Blog Archives

ძილისპირული მიმოხილვა

romantic17მოვედი აქ, ჩემს მწვანე ჩრდილში უნდა შევაფარო თავი. ცოტა ხნით ახალი პოსტის ფანჯარასთან წუწუნითა და გულის მოოხებით გავერთობი. მერე ისევ წავალ, ყავის  მორიგ დოზას მივიღებ და დაველოდები, როდის გამომაფხიზლებს. ამასობაში 12 საათიც გახდება და მივხვდები, რომ განა ვფხიზლდები, თანდათან ისე მეძინება, რომ 1 აბზაც “მიკროეკონომიკასაც” ვეღარ ვისწავლი.

ჰო, უკვე მაგისტრანტი ვარ.  წუწუნისა და მოთქმა-გოდების ვადა კიდევ 2 წლით გამიხანგრძლივდა. არადა, ყოველდღე ვპირდები თავს, რომ დღესაც და მორჩა.. ხვალიდან შევეშვები მაზოხიზს, სავარძელში მოვიკალათებ და ერიკ-ემანუელ შმიტის წიგნების კითხვით გავერთობი. მაგრამ უნივერსიტეტში გადახდილი ფულიც მენანება და ეს შმიტის წიგნებიც რავიცი სადამდე მეყოფა. თითქმის ყველა მაქვს (ერთის გარდა) რაც ქართულად გამოვიდა და ცოტაღა დამრჩა წასაკითხი. გამომცემლობას შევეხმიანები, იქნებ სხვებიც თარგმნონ. (რა სარეკლამო პოსტივით ვწერ).

კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ჰო, ის უნდა მეთქვა, რომ ძალიან მომნატრებია აქ წერა. კიდევ ჩემი ნაწერების კითხვა მომენატრა, მაგრამ მაგისი დროც არ მაქვს. ამიტომ დავდგები ხოლმე და საკუთარ ძველ ფოტოებს ვათვალიერებ. ძველს, იმიტომ რომ ახლები არ მაქვს და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს არ მექნება. აი ასე! მეყო შარშანდელი გართობა. სამაგიეროდ, მაგარი გასართობი გამოვნახე. დავაცხრები ონლაინ მაღაზიებს და რაც  მომეწონება, ყველაფერს გამოვზიდავ (განკარგვადი შემოსავლის ფარგლებში). მერე ამ ყველაფერს სახლში მომიტანენ, კარადაში შევალაგებ და დევს ასე, სანამ ვინმეს არ ვაჩუქებ. სულ მიკვირდა, რაში სჭირდებოდათ ადამიანებს ამდენი ძონძები. თურმე მოწყენილობის გასახალისებლად არის მისწრება!

რამდენს ვლაპარაკობ, ნეტავ არავინ წაიკითხავდეს.. აი, უკვე 12 ხდება. წავალ, ყავას დავლევ და დავიძინებ. დილით უფრო ფხიზად ვიქნები 🙂

Advertisements

მავნე ჩვევები

ავნე ჩვევები ყველა ადამიანს აქვს, თუნდაც ერთი მაინც. ამ შემთხვევაში, მავნე ჩვევაში მხოლოდ სიგარეტისა და ალკოჰოლის სიყვარულს არ ვგულისხმობ. მავნეა ყველაფერი რაც ზოგადად ადამიანის ცხოვრებაზე ცუდად მოქმედეს და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე.

ორი დღის წინ შესული ვიყავი ჩემი ბლოგის dashboard-ში და თავში ეს ფრაზა მიტრიალებდა: ” გავაუქმო? არ გავაუქმო…” მოკლედ ალბათ მიხვდით რაც გადავწყვიტე და მხოლოდ სახელის შეცვლით შემოვიფარგლე.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: