Blog Archives

ისევ ‘მარშუტკაში’

გაჭირვების ჯამს ისევ მარშუტკის ამბები მიხსნის ხოლმე ბლოგზე. უკვე ბევრი დამიგროვდა, ვფიქრობ ახალი გვერდი გავხსნა, სახელწოდებით “ამბები მარშუტკიდან”.

დღეს, როცა სტატისტიკის სემინარზე მივიჩქაროდი, მშობლიური 135-თ, კიდევ ერთ სასაცილო  სიტუაციას წავაწყდი. ავედი თუ არა, როგორც ყოველთვის, მაშინვე ცალსკამიანი ადგილი დავიკავე და ჩანთიდან კონსპექტი დავაძრე. ტელეფონის ბატარეა ერთ ხაზზე მქონდა დარჩენილი, (დამავიწყდა დატენვა)  ასე რომ მუსიკას ვეღარ მოვუსმენდი. გვერდით, ორსკამიან ადგილზე 2 ქალი იჯდა, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის იქნებოდნენ, სავარაუდოდ მეზობლები. რა თქმა უნდა ყურადღებას სულ არ მივაქცევდი, რომ არა მათი ხმის ტემბრი და სასაუბრო თემები.

უაღრესაც აღშფოთებული  ხმით ერთი ეუბნება მეორეს:

– იცი ქალო რა უქნია იმ მერვე სართულის თამილას? ეს არჩევნები რახან მოიგეს, (თამილა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე თუ რაღაც ეგეთი ყოფილა, ‘ნაციონალური მოძრაობიდან’) ესეიგი მერიამ ეზოში მიწა დაუმტკიცა და ეხლა მაგისი ქმარი ეზოში გარაჟს აშენებინებს.

–  რას ამბობ ქალო, საგარაჟე კი არა, ძაღლის დასაბმელი ადგილი აღარაა დარჩენილი ეზოში.

– შენ ეგრე იძახე და რომ წამოგაჯდებიან თავზე მერე ნახე.

მერე ორივემ დაიწყო მეზობლების გაჭორვა, პოლიტიკური ამბების ქექვა…

ბოლოს, რაზეც ლამის ხმამაღლა გამეცინა მათი გამოტანილი საბოლოო დასკვნა იყო. “ყველაფერი ამ კომპიუტერების ბრალია”

– ეგრეა გენაცვალე, ამ ახალგაზრდებს კომპიუტერი დაანახე და აღარ უნდათ არც ნათესავი, არც  ამხანაგი.

– ხო, ხო, სად იყო ჩვენ დროს ეგ კომპიუტერით ლაპარაკები და ხალხის გაცნობა, ათას რაღაცას მოიგონებენ, ხან რა გაიხსნება ხან რა, იმ სკაიპის გამო კიდევ რამდენი ოჯახი დაინგრა, სულ გადაგვარდნენ…

– აბა შენ ეგ თქვი, ახლა კიდევ რაღაც  fეისბუქი გამოსულა, გამოჩერჩეტებულია ეს ჩემი შვილი. შე კაი კაცო, გაცნობა თუ გინდა ვინმესი, კომპიუტერის გარეშე ვერ იზამ? ჩვენ დროს ვერ ვიყავით კარგად და ვერ ვიცნობდით ერთმანეთს?

ამ საუბარში ერთხელაც არ უხსენებიათ სიტყვა “ინტერნეტი”.  როგორც ჩანს კომპიუტერი მათთვის მხოლოდ გაცნობასთან ასოცირდება.

რა მოხდა მერე, ყველა კი არაა ვალდებული ყველაფერში ერკვეოდეს, მაგრამ მე რამაც გამაკვირვა ის იყო, რომ ამ ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი საქარველოს რომელიღაც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა 😦 ესეც მათი მსოფლმხედველობა.

Advertisements

ხო კაი, დავწერ :P

1 წუთის წინ ვეკო დამემშვიდობა სკაიპში და დამიბარა, ხვალისთვის პოსტი დაიდოს ბლოგზეო. აი ასე, პოსტიო და მეც მექანიკურად გავხსენი ჩემი განუყრელი ოპერა ბრაუზერი და პოსტის დასაწერად შემოვედი.  რა დავწერო კი მაგრამ? რაც გაზაფხული მოვიდა, ჯერ არც ერთი პოსტი არ გამომიქვეყნებია. ერთი კი დავწერე, მაგრამ ნამეტანი  უარყოფით ტალღაზე ვიყავი და თვითგვემა გამომივიდა. ვცდილობ მასეთ პოსტებს მაქსიმალურად მოვერიდო.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო. ისევ რამეს ჩემზე დავწერ.

ორშაბათს ახალი სემესტრი დაიწყო. თითქმის ისევ ისეთი დღე იყო, როგორც პირველი სემესტრის დასაწყისი. მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ არ წვიმდა და ნაცნობებიც  უფრო ბევრი დამხვდნენ. ცუდი ის იყო რომ ჯგუფელები აღარ მყვანან და თავი ოდნავ მარტოდ ვიგრძენი. ლეციებზე შესვლაც დამეზარა და ვიბოდიალე აქეთ-იქით. რაღაც დადებითი სიახლეებიც დამხვდა, მაგრამ ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: