამოვსკროლავ ხოლმე და თითოეული ხაზიდან ერთი თვალის შევლებით ვცდილობ აზრის გამოტანას. თუ რამე საინტერესო შემხვდა, ვჩერდები და ყურადღებით ვკითხულობ.

აი, სულ ესაა ჩემი ბლოგერული ცხოვრება, ამ ეტაპზე. ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება წერა და ჩემი ბლოგიც მუდამ იმწვანებს 🙂

%d bloggers like this: