Blog Archives

ბლოგერობის 2 წელი

აჰა, ისევ მავიწყდებოდა… იმდენად არ მეხერხება დაბადების დღეების მილოცვა, რომ საკუთარი ბლოგის 2 წლის იუბილეც კინაღამ აღუნიშნავი დამრჩა.

რა მაგარია, მე 20 წლის ვარ, ჩემი ბლოგი – 2-ის. მე კირჩხიბი ვარ, ეს – მორიელი. ვგავართ ხომ რაღაცით? 😀

დიახ, 25 ოქტომბერი ის დღეა, როცა გადავწყვიტე, ჩემი ინტერნეტ-ცხოვრებისათვის კიდევ ერთი ფუნქცია – პოსტების წერა შემემატებინა. აგერ, უკვე 2 წელია ვბლოგერობ და საბოლოო ჯამში, 330 პოსტი და 115 დრაფტი ეკუთვნის ჩემს კალამს კი არა და, კლავიატურას 🙂

ამასობაში, ბლოგერულ ცხოვრებასაც მივეჩვიე, ვკითხულობ უამრავ პოსტს, დროდადრო RSS feed-ებს ვანახლებ რიდერში და ვცდილობ არაფერი გამოეპარის ჩემს თვალთახევას (სხვა საკითხია, რამდენად გამომდის). მართალია, ბოლო დროს მომრავლებულ ბლოგების ერთმანეთისაგან გარჩევა მიჭირს, მაგრამ თითქმის უკვე ყველგან მოვასწარი საკუთარი IP-ის დაფიქსირება და ვფიქრობ, რამდენიმე მათგანი ჩემი ამოჩემებული ბლოგების სიაშიც შევა, რომლებსაც ყოველთვის ბეჯითად ვადევნებ თვალ. ისე, ვრცელი პოსტების კითხვას ძალიან მოვუკელი. მაინტერეებს ხოლმე, მაგრამ არც ნერვები მყოფნის მათს ბოლომდე წასაკითხად და არც თვალები მემოჩილება, ამიტომ ერთი კარგი მეთოდი შევიმუშავე: პოსტს სწრაფად ჩამოვსკროლავ ხოლმე და თითოეული ხაზიდან ერთი თვალის შევლებით ვცდილობ აზრის გამოტანას. თუ რამე საინტერესო შემხვდა, ვჩერდები და ყურადღებით ვკითხულობ.

აი, სულ ესაა ჩემი ბლოგერული ცხოვრება, ამ ეტაპზე. ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება წერა და ჩემი ბლოგიც მუდამ იმწვანებს 🙂

Advertisements

ჯადოსნური ყუთი

დღეს შობაა. ყველას, ყველას გილოცავთ 🙂 საერთოდ მილოცვები და მსგავსი რამეები დიდად არ მეხერხება. სულ ვიბნევი ხოლმე და აზრიანად ვერ გადმოვცემ რისი თქმაც მსურს. ამას უკვე მივეჩვიე და დიდად აღარც ვიმტვრევ ტვინს. მხოლოდ 1-2 სიტყვით შემოვიფარგლები იმ იმედით, რომ გამგები გაიგებს 🙂

დღეს TBC Smart Club-ის ჯადოსნური ყუთი გაიხსნა. მაგ აპლიკაციის გახსნა ჩემთან ცოტა უჭურდა ფეისბუქს, ამიტომ სულ რამდენიმე მილოცვის გაგზავნა მოვასწარი. თან ისე ვაგზავნიდი, ერთხელაც არ მომაფიქრდა სტანდარტული ტექსტის დარედაქტირება თუ შეიძლებოდა და მაშივე დადასტურებას ვაჭერდი. ახლა კი, როცა ჩემს ყუთში მოთავსებული 19 მოლოცვა წავიკითხე, ძალიან გამიხარდა, თან ჩემი ბანალურობის შემრცხვა.

ესეც სალოს და ჭინკას ყველაზე მწვანე მოლოცვები:

ყველას გმადლობთ და მიყვარხართ. 🙂

%d bloggers like this: