Blog Archives

შემოპარული

იმის მერე რაც ვეკოს ბლოგზე დავწერე პოსტი (თუ გაინტერესებთ დააჭირეთ აქ), მინდოდა მარისთანაც შემოვპარულიყავი. მაგრამ ცოტა ხნით თავს ვიკავებდი. ნანახი არ მყავდა.

ისე დიდი ხანია ვიცნობ. 2 წელი იქნება. ან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. თავიდან დიდი გადასარევი ურთიერთობა არ გვქონია. არც ცუდი. უბრალოდ ერთმანეთზე ცუდს არ ვფიქრობდი. კარგს კი. ოღონდ ცოტას. იმის მერე რაც ფორუმზე სულ შვიოდე კაცი დავრჩით, უფრო ახლოს გავიცანი მარად მწვანე მარიანა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. საინტერესოა მარისთან საუბარი, თუნდაც ის რომ სულ კარგ ხასიათზეა და არასდროს არ არის იმის ხასიათზე ვინმე გააბრაზოს. (შეილება მე არ მინახავს).

ორშაბათს, ჩვენი გაცნობის ბოლო ეტაპი იყო. ანუ პირადად გავიცანი.დამიმესიჯა თუ მელიქიშვილზე გამოდიხარ მე და ვეკო გნახავთოო. მერე ციყვებშიც ვიყავით. (უკვე ბევრჯერ ითქვა ამაზე). და დღეს მინდა ვთქვა, რომ აი მართლა ძალიან კარგი ადამიანია, და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. თბილი გულით და მომღიმარი სახით. მარა მერე მეც დამცინოდა 😀 😀

ხო და ჩემი სურვილიც ავისრულე.მარად მწვანე ბლოგზეც შემოვაღწიე და იმედი მაქვს კიდევ ერთ ადამიანს გაუხარდება ჩემი პოსტი =))

წარმატებებს გისურვებ მარ ყველგან და შენი მიზნების განხორციელებას :* :*

By www.siyvarulovna.wordpress.com

Advertisements

ციყვები

ვირაზე მეტია ვეკო, ნათია და მე შეკრებას ვგეგმავთ. წინა სამშაბათს ჩაგვეშალა, ამიტომ დღეისთვის გადავდეთ ეს საქმე. უკვე ყველაფერი მოფიქრებული  გვქონდა. ერთი ამინდის პროგნოზი გვიშლიდა ნერვებს, მაგრამ დიდად არ გვაღელვებდა ეგ საკითხი.

გუშინ, როცა ამინდზე დაბოღმილი და გაბაზებული, დილაადრიან მაღლივის გზას უქოლგოდ დავადექი, სულ ვერ წარმოვიდგენდი თუ შეკრება ერთი დღით ადრე მოგვიწევდა. მაღლივის შესასვლელთან ვეკო დამხვდა, ლექციებს აცდენდა და გადაწყვიტა ჩემს ლექციაზე შემოსულიყო. ცოტა ხანი ლექტორს ველოდეთ რომელიც მაინც არ მოვიდა, ამიტომ მეათე სართულზე ავედით, რათა შემდეგი ლექციების დაწყებას დავლოდებოდით.

ცოტა ხანში აჩოც მოვიდა. მერე ვეკომ თქვა მშიაო და რადგან “Good Food”-თან მწყრალად არის, ამიტომ ავტობუსით ქავთარაძეზე მოგვიწია ჩასვლა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ვეკომ და აჩომ თქვეს არ ჩავიდეთო და სადაც ეს ავტობუსი წავა იქ წავყვეთო 😀 საქმე მაინც არაფერი გვქონდა (ლექციების გარდა:D) ასე რომ წავედით… Read the rest of this entry

%d bloggers like this: