Blog Archives

ბლოგერობის 2 წელი

აჰა, ისევ მავიწყდებოდა… იმდენად არ მეხერხება დაბადების დღეების მილოცვა, რომ საკუთარი ბლოგის 2 წლის იუბილეც კინაღამ აღუნიშნავი დამრჩა.

რა მაგარია, მე 20 წლის ვარ, ჩემი ბლოგი – 2-ის. მე კირჩხიბი ვარ, ეს – მორიელი. ვგავართ ხომ რაღაცით? 😀

დიახ, 25 ოქტომბერი ის დღეა, როცა გადავწყვიტე, ჩემი ინტერნეტ-ცხოვრებისათვის კიდევ ერთი ფუნქცია – პოსტების წერა შემემატებინა. აგერ, უკვე 2 წელია ვბლოგერობ და საბოლოო ჯამში, 330 პოსტი და 115 დრაფტი ეკუთვნის ჩემს კალამს კი არა და, კლავიატურას 🙂

ამასობაში, ბლოგერულ ცხოვრებასაც მივეჩვიე, ვკითხულობ უამრავ პოსტს, დროდადრო RSS feed-ებს ვანახლებ რიდერში და ვცდილობ არაფერი გამოეპარის ჩემს თვალთახევას (სხვა საკითხია, რამდენად გამომდის). მართალია, ბოლო დროს მომრავლებულ ბლოგების ერთმანეთისაგან გარჩევა მიჭირს, მაგრამ თითქმის უკვე ყველგან მოვასწარი საკუთარი IP-ის დაფიქსირება და ვფიქრობ, რამდენიმე მათგანი ჩემი ამოჩემებული ბლოგების სიაშიც შევა, რომლებსაც ყოველთვის ბეჯითად ვადევნებ თვალ. ისე, ვრცელი პოსტების კითხვას ძალიან მოვუკელი. მაინტერეებს ხოლმე, მაგრამ არც ნერვები მყოფნის მათს ბოლომდე წასაკითხად და არც თვალები მემოჩილება, ამიტომ ერთი კარგი მეთოდი შევიმუშავე: პოსტს სწრაფად ჩამოვსკროლავ ხოლმე და თითოეული ხაზიდან ერთი თვალის შევლებით ვცდილობ აზრის გამოტანას. თუ რამე საინტერესო შემხვდა, ვჩერდები და ყურადღებით ვკითხულობ.

აი, სულ ესაა ჩემი ბლოგერული ცხოვრება, ამ ეტაპზე. ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება წერა და ჩემი ბლოგიც მუდამ იმწვანებს 🙂

Advertisements

მე-ბლოგერი?

ერთ თვეზე ცოტა მეტია რაც ბლოგერობა წამოვიწყე. თავიდან wordpress-ის სისტემაში გარკვევას მოვუნდი. არც ისე რთული გამოდგა, მერე blogroll.geზეც დავრეგისტრირდი და უამრავი ქართველი ბლოგერის პოსტებს გავეცანი. ყველაზე ხშირი სტუმარი Tiny.ge– ზე და sweet.ge-ზე ვარ. მათი ზოგი პოსტი ზოგჯერ ჩემი ფანტაზიის წყაროც ხდება. ამ მომენტისატვის ჩემი ბლოგი სულ 18 გამოქვეყნებულს პოსტს მოიცავს (ამ პოსტის გარდა). ვცდილობ ხშირად ვწერო, მაგრამ დასაწყისისთვის მგონი ამასაც არაუშავს.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: