Blog Archives

-1 სართული

ულ მიკვირს ჩემი თავის, თუ რატომ არ მეშინია სიბნელის და მიწისქვეშეთების 😀  ჩემი კორპუსის სარდაფი 5 წლის ვიყავი  პირველად რომ დავათვალიერე. ეზოში დამალობანას ვთამაშობდით და რატომღაც იქ გადავწყვიტე შევარდნა. საშინელი სიცივე ოყო, ნესტის სუნი იდგა და კედლებიდან დენის კაბელების ზრიალი ისმოდა. კაი ხანი ვიბოდიალე, ვერავინ მომაგნო და მერე გამარჯვებული  გამოვედი სამალავიდან.  მას მერე მასეთი ადგილებით დავინტერესდი. 8-9 წლის ვიქნებოდი როცა ჩემს “ბანდასთან” ერთად ჩემი მშობლიური საბავშვო ბაღის სარდაფი დავათვალიერე. გასანათებლად სპეციალური ჩირაღდნები გამოვიგონეთ. საკმაოდ საშიში ჩირაღდნები კი იყო, მაგრად ბოლავდა, თან გარედან ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული და წვისას წვეთავდა. “ექსპედიციას” 1 კვირა მოვანდომეთ, ამასობაში ყველა გვირაბის აღწერა მოვასწარით და რუკაც შევადგინეთ. საშინელი ადგილი იყო, ჟანგიანი მილებით და თაგვებით სავსე.

Read the rest of this entry

Advertisements

მისი უთორმეტსართულიანესობა!

მაააღლივი –  ჩვენი ტკიივილი, მააღლივი ჩვენი დააარდიაა… ლალალალალააა…

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისიმინე რა რეაქცია მქონდა. ლამის გადავიფიქრე იქ ფეხის მიკარება, თუმცა ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი. ბოლოს ასრულდა დიდი ხნის ნანატრი საწადელი და როგორც იქნა მეც იქაურობის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, უაღრესად დაბნეული და შეშინებული წევრი. ადაპტაციისათვის 2 თვე მაინც დამჭირდა თუ მეტი არა. პირველ შუალედურ გამოცდას ნახევარი ნერვები შევალიე. არა ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ყველა ნერვიულობდა და მე რა მექნა :)) ეს ისე. ახლა სემესტრული გამოცდები მაქვს, ერთიღა დამრჩა(თურმე რა ერთი). დღეს კიდევ ერთი მოვიშორე, როგორც მოვიშორე  ახლავე გეტყვით.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: