Blog Archives

ძილისპირული მიმოხილვა

romantic17მოვედი აქ, ჩემს მწვანე ჩრდილში უნდა შევაფარო თავი. ცოტა ხნით ახალი პოსტის ფანჯარასთან წუწუნითა და გულის მოოხებით გავერთობი. მერე ისევ წავალ, ყავის  მორიგ დოზას მივიღებ და დაველოდები, როდის გამომაფხიზლებს. ამასობაში 12 საათიც გახდება და მივხვდები, რომ განა ვფხიზლდები, თანდათან ისე მეძინება, რომ 1 აბზაც “მიკროეკონომიკასაც” ვეღარ ვისწავლი.

ჰო, უკვე მაგისტრანტი ვარ.  წუწუნისა და მოთქმა-გოდების ვადა კიდევ 2 წლით გამიხანგრძლივდა. არადა, ყოველდღე ვპირდები თავს, რომ დღესაც და მორჩა.. ხვალიდან შევეშვები მაზოხიზს, სავარძელში მოვიკალათებ და ერიკ-ემანუელ შმიტის წიგნების კითხვით გავერთობი. მაგრამ უნივერსიტეტში გადახდილი ფულიც მენანება და ეს შმიტის წიგნებიც რავიცი სადამდე მეყოფა. თითქმის ყველა მაქვს (ერთის გარდა) რაც ქართულად გამოვიდა და ცოტაღა დამრჩა წასაკითხი. გამომცემლობას შევეხმიანები, იქნებ სხვებიც თარგმნონ. (რა სარეკლამო პოსტივით ვწერ).

კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ჰო, ის უნდა მეთქვა, რომ ძალიან მომნატრებია აქ წერა. კიდევ ჩემი ნაწერების კითხვა მომენატრა, მაგრამ მაგისი დროც არ მაქვს. ამიტომ დავდგები ხოლმე და საკუთარ ძველ ფოტოებს ვათვალიერებ. ძველს, იმიტომ რომ ახლები არ მაქვს და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს არ მექნება. აი ასე! მეყო შარშანდელი გართობა. სამაგიეროდ, მაგარი გასართობი გამოვნახე. დავაცხრები ონლაინ მაღაზიებს და რაც  მომეწონება, ყველაფერს გამოვზიდავ (განკარგვადი შემოსავლის ფარგლებში). მერე ამ ყველაფერს სახლში მომიტანენ, კარადაში შევალაგებ და დევს ასე, სანამ ვინმეს არ ვაჩუქებ. სულ მიკვირდა, რაში სჭირდებოდათ ადამიანებს ამდენი ძონძები. თურმე მოწყენილობის გასახალისებლად არის მისწრება!

რამდენს ვლაპარაკობ, ნეტავ არავინ წაიკითხავდეს.. აი, უკვე 12 ხდება. წავალ, ყავას დავლევ და დავიძინებ. დილით უფრო ფხიზად ვიქნები 🙂

Advertisements

ძილინებისა

ა არის იმაზე სასიამოვნო როცა  რთული, დამღლელი დღის შემდეგ შხაპს მიიღებ და დაიძინებ. მაგრამ ზოგჯერ ეს არც ისე ადვილია. საშინელებაა როცა უკვე სამი საათია წევხარ და ვერ იძინებ.  ასეთი შემთხვევა ხშირად მქონია და ახლა ამიტომაც წამოვჭერი ეს თემა. ბოლო დროს სულ გამოცდების ციებ-ცხელებაში ვიყავი და ორი კვირის განმავლობაში ღამის 5 საათზე მიწევდა დაძინება. ახლა გამოცდები მორჩა, სამეცადინო აღარ მაქვს, მაგრამ მაიცნ ვერ ვახერხებ დროზე დაძინებას.

რა თქმა უნდა, პიველ რიგში, ყავა შევზღუდე და გვიან ჭამაც ავკრძალე. ადრე უძილობის წინააღმდეგ ერთი სასაცილო საშუალება მქონდა მოფიქრეული. ყოველთვის როცა მეცადინეობის დაწყების დრო მოდიოდა, მაშინ მინდებოდა ჭამა, წყლის დალევა, ძილი და ა.შ. ხოდა როცა უძილობა შემაწუხებდა, საწოლთან რაღაც ჩემთვის უინტერესო წიგნს ვიდებდი წასაკითხად. როგორც კი კითხვას დავიწყებდი, 15 წუთში მეძინებოდა. სამწუხაროდ ახლა ამ ხერხზე უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშავე, რადგან ისედაც სულ ძილის წინ მიწევს კითხვა და მეცადინეობა. ამიტომ სხვა საშუალებები მოვიძიე ინტერნეტში.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: