Blog Archives

გაფიცვა მაღლივურად

12 საათი ხდება. უკვე შევეგუე იმ აზრს,რომ ამაღამ დაძინებას აღარ ვაპირებ. სვენებ-სვენებით ვმეცადინეობ ორი გამოცდის 48 საკითხს (ჯამში) და შიგადაშიგ ფეისბუქს ვსქროლავ. ახალი არაფერი, ისევ და ისევ გაფიცვები. ამინდის პროგნოზიც ფერაფრით მახარებს. დილიდან წვიმაა გამოცხადებული და უცებ – ტა-დააააამ!!!

საიდან რა იდეა მოგივა, კაცმა არ იცის. მოკლედ, ხვალ თუ აღმოჩნდა, რომ გაფიცულ ავტობუსებს მეტროც დაემატა, გამოდის, რომ ტრანსპორტის ერთადერთ საშუალებად მარშუტკაღა რჩება. პრინციპში, ჩემთვის ისედაც ყოველთვის ასე იყო, მაგრამ, დილის 8 საათზე, როცა ისედაც ყველანაირი სატრანსპორტო საშუალება გადატვირთულია, რა შანსი მაქვს მე, რომ ამ გაგანია  კრიზისის პერიოდში თუნდაც საქარე მინაზე ცხვირმიჭყლტილმა შევძლო უნივერსიტეტის ქუჩამდე მიღწევა? ე.ი. გამოვა რომ გამოცდაზე ვერ მივალ, მთელს ქვეყანაზე დავიბოღმები და ბარემ იქნებ მეც გავფიცულიყავი. აბა როგორი აზრია? მოთხოვნებსაც სახელდახელოდ ჩამოვაწიკწიკებ:

1. რა ამბავია 4 გამოცდა ორ დღეში?

2. რა დავაშავეთ, ამ ქარში და უბედურებაში ნახევარ საათს გარეთ რომ გვაყურყუტებენ გამოცდაზე შესვლამდე?

3. შეგვიმცირეთ საგამოცდო საკითხები ან დროულად გამოგვიგზავნეთ ისინი, რათა სწავლა მოვასწოთ.

4. ძირს სტუდენტოფოლი დამკვირვებლები. დაგვღალა მაგათმა უმიზეზო ბღვერამ და კივილმა.

5. გვშია! დაგვიბუნეთ კვების ობიექტი, რომელსაც 2 წელია გვპირდებით.

6. გვცივა! ჩაგვირთეთ გათბობა, თორემ გაყინული ტვინით ვერ ვაზროვნებთ!

7. ნატახტარის ლიმონათი გვინდა! -ეს რა შუაში იყო, მარა იყოს, რას მიშლის?

8. და საერთოდ, რა ამბავია ყოველ წელიწადს ამდენი გამოცდები? მოგვიხსენით ყველა და დანიშნეთ ერთი! მაგალითად, ზოგადი მაღლივური უნარ-ჩვევების ტესტი, რომელშიც შეტანილი იქნება საკითხები ყველა ხრიკისა და ხერხის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაურჩე საგნის შეტენვას.

 

P.S:  თუ ამ პირობებიდან მინიმუმ მე-8 პუნქტი მაინც იქნება შესრულებული, დანარჩენიც ავტომატურად გაბათილდება და ყველა ვიცხოვრებთ მშვიდად და ბედნიერად.

ესეც ასე 🙂

Advertisements

“მაღლივის” ამინდის პროგნოზი

საკმარისია ერთ დღეს გავიღვიძო დილით ადრე, რომ მაშინვე მახსენდება, როგორ მიყვარს ძილი. ჰო, სწავლა დაიწყო და საწუწუნო თემებიც გამომიჩნდა.

ამჯერად სხვა რამე მადარდებს: ძალიან მოსაბეზრებელია ყოველ საღამოს ამინდის პროგნოზების ქექვა, რათა მოიფიქრო, რა ჩაიცვა მეორე დღეს ისეთი, რომ არც შეგცივდეს და არც დაგცხეს. ბოლოს, გაბრაზებული ისევ ჩემს ყავისფერ ჟაკეტს დავავლებ ხელს და გავრბივარ. მაღლივში მაინც ვერაფერს ჩაიცვამ შესაფერისს. იქ ან ბოტებით უნდა იარო, ან კალოშებით. ასევე, სასურველია თავზე კეპი გეფაროს, რომ მზემ არ დაგარტყას, ოღონდ ეს კეპი ქამრით უნდა მიიმაგრო, რომ ქარმა არ მოგტაცოს.

არ შეიძლება, მაღლივის ამინდის პროგნოზი ცალკე ეწეროს სადმე? 😦

რჩევები აბიტურიენტებს

დღეს “ეროვნულები” დაიწყო. სულ მალე გამოცდების მოლოდინში მყოფი აბიტურიენტების ტანჯვა-წამებას ბოლო მოეღება.

სულ ერთი წლის წინ ვიყავი აბიტურიენტი და კარგად მახსოვს ყველაფერი რაც გამოცდებთანაა დაკავშირებული. ვეცდები რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ.

გამოცდების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია. ეს საკმაოდ დიდი დროა შენი ცოდნის სათანადოდ გამოსაყენებლად. ასევე 3 საათი ძალიან ბევრია იმისათვის რომ სკამზე გაუნძრევლად იჯდე და წერო, მე პირადად მიჭირს ამდენ ხანს ერთსა და იმავე საგანზე ყურადრების გამახვილება. მახსოვს პირველი  გამოცდიდან როგორ მინდოდა გამოქცევა და აღარ დავეძებდი 10 ქულით მეტს მივიღებდი თუ ნაკლებს.

გამოსავალი: გამოცდის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათი მოგიწევს საგამოცდო სექტორში უსაქმოდ ჯდომა და ლოდინი. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს  და თუ სწორად გამოიყენებ, მომავალი 3 საათი გაუსაძლისი აღარ იქნება. არ იფიქრო მომავალ საგამოცდო საკითხებზე. ისეთი არაფერი შეგხვდება, რაც ნასწავლი არ გაქვს, ასე რომ ტვინის ჭყლეტვას მოეშვი. ადგილზე ნუ იჯდები და ნერვებს ნუ აყვები. ადექი და აქეთ-იქით გაიარ-გამოიარე. აგრარული უნივერსიტეტის ლაბირინთები საკმაოდ საინტერესო მომეჩვენა. ნუ მაღლივში დიდი არაფერია დასათვალიერებელი, მაგრამ შეგიძლია ხედებით დატკბე.

დაელაპარაკე სხვა აბიტურიენტებს, ოღონდ შიშისა და ნერვიულობის თემაზე კრინტი არ დაგცდეს. იფიქრე იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გამოცდის დაწყების შემდეგ არ მოგერიდოს ტექნიკურ საკითხებზე დამკვირვებელს სთხოვო დახმარება. მაგალითად თუ პასუხების ფურცელი გაგიფუჭდა, გადაგეკეცა ან დაგესვარა, არ ინერვიულო, მაშინვე კურატორს მიმართე. უფლება გაქვს მოითხოვო გაფუჭებული პასუხების ფურცლის შეცვლა.

წერის დროს არ იყურო აქეთ-იქით. რაც არ უნდა გიჭირდეს, არავის ნაშრომში არ გადაყო ცხვირი. ნებისმიერი საეჭვი საქციელი შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. ყველაზე მოხერხებულებსაც არ გაუვათ ეროვნულ გამოცდებზე ეშმაკობა. იჯექი შენთვის, ვითომ გარშემო არაფერი არსებობს. არ იფიქროთ იმაზე, რომ ამ გამოცდაზე შენი მომავალი სტუდენტობის საკითხია დამოკიდებული, იფიქრე რომ აბიტურიენტობა მთავრდება და კიდევ ერთ გამოცდას იშორებ.

რაც  მეტ ნერვებს დაზოგავ, მით მეტი დაგრჩება უნივერსიტეტის სემესტრულ გამოცდებზე დასახარჯად.

წარმატებებს გისურვებთ 🙂

ციყვები

ვირაზე მეტია ვეკო, ნათია და მე შეკრებას ვგეგმავთ. წინა სამშაბათს ჩაგვეშალა, ამიტომ დღეისთვის გადავდეთ ეს საქმე. უკვე ყველაფერი მოფიქრებული  გვქონდა. ერთი ამინდის პროგნოზი გვიშლიდა ნერვებს, მაგრამ დიდად არ გვაღელვებდა ეგ საკითხი.

გუშინ, როცა ამინდზე დაბოღმილი და გაბაზებული, დილაადრიან მაღლივის გზას უქოლგოდ დავადექი, სულ ვერ წარმოვიდგენდი თუ შეკრება ერთი დღით ადრე მოგვიწევდა. მაღლივის შესასვლელთან ვეკო დამხვდა, ლექციებს აცდენდა და გადაწყვიტა ჩემს ლექციაზე შემოსულიყო. ცოტა ხანი ლექტორს ველოდეთ რომელიც მაინც არ მოვიდა, ამიტომ მეათე სართულზე ავედით, რათა შემდეგი ლექციების დაწყებას დავლოდებოდით.

ცოტა ხანში აჩოც მოვიდა. მერე ვეკომ თქვა მშიაო და რადგან “Good Food”-თან მწყრალად არის, ამიტომ ავტობუსით ქავთარაძეზე მოგვიწია ჩასვლა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ვეკომ და აჩომ თქვეს არ ჩავიდეთო და სადაც ეს ავტობუსი წავა იქ წავყვეთო 😀 საქმე მაინც არაფერი გვქონდა (ლექციების გარდა:D) ასე რომ წავედით… Read the rest of this entry

თოვლიანი პოსტი

“მარი რის მარია თოვლს და მოგუნდავე ბავშვებს მეექვსე სართულიდან თუ უყურა და ერთი თვითონაც არ დაიწვა თოვლის სიცივისგან ხელებიო” უთქვამს ვიღაცას 🙂 ვიღაცას კი არადა მე ვამბობ. მართლაც რა გამაჩერებდა სახლში და როგორ დავტოვებდი ამ ნანატრს თოვლს ასე უყურადღებოდ. მაგრამ აქვე ერთ პრობლემას წავაწყდი: “მარტო ხომ არ ჩავალ”. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გონება გამინათდა და ის 12 თუ 13-სართულიანი შენობა გამახსენდა 🙂 დიახაც,  მაღლივი ყოველთვის უდრტვინველად დგას თავისი ერთგული “მიმდევრების” სამსახურში.  ამ გაგანია გამოცდების პერიოდში, გამორიცხული იყო იქ ერთი ნაცნობი მაინც არ მენახა. თუმცა კიდევ უფრო გამიმართლა და თიკომ დამირეკა, ქულები გამოუკრავთ და ავიდეთ, გავარკვიოთო.  ქულა კი ვიცოდი, მაგრამ მიზეზი ხომ უნდა მქონოდა, აბა მარტო საგუნდაოდ იქ ვინ ადის (ნორმალური).

Read the rest of this entry

მისი უთორმეტსართულიანესობა!

მაააღლივი –  ჩვენი ტკიივილი, მააღლივი ჩვენი დააარდიაა… ლალალალალააა…

მახსოვს ეს სიმღერა პირველად რომ მოვისიმინე რა რეაქცია მქონდა. ლამის გადავიფიქრე იქ ფეხის მიკარება, თუმცა ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი. ბოლოს ასრულდა დიდი ხნის ნანატრი საწადელი და როგორც იქნა მეც იქაურობის სრულუფლებიანი წევრი გავხდი, უაღრესად დაბნეული და შეშინებული წევრი. ადაპტაციისათვის 2 თვე მაინც დამჭირდა თუ მეტი არა. პირველ შუალედურ გამოცდას ნახევარი ნერვები შევალიე. არა ისეთი არაფერი იყო, მაგრამ ყველა ნერვიულობდა და მე რა მექნა :)) ეს ისე. ახლა სემესტრული გამოცდები მაქვს, ერთიღა დამრჩა(თურმე რა ერთი). დღეს კიდევ ერთი მოვიშორე, როგორც მოვიშორე  ახლავე გეტყვით.

Read the rest of this entry

ყველაზე ცუდი დღე :|

ღეს 7 დეკემბერია. ამ თარიღს კარგად დავიმახსოვრებ და ვეცდები ასეთი დღე მეორედ აღარ განმეორდეს ჩემს ცხოვრებაში. კიდევ ერთი საზიზღარი გამოცდა, თავისი 30 საკითხით, რომლებიც თავის დროზე ვისწავლე, მაგრამ ოჰ ეს წყეული სიბერე.

მოკლედ როგორც ამ პოსტში ავღნიშნე, დღეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოცდა მქონდა. მთელი ორი დღე მოვანდომე 30 საკითხის გამეორებას. მივხვდი რომ აღარაფერი მახსოვდა და ყველაფრის თავიდან სწავლა დამჭირდებოდა.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: