Blog Archives

დაააგჭრი ბიჭო! (ანუ საიდან მოდის ნევროზი)

ამ უსაქმურობის ჟამს, როცა გასართობის ძებნაც ცოტა არ იყოს და ჭირს, გადავწყვიტე ისევ ჩემი დაკვირვებები გამეგრძელებინა. ანუ დაკვირვებები ადამიანებზე და მათ ქცევებზე. უკვე აღვნიშნე, რომ ამას მხოლოდ უსაქმურობა მაკეთებინებს, თორემ ადამიანთა 90%-ზე ისედაც კარგად ჩამოყალიბებული, არც ისე კარგი წარმოდგენა მაქვს. :mrgreen:

ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს უამრავი რამ. მაგალითად ყველას გვაქვს პრობლემები. ამ შემთხვევაში მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა პრობლემაა, გადაჭრადი ან გადაუჭრელი. ისეთი პრობლემებიც არსებობს, რომლებმაც შეიძლება ადამიანს უსუსურობის და უძლურების განცდაც კი დაუტოვოს. ჩემი აზრით ზუსტად აქედან იწყება ნევროზი. ადამიანი უბრალოდ ვერაფერს უხერხებს თავის გასაჭირს, ღიზიანდება და ბოლოს… ან სულაც ისინი ეჩვევიან პრობლემებით ცხოვრებას და ყველაფერში პრობლემას ეძებენ.

დიდი დაკვირვება სულაც არ არის საჭირო რომ მიხვდე რა დღეში აქვს ხალხს ნერვები. განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ნებისმიერი, სრულიად უწყინარი ხუმრობის წინაც კი, კარგად თუ არ დაფიქრდი, შეიძლება  საავადმყოფოში ამოყო თავი მძიმე მოტეხილობით ან გამჭოლი ჭრილობით.

მიზეზი: – ადამიანებს ნერვები კბილებით უჭირავთ! მაგრამ კბილებიც აღარ უვარგათ, რადგან ძილში (თუ როგორმე დაიძინეს) კრაჭუნისაგან უფუჭდებათ.

აი ასეთია ბოროტი რეალობა, რომელსაც საკუთარი უგუნურებითაც მშვენივრად ვუწყობთ ხელს. არადა ხომ შეიძლება უბრალოდ ‘გავატაროთ’ რაღაც რისი მოგვარებაც არ შეგვიძლია? საერთოდ რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს, რასაც მაინც ვერაფრით შევცვლით, საქმე დაილია ამ ქვეყნად? მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნა ხომ უფრო ადვილია, ვიდრე დაჯდომა და რაიმე სასარგებლოს სწავლა? დასკვნა: – სიზარმაციდან მოდის ყველაფერი ცუდი!

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ

მოკლედ, თუ საკუთარ თავს შეატყვეთ მსგავსი სიმპტომები, ჩემი რჩევა იქნება შეხედოთ სამყაროს იუმორის თვალით. თუმცა უმჯობესია მაინც ექიმს მიაკითხოთ. ხოლო თუ მსგავსი უბედურებები თქვენთვის ნაცნობი არ არის, მაშინ ოდნავ უფთხილდით ნევროზიანებს. თქვენი ნებისმიერი დაუფიქრებელი ქმედების გამო, უკეთეს შემთხვევაში ისინი შეიძლება აფეთქდნენ, უარეს შემთქხვევაში კი თქვენ აგაფეთქებენ. :mrgreen:

Advertisements

ძილინებისა

ა არის იმაზე სასიამოვნო როცა  რთული, დამღლელი დღის შემდეგ შხაპს მიიღებ და დაიძინებ. მაგრამ ზოგჯერ ეს არც ისე ადვილია. საშინელებაა როცა უკვე სამი საათია წევხარ და ვერ იძინებ.  ასეთი შემთხვევა ხშირად მქონია და ახლა ამიტომაც წამოვჭერი ეს თემა. ბოლო დროს სულ გამოცდების ციებ-ცხელებაში ვიყავი და ორი კვირის განმავლობაში ღამის 5 საათზე მიწევდა დაძინება. ახლა გამოცდები მორჩა, სამეცადინო აღარ მაქვს, მაგრამ მაიცნ ვერ ვახერხებ დროზე დაძინებას.

რა თქმა უნდა, პიველ რიგში, ყავა შევზღუდე და გვიან ჭამაც ავკრძალე. ადრე უძილობის წინააღმდეგ ერთი სასაცილო საშუალება მქონდა მოფიქრეული. ყოველთვის როცა მეცადინეობის დაწყების დრო მოდიოდა, მაშინ მინდებოდა ჭამა, წყლის დალევა, ძილი და ა.შ. ხოდა როცა უძილობა შემაწუხებდა, საწოლთან რაღაც ჩემთვის უინტერესო წიგნს ვიდებდი წასაკითხად. როგორც კი კითხვას დავიწყებდი, 15 წუთში მეძინებოდა. სამწუხაროდ ახლა ამ ხერხზე უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშავე, რადგან ისედაც სულ ძილის წინ მიწევს კითხვა და მეცადინეობა. ამიტომ სხვა საშუალებები მოვიძიე ინტერნეტში.

Read the rest of this entry

Just invisible…

ანდახან ალბათ ყველას უჩნდება სურვილი რომ არ ჩანდეს. ყველაფერს ხედავდეს, ყველაფერი ესმოდეს, მაგრამ  შეუმჩნეველი იყოს. ყველას თუ არა ბანდიტებს მაინც მოუვიდოდათ ეს აზრი თავში 😀 არა, მე არაფერი დამიშავებია და არც მართლმსაჯულებას ვემალები, უბრალოდ ისეთ ხასიათზე ვარ, როცა  არ მინდა ვინმემ მნახოს. სად ნახავ საკუთარ სახლზე უკეთეს სამალავს? ჰოდა დილიდან  ვზივარ აქ ჩემთვის ჩუმად, გამორთული მობილურით, გათიშული Skype-თ  და Yahoo- თი. ვინ მიპოვნის აბა ძალიანც რომ მოინდომოს? 😀

მიზეზი ორია: არ მინდა ვინმეს განწყობაზე უარყოფითად ვიმოქმედო და არ მინდა სხვამ იმოქმედოს ჩემს განწყობაზე.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: