Blog Archives

Blogroll-ით შეწუხებული

ქართული ბლოგების აგრეგატორზე არაერთი უკმაყოფილების გამომხატველი პოსტი დაწერილა. ასე რომ მის ნაკლოვანებებზე საუბარს ამ პოსტში არ ვაპირებ. ახლა მხოლოდ ამ საიტის მომხმარებლებთან მაქვს პრეტენზია.

მოკლედ, 1 საათის წინ ბლოგროლზე დიდხანს ვეძებე ჩემს პოსტებზე შეფასების გათიშვის ფუნქცია. რადგან ვერ მივაგებნი, ბლოგის დეაქტივაციაზეც ვიფიქრე, მაგრამ ცოტა ხნით თავი შევიკავე. ვერ მოვიფიქრე ღირდა თუ არა ამის გაკეთება.

შევწუხდი იქ მიმდინარე ‘პოლიტიკით’. უხერხულობასაც კი ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი რა მოვუხერხო იმ ყველაფერს რაც იქ ხდება.

გამოვაქვეყნებ თუ არა პოსტს, რამდენიმე წუთში ეწერაბა დაახლოებით სამი პლიუსი. ესენი ვიცი ვისგანაც არის, სავარაუდოდ ვეკო, ნათია და სალომე ცდილობენ წამახალისონ. ცოტა ხანში მინუსებიც არ აყოვნებენ, მაგრამ მე რაც მაწუხებს ისაა, რომ ვიღაცამ პლიუსებზე ჩამოვლა ისწავლა და მალე ჩემს ქვემოთ მდებარე პოსტი საბოლოოდ ქრება მთავარი გვერდიდან, ჩემი პოსტი კი ზემოთ ადის. ამის მერე კიდევ უამრავი პლიუსი და მინუსი იწერება და ეს ლოგიკურიცაა, როცა პოსტი პირველ გვერდზეა.

ერთადერთი რისი თქმაც და თხოვნაც ამ პოსტით მინდოდა ისაა, რომ ბლოგროლზე ჩემს პოსტებს  უბრალოდ ნუ შეეხებით. არ მჭირდება მასეთი პლიუსები და თუ მაინცდამაინც აღფრთოვანებული დარჩით (რაც არ მგონია) და გინდათ თქვენი დადებითი განწყობის გამოხატვა, შემოდით და მომწერეთ. ძალიან არ მინდა ბლოგის დეაქტივაცია და გთხოვთ  ნუ მაიძულებთ.

მართლა არაფერს ვწერ ამ ბლოგზე ისეთს, რომ რეიტინგის სათავეში ვიყო და უხერხულ სიტუაციაში ვვარდები როცა რამეს დაუმსახურებლად ვაღწევ.

Advertisements

"პლიუს-მინუსობანა"

“პლიუს-მინუსობანა” აი ასე ჰქვია ქართული ბლოგოსფეროს აგრეგატორის დისკუსიებში გახსნილ ერთ-ერთ თემას. მართლაცდა ოდესმე ყურადრებას გაამახვილებ ან სულაც გაღიზიანდები იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემო, ბლოგოსფეროში ხდება. პლუსებისა და მინუსების არაობიექტურობა იქით იყოს და უკვე ადამიანების დაპირისპირების საბაბიც გახდება მგონი მალე. “გადამისწრო? – მინუსი” ამ პრინციპით მოქმედებს ბევრი ბლოგერი და ეს უკვე ამაზრზენად მეჩვენება. ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მეც დამიწერია მინუსები, ზოგჯერ მხოლოდ პოსტის სათაურიდან გამომდინარე, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ამის მიზეზი “გადასწრება” იყო.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: