Blog Archives

ცივი გზა

თითქოს არც ისე ძნელია უბრალოდ აიღო თავი და წახვიდე. წახვიდე მხოლოდ იმისთვის, რომ იარო. იარო იმდენი, სანამ არ მოგბეზრდება ან არ მიხვდები, რომ უკვე გაიარე რაც გასავლელი იყო და დროა დაბრუნდე იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყე. იარო ყველგან, საითაც გზა წაგიყვანს, საითაც ქარი დაუბერავს, ან უბრალოდ იქით, საითკენაც წასვლა არ გეშინია მარტოს.

აი, ასე მოვიქცეოდი ახლა. როგორც მჩვევია, გავექცეოდი ყველაფერს და იქამდე ვივლიდი, სანამ არ დაგინახავდი იქ მარტო მჯდომს, აი იქ, მე რომ მარტოს მეშინია წასვლა და შენ რომ სულ იქით მიგიწევს გული. რომ დადგები ხოლმე და გადაჰყურებ ცივ, რკინის რელსებს. ჯერაც ვერ ვხვდები რას ხედავ მათში განსაკუთრებულს, მაგრამ ეგ არაფერი, მე ისედაც ბევრი რამ ვერ გამიგია შენი, ჩვენ ხომ სულ არ ვგავართ.  სამაგიეროდ შენ გესმის ჩემი ენა. მგონი შენ ხარ ერთადერთი, ვისაც არაფერი გიკვირს ჩემი და ალბათ ისიც არ გაგიკვირდება ახლა რომ მოვიდე და წაგასწრო, როგორ ათვალიერებ გადახლართულ რკინის ზოლებს, მარტო. არადა ხომ ვიცი,  სულ არ ხარ ახლა მანდ ყოფნის ხასიათზე. მე ხომ  ვიცი, რომ მარტო ყოფნას ყველაფერი გირჩევნია…

ნათია, დროზე მიდი სახლში, თორემ მამაშენს ვეტყვი იცოდე ლიანდაგებზე რომ დაბოდიალობ, ღამღამობით. 😛
Advertisements

კიდევ ერთი ზღაპარი

შესავლის მაგიერ

ახლა ისეთ დღეში ვარ, წესით უროს და ორ აგურს უნდა ვეძებდე, მაგრამ ვზივარ და ზღაპრებს ვწერ. ურო და აგურები მოიცდიან.

იყო და არა იყო რა, იყო მარი და ვეკო.  მათ შესახებ უკვე წინა ზღაპრიდან იცით. მას შემდეგ, რაც დიდი წვალებით თავი დააღწიეს მტანჯველ საპყრობილეს, გადაწყვიტეს სტუდენტურ-გამათავისუფლებელ მოძრაობას ჩადგომოდნენ სათავეში და თავიანთ დიად საქმეთა სიისათვის კიდევ ერთი საქმე შეემატებინათ.

მისია – ნათიას გათავისუფლება.

დრო და ადგილი – 18. 05. 2010. დილის 10 საათი.  22-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. Read the rest of this entry

ციყვები

ვირაზე მეტია ვეკო, ნათია და მე შეკრებას ვგეგმავთ. წინა სამშაბათს ჩაგვეშალა, ამიტომ დღეისთვის გადავდეთ ეს საქმე. უკვე ყველაფერი მოფიქრებული  გვქონდა. ერთი ამინდის პროგნოზი გვიშლიდა ნერვებს, მაგრამ დიდად არ გვაღელვებდა ეგ საკითხი.

გუშინ, როცა ამინდზე დაბოღმილი და გაბაზებული, დილაადრიან მაღლივის გზას უქოლგოდ დავადექი, სულ ვერ წარმოვიდგენდი თუ შეკრება ერთი დღით ადრე მოგვიწევდა. მაღლივის შესასვლელთან ვეკო დამხვდა, ლექციებს აცდენდა და გადაწყვიტა ჩემს ლექციაზე შემოსულიყო. ცოტა ხანი ლექტორს ველოდეთ რომელიც მაინც არ მოვიდა, ამიტომ მეათე სართულზე ავედით, რათა შემდეგი ლექციების დაწყებას დავლოდებოდით.

ცოტა ხანში აჩოც მოვიდა. მერე ვეკომ თქვა მშიაო და რადგან “Good Food”-თან მწყრალად არის, ამიტომ ავტობუსით ქავთარაძეზე მოგვიწია ჩასვლა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ვეკომ და აჩომ თქვეს არ ჩავიდეთო და სადაც ეს ავტობუსი წავა იქ წავყვეთო 😀 საქმე მაინც არაფერი გვქონდა (ლექციების გარდა:D) ასე რომ წავედით… Read the rest of this entry

%d bloggers like this: