Blog Archives

ბლოგერები და მე

სულ ცოტა ხანია რაც ბლოგერები რეალში გავიცანი. მანამდეც მქონდა მცდელობები, მაგრამ ყველა მათგანი კრახით სრულდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა სოციალური მედიის დღეზე ვნახე ყველა ერთად.

იმ დღის მერე გამობლოგერებული დავდივარ 😀 ალბათ იმიტომ რომ ბევრი საქმე არ მაქვს ან იმიტომ, რომ პერიოდულად რაღაც-რაღაცების ამოჩემება  მჩვევია, მაგრამ ბლოგი და ბლოგერები სულ თავში მიტრიალებს.

ორი დღის წინ ერთ-ერთ ბლოგერულ შეკრებაზეც წავედი. მაინტერესებდა შემეცვლებოდა თუ არა მათზე ის შტაბეჭდილება, რაც ექსკურსიაზე დამრჩა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბორჯომის ჰაერი მათზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს :mrgreen: (ყველაზე არა ოღონდ) თბილისის პაპანაქებაში და დაბინძურებულ ჰაერზე  უფრო კარგები არიან. მირჩევნია ისევ სიცხეზე ილაპარაკონ :ბოროტისმაილი: ეს ნაკლებად მაწუხებს.

ჰოოდა ახლა, რადგან უკვე საკმარისად გავიცანი ყველა (მეტ-ნაკლებად ისინიც მიცნობენ მგონი) გადავწყვიტე რაც შეიძლება იშვიათად ვნახო. იმიტომ არა, რომ მათი ნახვა არ მინდა. უბრალოდ  არ მინდა ზედმეტად მივეჩვიო, თორემ ასე მგონია ოდესმე მოგვბეზრდება ერთმანეთი.

შეიძლება ვცდები, ისიც არ ვიცი რამდენად შევასრულებ ამ ნათქვამს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ.

Advertisements

ციყვები

ვირაზე მეტია ვეკო, ნათია და მე შეკრებას ვგეგმავთ. წინა სამშაბათს ჩაგვეშალა, ამიტომ დღეისთვის გადავდეთ ეს საქმე. უკვე ყველაფერი მოფიქრებული  გვქონდა. ერთი ამინდის პროგნოზი გვიშლიდა ნერვებს, მაგრამ დიდად არ გვაღელვებდა ეგ საკითხი.

გუშინ, როცა ამინდზე დაბოღმილი და გაბაზებული, დილაადრიან მაღლივის გზას უქოლგოდ დავადექი, სულ ვერ წარმოვიდგენდი თუ შეკრება ერთი დღით ადრე მოგვიწევდა. მაღლივის შესასვლელთან ვეკო დამხვდა, ლექციებს აცდენდა და გადაწყვიტა ჩემს ლექციაზე შემოსულიყო. ცოტა ხანი ლექტორს ველოდეთ რომელიც მაინც არ მოვიდა, ამიტომ მეათე სართულზე ავედით, რათა შემდეგი ლექციების დაწყებას დავლოდებოდით.

ცოტა ხანში აჩოც მოვიდა. მერე ვეკომ თქვა მშიაო და რადგან “Good Food”-თან მწყრალად არის, ამიტომ ავტობუსით ქავთარაძეზე მოგვიწია ჩასვლა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ვეკომ და აჩომ თქვეს არ ჩავიდეთო და სადაც ეს ავტობუსი წავა იქ წავყვეთო 😀 საქმე მაინც არაფერი გვქონდა (ლექციების გარდა:D) ასე რომ წავედით… Read the rest of this entry

%d bloggers like this: