Blog Archives

უქოლგოდ

დღეს დილით გამახსენდა, რომ გამოცდების ზუსტი ცხრილი არ ვიცოდი. არადა ორშაბათიდან მიყოლებით 6 გამოცდა მაქვს ყოველ დღე. რას ვიზამდი? ავდექი და წასასვლელად მოვემზადე. საშინლად წვიმდა, მე კი ცუდ ამინდზე მეტად არაფერი მაბრაზებს. ჰოდა ასე წვიმაზე დაბოღმილმა და გაბრაზებულმა 1 ჟაკეტის ამარა მყოფმა, უქოლგოდ და უქუდოდ გავიხურე სახლის კარი.

ვერ ვიტან ქოლგით სიარულს, განსაკუთრებით როცა ოდნავ მაინც ქარი ქრის. მირჩევნია დავსველდე და გალუმპული მივიდე დანიშნულების ადგილამდე, ვიდრე ქოლგა დავიჭირო ხელში. ქოლგის კომპლექსი მჭირს. საერთოდაც ქოლგიან ხალხს რომ ვუყურებ, მეცინება. არადა ვინ უფრო გამოდის სასაცილო, ქოლგის ქვეს მშრალად შეფარებული ადამიანი, თუ მე, ერთიანად გალუმპული, თანაც ისე, თითქოს წვიმიან გზაზე კი არა, წითელ ხალჩაზე მივაბიჯებდე =))) მაინც არ დავიჭერ ქოლგას! :ჯიუტისმაილი:

ამინდის პროგნოზს თუ დავიჯერებთ, წესით მაისამდე ვერ ვეღირსებით ნორმალურ ამინდს. ჰოდა დროც მომეცა სამეცადონოდ.

წავედი და დროებით გემშვიდობებით, მაქსიმუმ გამოცდების დამთავრებამდე 🙂

“შერბურის ქოლგები” გამახსენდა ამასობაში.

Advertisements

კინომანია

მ შუა გამოცდების პერიოდში,  დრო მომეჭარბა და კინოების ყურებას მივყავი ხელი. გასართობს ყოველთვის იპოვნის ადამიანი, მთავარია გული გულობდეს :D. სანამ ბოგერობას და ფეთის თამაშს დავიწყებდი, ინტერნეტს ძირითადად ფილმების საყურებლად ვიყენებდი, ზაფხულობით დღეში 2-3 ფილმს მაინც ვუყურებდი. რომელიც მომეწონებოდა დისკზე ვიწერდი და ისე ვინახავდი, თორემ ჩემი კომპის 80 გეგაბაიტი მაგდენს ვერ დაიტევდა  😀

Read the rest of this entry

%d bloggers like this: