Blog Archives

ბოღმა და (ანტი)ნიჭიერი

უაღესად შეწუხებული ვარ! დიდი სიამოვნებით დავაიგნორებდი და ბოიკოტს გამოვუცხადებდი ყველაფერს, ამინდით დაწყებული და ჩემს ბრაუზერში მდებარე RSS-ებით დამთავრებული.

ჰოდა, რამ გამამწარა:

  1. ვერ მივდივარ “მუსიკის ჰანგებზე”, რადგან ვერავინ ავიყოლიე, თანაც წვიმს და მარტო წასვლაც მეზარება.
  2. ყოველი მესამე პოსტი “ნიჭიერის” შესახებ იწერება, მე კი  სულ ცალ წიხლზე მკიდია ყველა. (ვოტ! :P)
  3. “ნიჭიერის” ამბები ისე მოიცავს ყველაფერს, იძულებული ვხდები ბლოგზე მარკეტინგულ სვლებს მივმართო.

ყველაზე ცუდი რაც არის, ვატყობ როგორ კვდება ჩემი ბლოგი და ვერაფერს ვშველი. გეი ბიჭის შემხედვარე ვრწმუნდები, დროა რამე ფსევდონიმი მოვიფიქრო და ანონიმურ ბლოგერობას მივყო ხელი. შთაგონებისათვის, სერიალების ყურებას დავიწყებ, ან დავაარსებ ბლოგს, სახელად “თახსირი ლამზირას მემუარები”.

კაი, აღარ გავაგრძელებ ბოღმის ნთხევას, თორემ მერე ვინანებ.

P.S: ვნახავ ერთი, რა სარგებლობა მოაქვს ბლოგზე “ნიჭიერის” ხსენებას.

Advertisements

Relax

ოსტების ნაკლებობას განიცდის ბოლო დროს ჩემი ბლოგი. გამოცდები არ მთავრდება და ჩემი მოსვენებაც არ არის. არდადეგები ჩამეშალა და ვზივარ ახლა, მომდევნო გამოცდის მოლოდინში და ვფიქრობ თუ როგორ დავისვენო რომ მომდევნო სემესტრს მომზადებული შევხვდე. სტრატეგია უკვე დავსახე და არ ვაპირებ გადახვევას თუ რამემ ხელი არ ჩამაქნევინა.

ახლა კი ვისვენებ. დღეს გიჟური დღე მქონდა.  მაგრად გაგვამასხარავეს სტუდენტები მაღლივში, მარა ეგ არაფერი. აქეთ-იქით სირბილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ ცოტა ძნელია როცა დილის 7 დან საღამოს 6 საათამდე ჭამას ვერ ახერხებ.

სამაგიეროდ 2 დღე საფუძვლიანად დავისვენებ ( თუ დამცალდა). საკმაოდ “ჩემებური” დასვენების მეთოდები მაქვს, სულ არ მჭირდება ჯაკუზი და მასაჟისტი. მთავარია 12 საათის განმავლობაში მშვიდად მეძინოს და არავინ გამაღვიძოს. მერე ავდგე, ჩავრთო კომპი და გასართობ საიტებს ჩამოვუარო, თან მუსიკას მოვუსმინო. თუ კარგი ამინდი იქნა, სასეირნოდ წავიდე, მერე მოვიდე და რამე დავბლოგო.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: