Blog Archives

მე მიყვარს…

დილით გვიან გაღვიძების ამინდებია. საფიქრალი და კისრის მოსაღრეცი ამინდები. კისერი იმიტომ მეღრიცება, რომ ყოველთვის უკან, წარსულისაკენ ვიყურები. მომავალს მხოლოდ რამდენიმე თვის სიშორეზე ვხედავ, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი. მიყვარს გვიან გაღვიძება და წარსულზე ფიქრი. საერთოდაც, მეუბნებიან უცნაური რამეები გიყვარსო. თქვენ კი ამ სათაურის გამო გეგონათ რამე ისეთს დავწერდი ხო? არა, “ისეთი” რა დამიწერია ოდესმე, რომ ახლა დავწერო? მხოლოდ იმაზე დავწერ, რაც მიყვარს.

მე მიყვარს მზე! სულ ორჯერ მაქვს ნანახი მისი ამოსვლა, რადგან დილით გვიანობამდე მიყვარს ძილი. მზის ჩასვლის ყურებას კი ვერ ვიტან. გულს მიჩუყებს.

მზეზე მეტად მთვარე მიყვარს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია სპეციალურად ჩემთვის ამოდის. თანაც მზისაგან განსხვავებით არავის ეჩრება თვალებში. თუ ცაზე არ აიხედე, ვერც კი შეამჩნევ მის არსებობას. მე მგავს, არ უყვარს ყურადრების მიპყრობა და ჩემსავით ცვალებადია.

მე მარტო ყოფნა მიყვარს. მარტო სეირნობა, ან ოთახში მარტო ჯდომა დიდხანს, დამაყრუებელ სიჩუმეში, საკუთარი ხმაც რომ მავიწყდება.

სიმწვანე მიყვარს. ჩემთვის სიმწვანე სიცოცხლესთან ასოცირდება და ალბათ იმიტომ. როცა ბევრ სიმწვანეს ვხედავ, ყველაზე ცოცხლად ვგრძნობ თავს.

ზაფხული მიყვარს. რატომ? ზაფხული ყველაზე მწვანე და თბილია. სიცოცხლე ყველაზე უკეთესად ამ დროს იგრძნობა.

სიმაღლე მიყვარს. დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი რომელიმე მაღალი შენობის ბოლო სართულზე.

წყალი მიყვარს. არ მინახავს ადამიანი რომელსაც ისე ძალიან უყვარს წყლის სმა, ან თუნდაც მისი ყურება, როგორც მე.

მგზავრობა მიყვარს, როცა არსად მეჩქარება და თან ყურსასმენებით მუსიკას ვუსმენ.

ყველა მიყვარს, ვინც ოდნავ მაინც მგავს და ვისაც ჩემსავით უყვარს ის რაღაცები, რაც მე მიყვარს.

კიდევ ერთი რამე მიყვარს, მაგრამ სადღაც წავიკითხე, მაგ ერთი რამის სიყვარულს დაფარვა სჭირდებაო, ამიტომ არ ვიტყვი 🙂 რაც გინდათ ის იფიქრეთ.

Advertisements

ზღვიანი პოსტი

რაც თავი მახსოვს, არასოდეს მყარებია დილით ადრე გაღვიძება. ყოველითვის ძილისგუდობას მაბრალებდნენ. სულ მიკვირს, რა საჭიროა დილის 6 საათზე წამოხტომა, როცა საქმე მაინც არაფერი მაქვს?

დღეს, მთელი არდადაგების განმავლობაში, პირველად გავიღვიძე ადრე, რათა გუშინ მოფიქრებული გეგმები შემესრულებინა. გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, სიჩუმეს მხოლოდ მეეზოვეთა ცოცხების შრიალი არღვევდა. – წავიდე? – ვკითხე ჩემს თავს და იმანაც დადებითი პასუხი გამცა. სინამდვილეში მხოლოდ იმისთვის გავიღვიძე, რომ მაინტერესებდა მართლა წავიდოდი თუ – არა.

მარი (ჩემი მეგობარი) უკვე დიდი ხანია სპორტულ ცხოვრებას მისდევს. რაც მას ვიცნობ, სულ ვარჯიშობს და ცეკვავს. გუშინ, როცა ჩემთან იყო მოსული და თბილისის წყალსაცავზე (ზღვას რომ ეძახიან :D) სირბილისა და ვარჯიშის ამბებს მიყვებოდა, ძალიან დამაინტერესდა. Read the rest of this entry

როგორ დავამარცხოთ სიცხე?

ორი დღეა თბილისი მეტისმეტად შეაწუხა სიცხემ. არც ამინდის პროგნოზია დამაიმედებელი და შვების მომგვრელი. რას ვიზამთ? ან უნდა ვისხდეთ და ვიძახოთ რომ გვცხელა, ან უნდა დავძლიოთ იგი ან უნდა შევეგუოთ. მთავარია აღარ შეგვაწუხოს და წუწუნის საბაბი არ მოგვცეს.

მართალია გაუცნობიერებლად, მაგრამ ყოველთვის გაძლიერებული მქონდა სიცხისაგან თავდაცვის ინსტიქტი. ვერ გაექცევი იმ ფაქტს რომ ტემპერატურა მაღალია, მაგრამ თავისუფლად შეგიძლია თავი დაიცვა შემაწუხებელი სიცხისაგან.

1. მზეზე არ გახვიდეთ ძალიან ღია და ‘მოღეღილი’ ტანსაცმლით, თორემ მზე დაგაჭერს და კანი აგეწვება. მერე კაი ხანი ჩრდილშიც იგრძნობ კანის არანორმალურ სიმხურვალეს. თანაც მზე კანს აშრობს და აფუჭებს.  ჩაიცვი თხელი და ცოტა დახურული ტანსაცმელი. სასურველია სინთეტიკური არ იყოს.

2. სახლში თუ ხარ, აავსე ბოთლი წლით და რეგულარულად სვი. ორგანიზმს დაიცავ გადახურებისგან და აღარ დაგცხება. წყალი მაცივარში არ გაყინოთ. ჯობია ჩვეულებრივი ონკანის წყალი დალიოთ, სანამ გათბება და კიდევ გასაგრილებლად ნაყინის ჭამაც არაა კარგი, რადგან მალე უარესად დაგცხება.

3. ხშირად გადაივლე წყალი. დილა-საღამოს მაინც. კანმა უნდა ისუნთქოს. ოღონდ წყალი გრილი არ უნდა იყოს, თორემ ცოტა ხანში უარესად დაგცხება.

4. ფანჯარას თუ გააღებ, ორპირი დაატრიალე, თორემ ისე მხოლოდ ცხელი ჰაერი შემოვა და ჰაერი არ იმოძრავებს ოთახებში. მე პირადად ცხელი ჰაერის სუნთვა უფრო ცუდად მხდის ვიდრე მზეზე დგომა.

5. ნუ ფიქრობ გამუდმებით სიცხეზე, შეეცადე არ მიაქციო ყურადღება, არ ინიავო მარაოთი, რვეულით და არ იცქმუტო  სიცხისაგან შეწუხებული სახით. მშვიდად იყავი და შეეცადე სიცხეს ხელი არ შეუწყო რომ შეგაწუხოს. ეს ხერხი ჩემს შემთხვეაში ყოველთვის ჭრის, რადგან ყოველთვის ვცდილობ სიცხეს იგნორირება გავუკეთო.

6. ძაანაც ნუ შეეჩვევი და გაეხუმრები სიცხეს, თორემ მე მზეზე თამამად სიარულის გამო ერთხელ მზის დარტყმა მივიღე და მერე მთელი 1 კვირა 38 მქონდა სიცხე.

მე-კირჩხიბი :P

დღეს ეკას ბლოგს ვკითხულობდი და შემთხვევით ვნახე პოსტი “როგორ შევიცნოთ კირჩხიბი?”. იმის გამო, რომ მეც ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ, ამ პოსტმა ჩემი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტე წამეკითხა.

საერთოდ არასოდეს წამიკითხავს ასეთი რამეები, რადგან არ მჯერა  ზოდიაქოების და ჰოროსკოპების. ახლა კი იმ პოსტის სათაურმა დამაინტრიგა და გადავწყვიტე მენახა თუ რა ეწერა ჩემთან საერთო.

პოსტი საკმაოდ ვრცელი იყო და უამრავი რაღაც ეწერა. ზოგი რამ საერთოდ არ მახასიათებს, ზოგი კი მეგონა ზუსტად ჩემზე იყო დაწერილი.

აი მაგალითებიც: Read the rest of this entry

%d bloggers like this: