Blog Archives

ომის კანონი

დენის ძალა წრედის უბანზე პირდაპირპროპორციულია ამ უბნის ბოლოებზე არსებული ძაბვისა და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა. I=U/R

ესეც ომის კანონი. არ ვიცი რამდენად სწორად დავწერე. პრონციპში ამის მეტი არც არაფერი მახსოვს ფიზიკიდან (ნიუტონის კანონების გარდა), დენთან და ელექტო მოწყობილობებთან ყოველთვის ‘ჰარმონიული’ ურთიერთობა მქონდა. მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

რომელიღაც კომენტარში ვეკომაც კი ჩხირკედელა შემარქვა და ცოტა ხნის წინ კარგი საშუალებაც მომეცა ეს სახელი გამემართლებინა.

მოკლედ, გამოცდიდან მოვედი დაღლილი, ცოტა ხანს კომპთან დავისვენე, მერე კი სააბაზანოში წავედი, წყლის გადასავლებად. შუქის ანთება ვცადე, მაგრამ ნათურა ზრიალით გადაიწვა. მერე აღმოჩნდა რომ საძინებელშიც აღარ ინთებოდა შუქი, სამაგიეროდ ‘ლოჯში’ ტელევიზორი მაინც ჩართული იყო.

მივხვდი, რომ ისევ დამცველი გადაიწვა. სასწრაფოდ მივაკითხე იმ ადგილს, სადაც წლების წინ მრიცხველი ეყენა. 4 ‘პროპკიდან’ ერთ-ერთის დამცველი იყო გაფუჭებული და უნდა გამეგო რომლის. სათითაოდ შევამოწმე ყველა და დამნაშავესაც მივაგენი. რადგან სათადარიგო დამცველი ვერ ვიპოვნე, ისევ სპილებძის მავთულს მივმართე, დამცველი განვაახლე და ადგილზე დაბრუნება გადავწყვიტე. აი ამ დროს მოხდა ბახ! მთლიანი სახლის გათიშვა დამვიწყებია და თურმე ამდენ ხანს  220 ვოლტს ვეთამაშებოდი, ბოლოს სულ ოდნავ ხელი მიმედო და…

დენის დარტყმის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჩემს ბიოგრაფიაში. გამემურა ხელი, მიმეწვა ფრჩხილი, რაც მთავარია შიში ვჭამე და 5 წუთი კედელზე აკრული ვიდექი.

ხოდა კიდევ, ჩემი ყველაზე რეიტინგული ხიფათების სია შეგიძლიათ ამ პოსტში ნახოთ 🙂

Advertisements

იმიტაცია თუ დანაშაული

იში ოხერიაო უთქვამს ვიღაცას. მე თუ მკითხავთ იმდენად ოხერიცაა, რომ სულ თავისუფლად გამოიწვევს ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანას და შეიძლება ჯანმრთელობაზეც სავალალო შედეგი მოახდინოს.

ნახევარი საათის წინ, ჩემს კორპუსთან სასწრაფოს მანქანა მოქანდა. მე სახლში მარტო ვიჯექი არხეინად, მხოლოდ ის მაწუხებდა, რომ მობილურს რაღაც ეტაკა და დაკავშირებას ვერავისთან ვახერხებდი.  სასწრაფო კაი ამბავზე არასოდეს მოდის, ასე რომ დამაინტერესდა ვის ჭირდებოდა დახმარება და გადავწყვიტე გამერკვია. თურმე ჩემს მეზობელს შიშისგან ლამის გული გაუსკდა და მოსასულიერებლად სასწრაფო დასჭირდათ.

და რამ შეაშინა ასე? მე მოსულიერება ნებისმიერი კალიის ან ხოჭოს დანახვისასაც კი მჭირდება, მაგრამ რა მოუვიდოდა სუსტი გულის მქონე ადამიანს, როცა პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია “იმედი” საქართველოს ინტერვენციის  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თანაც ყოველგვარი მინიშნების გარეშე, რომ ეს მხოლოდ იმიტაციაა.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: